რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბექა ლომთაძემ (61 კგ) ვერცხლის, ხოლო ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლომთაძემ ერთმანეთის მიყოლებით რუმინელ ნიკოლა ოხლოპკოვს (10:0), მოლდოველ ლეონიდ კოლესნიკს (10:0) და აზერბაიჯანელ ინტიგამ ვალიზადას (2:1) სძლია, ფინალი კი რუს ალეკსანდრ ბოგომოევთან წააგო (2:3). ეს ევროპირველობაზე მისი მეოთხე ვერცხლის მედალია.
კენჭაძემ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ბულგარელი მიროსლავ კიროვი დაამარცხა (8:0).
გუშინ ბრინჯაოს მედალი ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მოიპოვა, გენო პეტრიაშვილი (125 კგ) კი ფინალში პოლონელ რობერტ ბარანს ეჭიდავება.