ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
დღეს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს.

ორი ქართველი სპორტსმენი - ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) - მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს.

ორივე ქართველი ფალავნის მეტოქე რუსეთის წარმომადგენლები იქნებიან - იაკობიშვილი მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს, ხოლო ოდიკაძე ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ აბდულრაშიდ სადულაევს დაეჭიდება.

ნახევარფინალური ბლოკი 18:45 საათიდან "სილკ უნივერსალის" პირდაპირ ეთერში გავა.

70კგ
ზურაბ იაკობიშვილი (საქართველო) - მაგომედრასულ გაზიმაგომედოვი (რუსეთი)
ანდრე კვიატკოვსკი (უკრაინა) - ადამ ბატიროვი (ბაჰრეინი)

97 კგ
პავლო ოლინიკი (უნგრეთი) - კაილ სნაიდერი (აშშ)
ელიზბარ ოდიკაძე
(საქართველო) - აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი)

Sportall.Ge

დღევანდელ ფინალურ ბლოკში კი დავით ხუციშვილი და დავით მარსაგიშვილი ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ.

ხუციშვილი (79 კგ) რუსეთის წარმომადგენელ ახმედ გაჯიმაგომედოვს შეხვდება, მარსაგიშვილის მეტოქე (92 კგ) ირანელი ალირეზა კარიმიმაჩიანი იქნება.

ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან "სილქ უნივერსალის" პირდაპირ ეთერში გავა.

altგენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, კენჭაძე ვიცე-ჩემპიონი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული