ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ირანულ მედიაში გენო პეტრიაშვილის გაკეთებული ჟესტი ამირ ჰოსეინ ზარეს წინააღმდეგ დიდი განხილვის თემაა. მოგეხსენებათ, გუშინ ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ოლიმპიადის ფინალში 10:9 იმარჯვა და ოქროც ირგუნა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ კი გენომ მეტოქეს "გვირგვინის" ჟესტი უჩვენა. ერთ-ერთმა ირანულმა გამოცემამ ამას მახინჯი საქციელი უწოდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2023 წელს ზარემ გენო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა და ქართველს გვირგვინის ჟესტი უჩვენა, რომელსაც ვიდეოში თავად ნახავთ.

პეტრიაშვილს სოციალურ ქსელ Instagram-ზე კი ირანელი ადამიანების ნამდვილი შემოსევა აქვს. ქართველს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ და უწერენ, რომ
ნამდვილი სპორტსმენი ასე არ იქცევა, ჩემპიონი მათთვის კი ზარე გახდა.

altრას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?

მკითხველის კომენტარები / 37 /
უფრო მეტის ღირსები არიან და მიიღებენ კიდეც.
Martinez
20:56 11-08-2024
0
მეც არ მომეწონა ერთი შეხედვით გენოს ჟესტი მაგრამ წარსულში მათი დააპირისპირების ვიდეოს ნახვის შემდეგ ყველაფერს ნათელი მოეფინა და ირანელმა ზუსტად ის პასუხი მიიღო რასაც იმსახურებდა.
sani
20:55 11-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული