ლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში

AutoSharing Option
მე არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში, - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ვაკის ფალავანთა კლუბთან განაცხადა, სადაც ჭიდაობის ფედერაციის დაკავებული პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება.

მისი განცხადებით, წელს ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება, მომავალ წელს ოლიმპიადაა და ამიტომ ეს პროცესი მალე უნდა დასრულდეს.

"პირველ რიგში, მე, როგორც მსოფლიო ჩემპიონი, გეუბნებით, რომ ეს არის არასასიამოვნო სიტუაცია სპორტსმენებისთვის, რომლებმაც სამშობლოსთვის უნდა იბრძოლონ. მოჭიდავეები დავსხდებით და ვისაუბრებთ. წელს ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება, მომავალ წელს
ოლიმპიადაა და გვინდა, რომ ეს მალე დასრულდეს. როდესაც დამთავრდება პროცედურები, გეგაც და ყველანი ერთად მივიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებას. დათუნაშვილმაც დააფიქსირა, რომ არავის დასჯა არ სურს, უბრალოდ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. მე არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში", - განაცხადა კურტანიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

altჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაკავებულია [VIDEO]

altმონტაჟის გარეშე - ლადო ხინჩეგაშვილის კომენტარი ჭიდაობის სკანდალთან დაკავშირებით [VIDEO]

altმოჭიდავეები პოლიციის სამმართველოსთან გეგა გეგეშიძის დაპატიმრების გასაპროტესტებლად იკრიბებიან

altმოწმე - ჩხუბი იყო, ინციდენტში მონაწილეობდა გეგა გეგეშიძე, რაღაც ეჭირა ხელში, მაგრამ...

მომზადებულია IPN.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
გასაოცარი რამე ხდება რაა...პრეზიდენტმა გაქანებულ ტურნირზე გამოვიდა და სპორცმენი მონაწილე დაჭრა ცივი იარაღით..და იკრიბებიან სპორცმენები რომ არ დაიჭირონ?და რა მნიშვნელობა აქვს ვინ დააშავებს დამნაშავე უნდა დაისაჯოს.რას იკრიბებით ბიჭო თქვენ საქმეს მიხედეთ რაა.დამნაშავეა აბა რა არის.
0
იცით რა მაინტერესებს? ამათ ავტონომიური რესპუბლიკა ხომარ შეუქმნიათ? მოჭიდავეთა ავტონომიური რესპუბლიკა სადაც თავისი კონსტიტუცია და კანონებით ცხოვრობენ და ცენტრალური ხელისუფლების და საქართველოს მოსახლეობის ჩარევას მათ საქმეებში მიუღებლად თვლიან და პირიქით იმუქრებიან რომ არავის მათ საქმეებში არ ჩარევენ. ამათ უკვე მართლა ზედმეტი მოსდით და ეს იმის ბრალია წინა მთავრობები რომ ზონდერებათ იყენებდა ამათ და შემდეგ ყველაფრის უფლებას აძლევდნენ ეხლა იმიტომ გავიდნენ სულ თავზე, დროა თავისი ადგილი მიუჩინონ და გააგებინონ რომ არანაირი განსაკუთრებული კასტა არც მოჭიდავეებია და არც ძიუდოისტები რომ მათზე საქართველოს კონსტიტუცია და კანონები რომარ მოქმედებდეს და არც ერთი მათგანი არც ერთი სხვა სპორტის სახეობის სპორცმენზე მაღლა არ დგას და ცოტა ჭკუას მოუხმონ და რაც ევალებათ იმით დაკავდნენ თორემ არამგონია მარტო გეგეშიძის ადგილის მეტი არ იყოს საპყრობილეებში
megre
18:35 23-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული