ბელგრადში მსოფლიოს ჩემპიონატზე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მაჭარაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში თურქი იბრაჰიმ ჩიფჩი დაამარცხა და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოპოვა.
21 სექტემბრიდან, ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.