გენო პეტრიაშვილი: გამარჯვებას ვუძღვნი შინდისის გმირებს

AutoSharing Option
გენო პეტრიაშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში მან ჩინელი ფალავანი ჟიუეი დენგი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

მატჩის შემდეგ ქართველმა ჩემპიონმა კომენტარი გააკეთა და გამარჯვება შინდისის გმირებს მიუძღვნა.

"რა თქმა უნდა, ჩემთვის არის ძალიან ამაღლებული გრძნობა. დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველისთვისაც. მინდა ჩემს გულშემატკივარს - ქართველებს ვუთხრა: ჩემი გამარჯვება ყოველთვის ეკუთვნის ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს და ჩემს ქართველ გმირებს, და მე ჩემს ამ გამარჯვებას ვუძღვნი შინდისის გმირებს, იმ ჩვენს მეომრებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და მე
მინდა კიდევ ერთელ ვუთხრა ჩემს სამშობლოს – მე ვარ ქართველი და ყოველთვის ვიბრძვი ჩემი ქვეყნის გამარჯვებისთის, და იმისთვის, რომ ჩემი დროშა ავწიო მაღლა“ – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა "პირველ არხთან".

აღსანიშნავია, რომ 24 წლის გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

altგენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, კენჭაძე ვიცე-ჩემპიონი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
სხვა რა გზა ჰქონდა. შეუკიკინეთ იმ რაღაც სურათის გამო და... ფუ, როგორ ფასი დაუკრაგეთ გმირობასაც და გამარჯვებასაც. ვაფშე ჩარეცხეთ ეს ნაცები ვინმემ და უკეთესი ქვეყანა გვექნება.
odala
17:23 22-10-2018
5
ღმერთმა სულ გამარჯვებული გატაროს ლომო!
llcl
16:12 22-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული