27 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) უკრაინის წარმომადგენელი მურაზ მჭედლიძე 4:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მან მესამე ადგილისთვის ბრძოლამდე პოლონელ რადოსლავ ბარანს 3:2 მოუგო.
ოდიკაძემ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეოთხე მედალი მოუპოვა - ვერცხლის მედლებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ) და გივი მაჭარაშვილი (125 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს - ავთანდილ კენჭაძე (74 კგ).
28 ივნისს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირში საქართველოს ნაკრები ექვსი მოჭიდავით ჩაერთვება.
საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტურნირზე 24 მედალი (6 ოქრო, 7
ვერცხლი და 11 ბრინჯაო) მოიპოვა და საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზეა.