პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში 27 წლის გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ნახევარფინალში პრინციპული მეტოქე, აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი უშანსოდ, 5:0 დაამარცხა.
მერვედფინალში მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს (12:2), მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს (11:0) სძლია.
ხვალ, ფინალში მაჭარაშვილი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდება, რომელმაც ამერიკელ კაილ სნაიდერს 6:4 მოუგო.
გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) პირველივე შეხვედრაში სომეხ ვაზგენ ტევანიანთან (0:11) მარცხი განიცადა და მედლის გარეშე დარჩა.