კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირის ფინალში ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) გავიდა და ავტომატურად ლიცენზია მოიპოვა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა კენჭაძემ უკრაინელი პავლოვი (14:4), სომეხი ალიხანიანი (10:2), ბერძენი კოუგიომციდისი (14:9) და ბულგარეთის წარმომადგენელი ალი უმარპაშაევი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ბრძოლაში თავიდან ქართველი ფალავანი 0:6 მარცხდებოდა, მაგრამ ჯერ ანგარიში 4:6 გახადა, შემდეგ კი მოწინააღმდეგე შებოჭა და წმინდა გამარჯვება იზეიმა.

19 მარტს, ფინალში, ავთანდილი აზერბაიჯანელ ხაჯიმურად გაჯიევს ეჭიდავება.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალური შეხვედრები დათმეს ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ლადო ხინჩეგაშვილმა (65 კგ) და სანდრო ამინაშვილმა (86 კგ).

შეგახსენებთ, ოლიმპიადის საგზურები გასულ წელს ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნიკა წარმატებები! მალე მოგველოცოს ოლიმპიური ჩემპიონობა! რაც შეეხება გუშინდელ ქართველ მოჭიდავეების გამოსვლას არ იყო წარმატბული(( ლადოსგან მეტს ველოდი. ამინაშვილს საერთაშორისო ტურნირებზე შანსი არ ააქვს ჯობია მარსაგიშვილმა იჭიდაოს! ბუჯიაშვილი კაი ახალგაზრდაა მაგრამ მემგონი ცოტა ადრეა. ამ წონაში აუცილებლათ უნდა გამოვიდეს მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ლომთაძე! წარმატებები ქართველ მებრძოლებს!
გუჯი
11:44 19-03-2021
1
დაკუჭა-დაჭეჭყა..))
Lasha
09:50 19-03-2021
0

სიახლეები პოპულარული