ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპირველობაზე 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
სამწუხაროდ, კასპიისკში ევროპის ჩემპიონატზე ფინალში ორივე ქართველი ფალავანი დამარცხდა.

ბექა ლომთაძემ (61 კგ) ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ჰასან ზადას ძლევის შემდეგ ფინალი დაღესტნელ ჰაჯიმურად რაშიდოვთან წააგო (1:4).

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ნახევარფინალი ადვილად მოუგო პოლონელ რობერტ ბარანს, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ოლიმპიურ  ჩემპიონ თურქ ტახა აკგულთან დამარცხდა 1:2.

სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) გერმანიის სახელით მოასპარეზე აჰმედ დუდაროვს სძლია 5:4 და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ირაკლი მწითური (92 კგ) კი უკრაინელ კირილე მიეშკოვთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, გუშინ ბრინჯაოს მედლებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65
კგ), ზურაბ იაკობაშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) დაეუფლნენ.

ასე და ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობაზე 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ასე დილეტანტურად არ უნდა აგებდეს.ბავშვური შეცდომების გამო უკვე მერამდენეთ ვკარგავთ მაღალი სინჯის მედლებს. მწითურის შემთხვევაში ხომ საოცრებებს ჰქონდა ადგილი. აშკარაა რომ,არც სპორცმენმა და არც მწვრთნელმა წესები ბოლომდე არ იციან.ბოლო ქულა იმიტომ დაუთმო, რომ შეხვედრა მოგებული ეგონა.მწვრთნელი კი სანამ "ემოციებისგან" ბოლომდე არ დაიხარჯა, ჩელენჯი არც კი გახსენებია.........
ლაშა L.S.R.
12:22 07-05-2018
0
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ასე დილეტანტურად არ უნდა მარცხდებოდეს.ბავშვური შეცდომების გამო უკვე მერამდენეთ ვკარგავთ მაღალი სინჯის მედლებს. მწითურის შემთხვევაში ხომ საოცრებებს ჰქონდა ადგილი. აშკარაა რომ,არც სპორცმენმა და არც მწვრთნელმა წესები ბოლომდე არ იციან.ბოლო ქულა იმიტომ დაუთმო, რომ შეხვედრა მოგებული ეგონა.მწვრთნელი კი სანამ "ემოციურად" ბოლომდე არ დაიხარჯა, ჩელენჯი არც კი გახსენებია.........
ლაშა
12:12 07-05-2018
0

სიახლეები პოპულარული