არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.

ფინალში პეტრიაშვილმა ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დრამატულ ბრძოლაში 10:9 მოუგო.

პირველ პერიოდში ანგარიში პეტრიაშვილის სასარგებლოდ 12:11 იყო, სუფთა გამარჯვება იზეიმა, მაგრამ მეტოქემ ჩელენჯი მოითხოვა, ქართველს 2 ქულა ჩამოაკლეს, 10:1 დაფიქსირდა და ჭიდაობა გაგრძელდა. ირანელმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლო, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება და ოქროს მედალი გენოს დარჩა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე პეტრიაშვილმა უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (11:0), პოლონელ რობერტ ბარანს (9:2) და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს (7:0) სძლია.

პეტრიაშვილი
მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ოლიმპიადებზე კი აქამდე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.

ბრინჯაოს პრიზიორები მეშვილდიშვილი და თურქი ტაჰა აკგული გახდნენ.

altპეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 39 /
ვულოცავ გენოს და სრულიად საქართველოს ოლიმპიურ ოქროს. აქვე ბოდიშს ვუხდი გენოს, რადგან მისი ასეთი გარდასახვის არ მჯეროდა. მე უკვე გავიგე და თქვენც გაიგეთ რომ როცა ქართველი მოინდომებს, ვერანაირი ეშმაკი წინ ვერ დაუდგება.
ჟორა გაბრიჭიძე
23:06 10-08-2024
0
გილოცავ, გენო და გილოცავთ ყველას! ვაჰ, ერთი ფინალი ორჯერ მოიგო ფაქტიურად, კაცოოო! გილოცავთ!!!
მასტერს
23:05 10-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული