ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური ნახევარფინალში გავიდნენ.
გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) სირიის წარმომადგენელს, აფხაზ ხუტაბას 14:4 მოუგო და ნახევარფინალში უკრაინელ ხოციანივსკის დაეჭიდება. ნახევარფინალში გასვლით გენო პეტრიაშვილმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნაკრებს პირველი ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა.
ირაკლი მწითურმა (92) იაპონელი ტაკუმა ოტსუ 5:0 დაამარცხა და ნახევარფინალში მოქმედ ჩემპიონს, ამერიკელ დენ კოქსს შეხვდება.
ნახევარფინალები 14:45 საათზე დაიწყება, რომლის ხილვა "სილკ უნივერსალზე" შეგიძლიათ.
ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) მერვედფინალური შეხვედრა რუსეთის ნაკრების წევრ ბაევთან დათმო.
ავთო
კენჭაძემ (74 კგ) საფრანგეთის წარმომადგენელ ხაჯიევთან შეხვედრა 2:8 დათმო.
70 კგ
დავიდ ბაევი (რუსეთი) - მაგომედმურად გაჯიევი (პოლონეთი)
იონეს ემამიჩოგაეი (ირანი) - ნურკოზა კაიპანოვი (ყაზახეთი)
74 კგ
ფრანკ ჩამიზო (იტალია) - ზელმხან ხაჯიევი (საფრანგეთი)
ზაურბეკ სიდაკოვი (რუსეთი) - ჯორდან ბაროუზი (აშშ)
92 კგ
ირაკლი მწითური (საქართველო) - დენ კოქსი (აშშ)
ალიხან ზუბაიროვი (რუსეთი) - ალირეზა კარიმიმაჩიანი (ირანი)
125 კგ
გენო პეტრიაშვილი (საქართველო) - ოლექსანდრე ხოციანივსკი (უკრაინა)
ტაჰა აკგული (თურქეთი) - ჟივეი დენგი (ჩინეთი)