სერბეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილი ამერიკელ მეისონ პარისს დაუპირისპირდა და 8:6 დაამარცხა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მთელი ჭიდაობის განმავლობაში გენო უტევდა, თუმცა, თავის მხრივ, მეისონი კონტრ ილეთებზე მშვენივრად ირჯებოდა.
საბოლოოდ, პეტრიაშვილმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა, ფინალში კი ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარეს შეხვდება.
ვიდეო: სილქ სპორტი
ვიდეო: სილქ სპორტი