გენო პეტრიაშვილი: ვიბრძოლებ, რომ გამოვასწორო!

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა:

Sportall.Ge

"გამარჯობა ყველას. მე მინდა მადლობა გითხრათ ჩემო მეგობრებო, ვინც გვიგულშემატკივრეთ და იდექით ჩვენს გვერდით... ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ მადლობა. ასევე მინდა მივულოცო ყველა სპორტსმენს ღირსეული გამარჯვება. ოლიმპიური თამაშები უმაღლესი მწვერვალია ყველა სპორტსმენისთვის, ამიტომ გული მწყდება რომ ვერ მივაღწიეთ უმაღლეს საფეხურს, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება. მე დავუშვი შეცდომა ხალიჩაზე, რასაც ვაღიარებ და ვიბრძოლებ, რომ გამოვასწორო. მადლობა ყველას, მალე შევხვდებით”.

შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენი
ოლიმპიადის ფინალში 21 წლის ამერიკელ გებლ დენ სტივსონთან დრამატულად, უკანასკნელ წამზე დამარცხდა (8:10).

altგენო პეტრიაშვილი დასანანად დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
გენო, დამაჯერებელი რევანში მსოფლიოზე, მორჩა, გაიხარე....
გიორგი48
15:13 14-08-2021
0
გენო, ჩვენ შენი იმედი ყოველთვის გვაქვს და გვექნება, ამიტომ ველით შენგან ყოველთვის ოქროს თუ არა, სხვებისგან ბრინჯაოზედაც თანახმა ვართ. სამწუხაროდ, შენ დაემსგავსე ტრეკის სპრინტერს, რომლისთვისაც დამწევის როლში ყოფნაა მომგებიანია, ანუ იცი წინ წასულს, როგორ დაეწიო და გაუსწროს,მაგრამ არ იცის წინ წასულმა, როგორ შეინარჩუნო უპირატესობა, ამაზე კი ყველა ვარჯიშზე უნდა გავარჯიშებდეს მწვრთნელი (პირადად 17 წელი ვიყავი ბავშვების მწვრთნელი). აუცილებელია ისწავლო ჭიდაობის თეორია, ანუ რა სიტუაციაში როგორ მოიქცე ხალიჩაზე და არ უნდა გჭირდებოდეს მწვრთნელის კარნახი, შენ ბოლოს და ბოლოს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ხარ. ერთიც, აქედანვე იცოდე, პარიზში მძიმეში რუსებმა შეიძლება საიდულაევი დააყენონ თუ რა თქმა უნდა მაგი წონაში ძლიერი ვინმე მოინახა.
ჟორა გაბრიჭიძე
17:39 13-08-2021
0

myquiz

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული