5:0. მაჭარაშვილმა მაგომედოვს მოუგო და ოლიმპიადის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში 27 წლის გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ნახევარფინალში პრინციპული მეტოქე, აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი უშანსოდ, 5:0 დაამარცხა.

მერვედფინალში მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს (12:2), მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს (11:0) სძლია.

ხვალ, ფინალში მაჭარაშვილი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდება, რომელმაც ამერიკელ კაილ სნაიდერს 6:4 მოუგო.

გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) პირველივე შეხვედრაში სომეხ ვაზგენ ტევანიანთან (0:11) მარცხი განიცადა და მედლის გარეშე დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თუ ყველაფერი კარგად წავიდა,ოც საუკეთესო ქვეყანაში შევალთ და ეს იქნება დიდი წარმატება. გივის წარმატებები ხვალინდელ დაპირსპირებაში,გენოს და ლაშას დღეს ვუსურვოთ წარმატება.გილოცავთ ყველას
იასონას უდარი
21:06 10-08-2024
0
გილოცავთ ქართველებო გივის ფინალში გასვლას! ჯიგარი ხარ გივი! ბარემ ეგ ფინალური ორთაბრძოლაც მოიგე და კაი 20-იანი და ჭედილა ჩემზე იყოს!
ქართველი
21:02 10-08-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული