"ბი­ჭე­ბის გამო მა­ინც დარ­ჩი, შენ­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში მათ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა­აო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან

AutoSharing Option
ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, ტო­კი­ო­ში ისე ცხე­ლა, დღი­სით ქუ­ჩა­ში ვერ გახ­ვალ. დღეს ღრუბ­ლი­ა­ნი, შე­და­რე­ბით გრი­ლი დილა გა­თენ­და და "დემ­ბე" და "ქლოე" სას­წრა­ფოდ გა­ვიყ­ვა­ნე სა­სე­ირ­ნო­დო - ინ­ტერ­ვი­უს­თვის შე­თან­ხმე­ბულ დრო­ზე მცი­რე­დით გა­და­ცი­ლე­ბის­თვის მო­მი­ბო­დი­შა ლე­ვან გორ­გა­ძემ - "ტო­ჩი­ნო­შინ­მა". "დემ­ბე" და "ქლოე" მგლე­ბი არი­ან. მე­სა­მე წე­ლი­წა­დია, ტო­კი­ო­ში ცხოვ­რო­ბენ კაც­თან, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც "მგე­ლი" იყო დო­ჰი­ო­ზე, 1400-ზე მეტი (!) ორ­თაბ­რძო­ლა გა­უ­მარ­თავს, "იმ­პე­რა­ტო­რის თა­სიც" მო­უ­გია და ლე­გენ­და­რუ­ლი "იო­კო­ძუ­ნა" "ჰა­კუ­ჰოს" და­მარ­ცხე­ბი­თაც შე­უძ­ლია თა­ვის მო­წო­ნე­ბა. ქრო­ნი­კულ­მა ტრავ­მებ­მა კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ მის­ცა. მო­მა­ვა­ლი წლის 4 თე­ბერ­ვალს, "დან­პა­ცუ-ში­კის" სევ­დი­ან ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე, ლე­ვა­ნი
ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ემ­შვი­დო­ბე­ბა სუ­მო­ტო­რის ვარ­ცხნი­ლო­ბას და მას­თან ერ­თად - პრო­ფე­სი­ულ სუ­მო­საც... სამი თვის წინ, მე­ო­რე შვი­ლის - ხა­რე­ბას მამა გახ­და და ახალ ცხოვ­რე­ბას მას­თან ერ­თად იწყებს.

კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, "ტო­ჩი­ნო­შინს" ინ­ტერ­ვიუ არა­ვის­თვის მი­უ­ცია. "კვი­რის პა­ლიტ­რა" პირ­ვე­ლია:

- "ყო­ფი­ლი სუ­მო­ტო­რი "ტო­ჩი­ნო­ში­ნი" - სწო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბაა? მო­ჭი­და­ვე­ებს კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც "ში­კო­ნა­თი" (საბ­რძო­ლო სა­ხე­ლი) მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ?
- დიახ, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­მო­დათ, აქა­უ­რე­ბი იმ სა­ხე­ლებს არი­ან მიჩ­ვე­უ­ლი და ია­პო­ნე­ლე­ბის­თვის სუ­მო­დან წას­ვლის შემ­დე­გაც "ტო­ჩი­ნო­ში­ნი", "გა­გა­მა­რუ", "კო­კაი" ვართ... თუმ­ცა "ბო­ლომ­დე" ჯერ არ­სად წავ­სულ­ვარ, პე­რი­ო­დუ­ლად, ისევ მივ­დი­ვარ დარ­ბაზ­ში და ასე გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის თე­ბერ­ვლამ­დე, როცა ჩემი "დან­პა­ცუ-შიკი" (ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, რომ­ლის დრო­საც სუ­მო­ისტს თმას ჭრი­ან და ამ სიმ­ბო­ლუ­რი ქმე­დე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად ას­რუ­ლე­ბენ მის კა­რი­ე­რას. - რ.შ.) გა­ი­მარ­თე­ბა. ჩემს თა­ნაკ­ლუ­ბელ ბი­ჭებ­თან ვვარ­ჯი­შობ ხოლ­მე. ამით, მა­თაც ვეხ­მა­რე­ბი, კლუბ­საც და წო­ნის დაკ­ლე­ბა­საც ვცდი­ლობ. თან­და­თა­ნო­ბით, ვეჩ­ვე­ვი ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას, ვვარ­ჯი­შობ, სუ­მო­ტო­რის ვარ­ცხნი­ლო­ბას ვა­ტა­რებ და გუ­ლის სიღ­რმე­ში, თავი ისევ მოქ­მე­დი სპორ­ტსმე­ნი მგო­ნია... რაც შე­ე­ხე­ბა სპორ­ტის თან­მდევ სტრესს, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა აღარ მა­წუ­ხებს და ამ თვალ­საზ­რი­სით, თავს უკეთ ვგრძნობ. რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­ში, მძი­მე­წო­ნი­ა­ნი მე­ტო­ქე­ე­ბის და­ჯა­ხე­ბე­ბი მო­აკ­ლდა, ორ­გა­ნიზ­მმაც და­ის­ვე­ნა და ფსი­ქი­კა­მაც. ზედ­მეტ წო­ნას და­ვიკ­ლებ, გა­ცი­ლე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­საც გა­და­ვა­გო­რებ და მერე, ალ­ბათ, ოპე­რა­ცი­ის­თვი­საც მო­ვიც­ლი. მე­გო­ნა, კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ინც მექ­ნე­ბა მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო-მეთ­ქი. თურ­მე, პი­რი­ქით არის - რაც აღარ ვჭი­და­ობ, დრო სა­ერ­თოდ აღარ მაქვს...

- ხუთი წლის წინ, როცა "იმ­პე­რა­ტო­რის თასი" აღ­მარ­თე და "ოძე­კის" წო­დე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რე, კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბა, ალ­ბათ, ძა­ლი­ან შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვად მო­ჩან­და, მაგ­რამ მუხ­ლის ქრო­ნი­კულ ტრავ­მას მხრის და­ზი­ა­ნე­ბაც და­ე­მა­ტა...
- სა­ნამ ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდე­ბო­დი, ჯერ კი­დევ მა­ნამ­დე გა­დავ­წყვი­ტე, რომ მი­ნი­მუმ ტო­კი­ოს 2020 წლის ოლიმ­პი­ა­დამ­დე დავ­რჩე­ბო­დი სუ­მო­ში. ტრავ­მებ­მა გა­მა­წა­მა, მაგ­რამ როცა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტში ხარ, ძნე­ლია წას­ვლა, იმის დათ­მო­ბა, რა­საც 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღე აკე­თებ­დი. რაც არის, არის, ამ ერთ ბა­შო­საც გა­და­ვა­გო­რებ-მეთ­ქი, მერე - კი­დევ ერთს, ერთს და... ამა­სო­ბა­ში, კი გა­ვი­და სამი წე­ლი­წა­დი. არა­და, მხრის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა რომ არა, ალ­ბათ, ჯე­რაც მოქ­მე­დი სპორ­ტსმე­ნი ვიქ­ნე­ბო­დი.
- ვიცი, რომ დარ­ჩე­ნა კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტმაც ბევ­რჯერ გთხო­ვა...
- როცა ჯუ­რი­ო­ში (რან­გით მე­ო­რე დი­ვი­ზი­ო­ნი სუ­მო­ში. - რ.შ.) დავ­ქვე­ით­დი, წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, მაგ­რამ კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტმა მთხო­ვა - ბი­ჭე­ბის გამო მა­ინც დარ­ჩი, შენ­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში მათ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა­აო. დღემ­დე, ამი­ტო­მაც მივ­დი­ვარ ხოლ­მე კლუბ­ში, ვცდი­ლობ, თა­ნაკ­ლუ­ბე­ლებს და­ვეხ­მა­რო. ისე კი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ტრავ­მებს ვებ­რძვი და გუ­ლის სიღ­რმე­ში, ბო­ლომ­დე მქონ­და იმე­დი, რომ ამ და­ზი­ა­ნე­ბა­საც დავძლევ­დი, უმაღ­ლეს დი­ვი­ზი­ონ­ში დაბ­რუ­ნე­ბას შევ­ძლებ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, აღარ გა­მო­ვი­და.


მკითხველის კომენტარები / 5 /
მადლობა ტოჩი!
გულშემატკივარი
21:38 02-12-2023
0
მადლობა ლევან… შენ შეუძლებელი შეძელი… იმ დღეს როცა ჰაკუჰო გდადევნე მახსოვს კახეთის გზაზე ვიყავი , მანქანა გავაჩერე და მთელი ხმით ვღრიალებდი… მიაწვააააააააა!!!! წარმატებები… ღმერთი გფარავდეს….
ტატე
20:47 02-12-2023
1

სიახლეები პოპულარული