გივი მაჭარაშვილმა ოლიმპიადის ფინალში მარცხი განიცადა და ვერცხლის მედალს დაეუფლა

AutoSharing Option
პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში 27 წლის გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდა და დამარცხდა. 

მეტოქემ ჩვენებური შებოჭვაზე დაიჭირა და წუთში ოდნავ მეტში იმარჯვა.

მერვედფინალში მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს (12:2),

მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს (11:0), ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს (5:0) სძლია.

ამით ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულეს, სადაც ჯამში 7 მედალი, 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
აი ეს დაგუგლეთ: olympic medal tally
ნახეთ, ვის ვაჯობეთ:
ბელგია, დანია, ავსტრია, ისრაელი, პოლონეთი, შვეიცარია, საბერძნეთი, არგენტინა, თურკეთი...
რეალობა
19:07 11-08-2024
0
საქართველოს ოლიმპიელები ღირსეულად გამოვიდნენ პარიზის ოლიმპიადაზე. რომ არა გამოუცდელობა და უიღბლობა, კიდევ მეტი მედალი გვექნებოდა. მადლობა ბიჭება!!! ღირსები არიან დაწესებული ჯილდოების!!!
tngh
18:24 11-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული