კენჭაძემ ფინალში რუსეთის წარმომადგენელი გაჯი ნაბიევი 3:0 დაამარცხა. მან გადამწყვეტ ბრძოლამდე ბულგარელ ენგინ რაშიდ ისმაილს, რუმინელ ომარაშხაბ ნაჟმუდინოვს და იაპონელ იაჯურო იამასაკის მოუგო.
მაჭარაშვილმა ფინალში ამერიკელ კოლინ მურს 10:0 სძლია. აღსანიშნავია, რომ მან ოთხივე მოწინააღმდეგე 10:0 დაამარცხა: მურის გარდა ჩინელი ჩაოქიან იანგი, ინდოელი კარანდეპ სინგჰ ნაჰალი და ირანელი ალი ხალილ შაბანიბენგარი.