ჰარუ ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღეს ქართველი გოლიათი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა მიდორიფუჯის შეხვდა და სამწუხაროდ, დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ 24 წლის რიკიში, რომელიც მაკუუჩის უმაღლეს დივიზიონში მეორე ბაშოს მართავს, სიმაღლესი 171 სანტიმეტრია (ლევანზე 20-სმთი დაბალი) და წონაში 117 კილოგრამი (ლევანზე 60-კგთი მსუბუქი), ლევანის გაბარიტებთან შედარებით, ზედმეტად პატარა გამოიყურება...
ლევანი თავიდან ძლიერად არ დაეჯახა, სავარაუდოდ მეტოქისგან ჰენკას ელოდა, რითიც მიდორიფუჯიმ ისარგებლა და ქართველს ძლიერად შემოუტია, ტოჩის ფეხი დაუცურდა და ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა.
8 საშეჯიბრო დღის შემდეგ ქართველს 5 მარცხი და 3 გამარჯვება აქვს. ხვალ ლევანი რიუდენს დაუპირისპირდება.