პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში გავიდა.

პეტრიაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა.

იქამდე მან უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (11:0) და პოლონელ რობერტ ბარანს (9:2) სძლია.

ხვალ, ფინალში პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება, რომელმაც თურქ ტაჰა აკგულს 2:1 მოუგო. ფინალური ბლოკი 21:15 საათიდან დაიწყება.

პეტრიაშვილი ზედიზედ მეორედ გავიდა ოლიმპიადის ფინალში - ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ოლიმპიადებზე კი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული.

altპეტრიაშვილი ოლიმპიადის 1/2-ფინალშია! მეტოქე ქართველი

იქნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 45 /
ტოკიოში გენომ რომ წააგო, ჩამყვა ძილში და რამდენიმე ღამე წესიერად არ მეძინა. წუხელაც სულ მეღვიძებოდა, მაგრამ ამჯერად დიდი სიხარულით. გაიხარე გენო, ასე რომ გაგვახარე ქართველები! ურთულესი რამე ჰქენი, წინა ოლიმპიადაზე დრამატული წაგების შემდეგ დაბრუნება და ოქროს მოგება ნამდვილი გმირობაა!
ნიკო
10:43 11-08-2024
0
1 არხზე იქნება თუ განათლებაზე?
Tamar togonidze
20:59 10-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული