ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ირანულ მედიაში გენო პეტრიაშვილის გაკეთებული ჟესტი ამირ ჰოსეინ ზარეს წინააღმდეგ დიდი განხილვის თემაა. მოგეხსენებათ, გუშინ ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ოლიმპიადის ფინალში 10:9 იმარჯვა და ოქროც ირგუნა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ კი გენომ მეტოქეს "გვირგვინის" ჟესტი უჩვენა. ერთ-ერთმა ირანულმა გამოცემამ ამას მახინჯი საქციელი უწოდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2023 წელს ზარემ გენო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა და ქართველს გვირგვინის ჟესტი უჩვენა, რომელსაც ვიდეოში თავად ნახავთ.

პეტრიაშვილს სოციალურ ქსელ Instagram-ზე კი ირანელი ადამიანების ნამდვილი შემოსევა აქვს. ქართველს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ და უწერენ, რომ
ნამდვილი სპორტსმენი ასე არ იქცევა, ჩემპიონი მათთვის კი ზარე გახდა.

altრას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?

მკითხველის კომენტარები / 41 /
მთელი ირანი გენოს აგინებს, არაუშავს ბოღმისგან გასკდნენ და მაგის ბრალია. 12-1 იყო რეალურად მაგ ბრძოლის ანგარიში თუმცა მსაჯმა მისცა ირანელს შანსი. 2 წუთში უმთავრებდა გენო ყველაფერს. სამართალმა იზეიმა ახლა რაც უნდათ ის წერონ
ქართველი
13:03 11-08-2024
3
სად ჩანს ვიდეოში რომ გენოს აჩვენა? სირცხვილია ასეთი ტყუილი. მაყურებელს აჩვენა, ხოლო გენოსთან მივიდა და ვაჟკაცურად გადაკოცნა. ოდნავაც არ დაუმცირებია გენო. გენოს კი ნამეტანი მოუვიდა, მერე მიხვდა და დაუწყო მოფერება დაჯილდოების ცერემონიალზე. უნდა ვისწავლოთ იაპონელებივით ემოციების მართვა და ზომიერება. მით უმეტეს როდესაც ბევრისთვის სამაგალითო სპორტსმენი ხარ.
ვიყოთ ობიექტურები, ასე აჯობებს ყოველთვის
12:35 11-08-2024
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული