ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე 23 წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში გავიდნენ.
კენჭაძემ იაპონელ იაჯურო იამასაკის4:0 სძლია და ფინალში რუსეთის წარმომადგენელ გაჯი ნაბიევს ეჭიდავება.
მაჭარაშვილმა ირანელი ალი ხალილ შაბანიბენგარი 10:0 დაამარცხა და გადამწყვეტ ბრძოლაში ამერიკელ კოლინ მურს შეხვდება.
ფინალური შეხვედრები ხვალ 20:00 საათიდან დაიწყება.