ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა

AutoSharing Option
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ გეგა გეგეშიძის გამო იგი მსოფლიოს ჩემპიონატზე სერბეთის ნაკრების სახელით ვერ გამოვიდა.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დღეს დასრულდა ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებებს, განსაკუთრებით კი, თითოეულ ჩემპიონსა და მედალოსანს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას. ბიჭებს, ვინც უკვე შეძლეს ოლიმპიური ლიცენზიის აღება, ვულოცავ, ხოლო დანარჩენებს ვუსურვებ მომავალში წარმატებას.

მოგეხსენებათ, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშების გამო განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მეც მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად პრობლემებისა, განსაკუთრებით ვემზადებოდი. მაისის თვიდან მზადებას
გავდიოდი სერბეთის ნაკრებთან ერთად და სერბული მხარისგან იყო სურვილი და სრული მზაობა, მათი ქვეყნის სახელით მეასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც წერილობითი თანხმობა მისცა სერბულ მხარეს ჩემი სერბეთის სახელით ასპარეზობაზე, თუმცა აღნიშნული მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარისგან მაინც მოხდა ხელის შეშლა, კერძოდ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, მოეცა ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

ჩემთვის სამწუხაროა, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პირადი ინტერესების გამო ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ სპორტულ კარიერას გავაგრძელებ და ჩემი მიზნების ასრულებისთვის ბრძოლის საშუალება კვლავ მომეცემა.

მადლობა ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ინტერესდებოდით ჩემი მომავლით." - წერია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
რას ქვია, უცხო ქვეყნის ნაკრების სახელით იასპარეზოს! არ უნდა მიცენ უფლება. მის აღზრდაზე და მაღალი დონის სპორტსმენად ჩამოყალიბებაზე უამრავი თანხა, ენერგია დაიხარჯა, შემდეგ, ყოველ წარმატებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით ათას ლარს პრემიის სახით ღებულობდა. ახლა, რაღაცაზე, თუ ვიღაცაზე გაბრაზებული, საზღვარგარეთ გაუშვან და ისევ ქართველებს დაუპირისპირდეს?! ინდივიდუალურად და კლუბების დონეზე სადაც უნდა იქ იჭიდაოს, მაგრამ ეროვნული ნაკრების დონეზე ან საქართველოს სახელით, ან არსად!
ლეკი
23 სექტემბერი 2019 13:00
74
100%-იან სიმართლეს ამბობ. დათუნაშვილს ზედ გადაყვნენ, კარგი მოჭიდავე რომ დამდგარიყო და ქვეყანა ესახელებინა. არაფერი დაუკლიათ, ყველაფერი გაუკეთეს. ამას კიდევ რაღაც არ მოეწონა. მერე რა, თუ ყველაფერი არ მოწონს. მოითმინე, რაღაც დათმე. პატივი პირველ რიგში ქვეყანას უნდა სცე.
ლეკი-ს
23 სექტემბერი 2019 14:19
46
საქართველოს მოჭიდავეებმა 4 ოქროს მედალი აიღეს ამ მსოფლიო ჩემპიონატში!!! გამარჯვებულებს არ ასამართლებენ...
tngh
23 სექტემბერი 2019 12:59
28
ამ ჩამოწერილმა ინტრიგანმა ხომ წაიღო ტვინი!გინდა სერბეთში წადი და გინდა რუსეთში!
dima
23 სექტემბერი 2019 12:38
57
უკვე სირცხვილია რა...არ გეცოდებათ? ცოდო მადლი არა გაქთ? ეგრე უყვეს ჩემ ბიძაშვილს ოღონდ ადრე და ძიუდოში.იძულებული გახადეს წასულიყო სხვაგან და იქ კი არ მისცეს უფლება ეჭიდავა,შეეშიდათ ალბათ რამე ტიტული არ მოეგო...აწვალეს სანამ თავი არ დაანება ძიუდოს...ასე ხდებოდა და ხდება...
Jordan Beli
23 სექტემბერი 2019 12:20
6
ე, ბიჯო, მართლა რა ავი ძაღლის პოზიციაა! არ გინდა, გაუშვი რა!
gagi
23 სექტემბერი 2019 12:11
7
გეგეშიზე,არ დაიხრჩო შენს ღვარძლში და ბოღმაში.შენ არც ქართველი, არც ქრისტიანი და არც ვაშკაცი არ ხარ.
chabuka
23 სექტემბერი 2019 11:56
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული