ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ირანულ მედიაში გენო პეტრიაშვილის გაკეთებული ჟესტი ამირ ჰოსეინ ზარეს წინააღმდეგ დიდი განხილვის თემაა. მოგეხსენებათ, გუშინ ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ოლიმპიადის ფინალში 10:9 იმარჯვა და ოქროც ირგუნა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ კი გენომ მეტოქეს "გვირგვინის" ჟესტი უჩვენა. ერთ-ერთმა ირანულმა გამოცემამ ამას მახინჯი საქციელი უწოდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2023 წელს ზარემ გენო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა და ქართველს გვირგვინის ჟესტი უჩვენა, რომელსაც ვიდეოში თავად ნახავთ.

პეტრიაშვილს სოციალურ ქსელ Instagram-ზე კი ირანელი ადამიანების ნამდვილი შემოსევა აქვს. ქართველს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ და უწერენ, რომ
ნამდვილი სპორტსმენი ასე არ იქცევა, ჩემპიონი მათთვის კი ზარე გახდა.

altრას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?

მკითხველის კომენტარები / 29 /
ვერ დავიჯერებ ვერაფრით, როგორ კაცო, ჩვენი , მეზობელი ირანელებისგანაა შემოტევა, არა არა ვერ ვიჯერებ.
შემდეგისთვის უფრო მეტ ირანელს მივცეთ საქართველოს მოქალაქეობა, ფართოდ გავუღოთ პლეხანოვის და საქართველოს კარები, ჩვენი მეზობლებია!
მალხაზ ჯობავა
16:25 11-08-2024
2
საინტერესო ისაა,ინსტაგრამი არის ირანში?თუ ემიგრანტი ირანელები აქტიურობენ?
Master
15:36 11-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული