ჰაცუ ბაშო. XIII დღე: ტოჩინოშინმა ოძეკის მიწოლას ვერ გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 იანვარს ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ჰაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს მე-8 მარცხი იწვნია.

ქართველი ფალავანი ოძეკ გოეიდოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით წააგო. ამ წაგების შემდეგ მას ტურნირზე ბალანსი 5:8-ზე გაუხდა.

სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი ვერ დააფიქსირა და ახალი ბანძუკის დროს, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო დაქვეითდება. ამჟამად ტოჩინოშინი დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებას ატარებს.

გორგაძის მომდევნო მეტოქე ბაშოზე სეკივაკე ტაკაიასუ იქნება, ვისთანაც ჩვენებურს პირადი ბალანსი 8:12-ზე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან, ძალიან მწყინს ჩვენი ტოჩის ასე დაუძლურება!!!
aburjga
13:09 24-01-2020
0
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ვფიქრობ იმ ფორმას ვერ დაიბრუნებს რაც ქონდა. შესაბამისად სახლში უნდა წავიდეს.
goran
13:29 24-01-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული