გენო პეტრიაშვილი დასანანად დამარცხდა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 6 აგვისტოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში დამარცხდა.

პირველ ეტაპზე ქართველმა ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები დიდი უპირატესობით - 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 5:2 იმარჯვა.

ნახევარფინალურ სტადიაზე ქართველმა ფალავანმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შესვენებაზე გენო 0:3-ით მარცხდებოდა, თუმცა მონდომებითა და გამოცდილებით მეტოქე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

პეტრიაშვილი ფინალში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აღმოჩენასთან, ამერიკელ გებლ დენ სტივსონთან ძალიან დრამატულად, 8:10დამარცხდა, რომელმაც მანამდე მოქმედ
ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აჰგულს სძლია.

საქართველომ ტოკიო 2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა -

ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა, მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავები გენო პეტრიაშვილი (125) და იაკობ ქაჯაია (130) არიან. ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

 









მკითხველის კომენტარები / 56 /
ვულოცავ გენოს ფინალში გასვლას! რაც შეეხება ამერიკელს, ქულა არ გაუშვია ჯერ. ძალიან სწრაფი და ძლიერია, სწრაფად შედის ილეთზე, თუმცა გენოს გრძელი კიდურების და გამოცდილების იმედი მაქვს
გულშემატკივარი
05 აგვისტო 2021 17:24
1
ოქრო და კაი ცხოვრება სადაა!
ლევანი
06 აგვისტო 2021 16:20
4
გენოს დამარცხება,მხოლოდ პეტრიაშვილს შეუძლია...როგორც ნახევარფინალის პირველ ნაწილში იყო...გავთავდი კიღამ. გონი და მარჯი.
გივი-გია
05 აგვისტო 2021 18:10
0
Msajobas imedia eshveleba rame rodesme.
Milani
05 აგვისტო 2021 17:47
0
ღმერთო გვიშველე! მგონი მოგვანატროს ამ ამერიკელმა ფინალში ტახა აკგული.
ჟორა გაბრიჭიძე
05 აგვისტო 2021 16:18
10
ნუ წრიპინებ!!!
ინკვიზიტორი
06 აგვისტო 2021 12:35
0
Akgulis ar vici da chempioni amerikeli gaxdeba, es ukve gadawyvetili ambavia totalizatorebshi.
.......
05 აგვისტო 2021 12:00
35
იმედია ახლა მაინც დაუთმობს გზას პატარიძეს, თუმცა ამ ბოლოს აღარ ჩანს ნუთუ ისიც რეგრესის გზაზეა.
hhh
06 აგვისტო 2021 16:33
10
დაუთმოს რა, ქველმოქმედებაა? ტურნირებზე დაამტკიცოს თუ უკეთესია.
Gio
06 აგვისტო 2021 17:52
0
ზვიად პატარიძე ბერძნულ-რომაულში გამოდის
გიორგი
06 აგვისტო 2021 17:52
0
ეხლა ეგ უქულო ხუობები ბავშვებს უნდა მოახვიოთ თავზე. მასეთი ქულები ბევრი აიღო ფეხში შესვლით , მაგრამ არ დაუწერეს.
sddd
06 აგვისტო 2021 16:15
4

სიახლეები პოპულარული