საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ დაასახელა ის ფალავნები, რომლებიც 8-10 აპრილს ბუქარესტში (რუმინეთი) ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დუშეთის საწვრთნელი შეკრებით ასრულებს ევროპის 2019 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლს.

საქართველოს ნაკრების განაცხადი იანვარში, თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გამოიკვეთა. მას შემდეგ იანტბელიძის გუნდმა გაიარა ბაკურიანისა და ბორჯომის შეკრებები და მონაწილეობა მიიღო საფრანგეთისა და ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირებზე.

ევროპის 2019 წლის ჩემპიონატს 8-14 აპრილს ბუქარესტი უმასპინძლებს. თავისუფალ ჭიდაობაში მედლები 9 და 10 აპრილს გათამაშდება.

ესენი არიან:

57
კგ - ოთარ გოგავა
61 კგ - ბექა ლომთაძე (მსოფლიოს და ევროპის ვიცე-ჩემპიონი)
65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ოლიმპიური (2016), მსოფლიოს (2015) და ევროპის 3-გზის (2014, 2016 და 2017) ჩემპიონი
70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი (2017) და ევროპის 2-გზის პრიზიორი)
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე (მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი)
79 კგ - ნიკა კენჭაძე
86 კგ - სანდრო ამინაშვილი (ევროპის 2-გზის და მსოფლიოს პრიზიორი)
92 კგ - ირაკლი მწითური
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე (ევროპის 4-გზის და მსოფლიოს პრიზიორი)
125 კგ - გენო პეტრიაშვილი (მსოფლიოს 2-გზის (2017 და 2018) და ევროპის (2016) ჩემპიონი. ოლიმპიური თამაშების (2016) ბრინჯაოს პრიზიორი)
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა თქვენ იცით ბიჭებო წელს ბუქარესტში საქართველოს ჰიმნი უნდა აგუგუნდეს.
წარმატებები!!!!!!!!
17:23 30-03-2019
1

სიახლეები პოპულარული