ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებისა და მწვრთნელის სკანდალურ ფოტოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გამოეხმაურა, რომლის კომენტარიც "რუსთავი 2"-მა გამოაქვეყნა.

როგორც იცით, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა და მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რუსე­თის დრო­შის ფე­რებ­ში შე­კე­რი­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის წევრ ძამ­ბო­ლატ თე­დე­ე­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი მო­ირ­გეს.

"მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და ზურაბ იაკობაშვილის გამოსახულებით მაისური.

მთელი მსოფლიო რომ ჩვენს დროშას აქვეყნებს და მთელი კონტინენტი ჩვენს ჰიმნს იზეპირებს, ამაზე რატომ არავინ არ საუბრობს?

ამდენი მედალი რომ
მოვიპოვეთ და ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია, საერთოდ ვინმეს უკითხავს?! მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ.

შედეგები გვაქვს და ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის.

ერთ რამეს გეტყვით, არჩილ ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, სწორედ ეს კაცი ჩაერია, მოსკოვიდან ჩამოვიდა და მაგან გადაწყვიტა, რომ ტატუნაშვილი დღეს ოჯახშია დასაფლავებული.

ეს იცით ვინმემ?! მეგობარი რომ დაგვეხმარა და მტერი გახდა უცებ. იმ თედეევმა გააკეთა სწორედ ეს და ამაზე არავინ არ საუბრობს", - აღნიშნა გეგეშიძემ.

altთავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ

altქართველმა მოჭიდავეებმა და მწვრთნელებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის მხარდასაჭერად მისი გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს

მკითხველის კომენტარები / 32 /
ამას ხო არ აჟრიალებს?... იმ ხალხმა ბოდიში მოიხადა და ეს რას ბლატაობს?... მადლობა მტერს რომ ჩვენი თანამემამულის ცხედარი გადმოგვცა?... ცხედრებს ყველაზე სასტიკი და მოსისხლე მტრებიც ცვლიან ცნობისთვის... და კიდე რო არა გრიგოლიჩი შენ არ იქნებოდი სადაც ხარ და მოკეტე რააა
guga
17 აგვისტო 2018 16:19
6
როცა ჩახდილი გაქვს, მაისურების ჩაცმა-არჩაცმას უკვე ფასი ეკარგება პატივცემულო გეგეშიძევ.
vaxo
17 აგვისტო 2018 18:13
2
რამხელა გულზეა!! სირცხვილით თავი არ უნდა გამოჰყოს!! მაგრამ მაგ ფედერაციაში ოსური კლანი ძალიან ძლიერია, თუ კარგად დააკვირდებით დაინახავთ!!
HM!
17 აგვისტო 2018 17:25
9
Cxedrebs gitleric cvlida mash isic hveni megobari yofila.shen rogor mokalatdi mand yvelas axsovs.vin ras haicvam hveni saqme araa maratalixar mtris droshis friali galatia mgoni.daegde iq da nu blataob.
Bajo
17 აგვისტო 2018 16:33
2
Megobari iyos sheni da dapatije saxlshi mara hven qartvelebi magas mtrebad mivihnevt.
Bajo
17 აგვისტო 2018 16:36
2
მოჭიდავეთა თემმა ამ ბოლო დროს რაღაცა აურია. ჯერ იყო და ძიუდოისტებმა ერთმანეთს კარები უჭეფეს და ბოლოს ტყვიაც ესროლეს , ესენი კიდევ ამ გაუგებრობაში გაეხვივნენ. ხომ არ აჯობებდა, სიტყვის თქმამდე და მოქმედებამდე ცოტა დაფიქრებულიყვნენ ? მსმენია ისიც, რომ წარმოშობით ქართველმა ილიას ილიადისმა 2 ფალავანთან და პუტინთან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა სათაურით - 4 მსოფლიო ჩემპიონი აქედან 1 თავის საქმეშიო. ეს თუ სიმართლეა, ძალიან დიდი სირცხვილი ილიადისს
????
17 აგვისტო 2018 16:50
3
გეგე ხარ თუ ვინცხა!!! რას ბოდავ! რა უნდა და როგორ უნდა სთქვას აზრზე არ არის!!!
მამუკა
18 აგვისტო 2018 13:04
2
გეგა, სუსკაც რა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
qokira
17 აგვისტო 2018 18:08
3
ასეთი უპასუხისმგებლო, გაზულუქებული არსებები რატომ უნდა იყვნენ რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობებზე?
saba
18 აგვისტო 2018 10:15
1
კი, ბატონო, თქვენი ნებაა, ოღონდ მაშინ არავითარი მორალური უფლება აღარ გაქვთ ქვეყანას წარმოადგენდეთ.
სხვა უფლებებს რაც შეეხება, ნორმალური ხელისუფლების პირობებში ღირს დაფიქრება იმაზე, უნდა იღებდეს თუ არა ოკუპანტის „ძმაკაცი“ ფედარაცია რაიმე ფულს ოკუპირებული ქვეყნის ბიუჯეტიდან.
წადით, ძმაკაცი წაგეხმარებათ და რუსეთის ნაკრებში მიგიღებენ!
ავთო
18 აგვისტო 2018 07:16
3

სიახლეები პოპულარული