არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.

ფინალში პეტრიაშვილმა ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დრამატულ ბრძოლაში 10:9 მოუგო.

პირველ პერიოდში ანგარიში პეტრიაშვილის სასარგებლოდ 12:11 იყო, სუფთა გამარჯვება იზეიმა, მაგრამ მეტოქემ ჩელენჯი მოითხოვა, ქართველს 2 ქულა ჩამოაკლეს, 10:1 დაფიქსირდა და ჭიდაობა გაგრძელდა. ირანელმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლო, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება და ოქროს მედალი გენოს დარჩა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე პეტრიაშვილმა უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (11:0), პოლონელ რობერტ ბარანს (9:2) და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს (7:0) სძლია.

პეტრიაშვილი
მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ოლიმპიადებზე კი აქამდე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.

ბრინჯაოს პრიზიორები მეშვილდიშვილი და თურქი ტაჰა აკგული გახდნენ.

altპეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 51 /
ადრე დავწერე და ვიღაც მზემ უზრდელურად დამიკომენტარა, ხოლო ახლა გავიმეორებ რომ ამ ჩათლახმა ზემდგომებმა რამდენჯერ უნდა გაგვაფუჭონ ამ ოლიმპიადაზე, რაც შემთხვევითი არ მგონია, აგერ გენო ფსიქოლოგიურად გატეხეს რაც კინაღამ წაგებად დაუჯდა, მერე ლაშას გადაუმოწმეს აწევა, რაც ვერავინ გაიგო რატომ, ილიამ თვითონ მოყვა ერთ-ერთ გადაცემაში რაც მოხდა და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ზე სახელმწიფოს(იაპონია, საფრანგეთი, ა.შ.შ.) ძიუდოისტს ვერ გაუბედავდნენ, იმას რაც ილოს გაუკეთეს, არ ვიცი, მაგრამ ამდენი მაიმუნობა შემთხვევითიც არ მგონია,
ზაკო
00:07 11-08-2024
6
ვულოცავ გენოს და სრულიად საქართველოს ოლიმპიურ ოქროს. აქვე ბოდიშს ვუხდი გენოს, რადგან მისი ასეთი გარდასახვის არ მჯეროდა. მე უკვე გავიგე და თქვენც გაიგეთ რომ როცა ქართველი მოინდომებს, ვერანაირი ეშმაკი წინ ვერ დაუდგება.
ჟორა გაბრიჭიძე
23:06 10-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული