დღეს, 2 აპრილს, გამთენიისას 7-კაცა "ბორჯღალოსნები" ჰონგ-კონგში გაემგზავრნენ, სადაც მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იაპონიის, უგანდისა და ჩილეს ნაკრებები არიან. პირველ ორს 6 აპრილს ვეთამაშებით, მესამეს - 7-ში და ამავე დღეს გავმართავთ მეოთხედფინალურ მატჩს, ხოლო 8 აპრილს ფინალური მატჩები შედგება.

სხვა ჯგუფებში ირლანდიის, ურუგვაის, იამაიკის და კუკის კუნძულების, ასევე, გერმანიის, ჰონგ-კონგის, პაპუა ახალი გვინეის და ზიმბაბვეს ნაკრებები თამაშობენ.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა ფიქრობს, რომ დღეში ორ-ორი თამაშის ჩატარება ჩვენთვის შედარებით მარტივი იქნება:

"დღეში ორი მატჩი საქმეს გაგვიმარტივებს, რადგან აღდგენას მოვასწრებთ და ყველა შეხვედრაში მაქსიმალურად დავიხარჯებით. იაპონია შარშან მსოფლიო სერიას თამაშობდა, 3-4 კუნძულელი ჰყავს და კარგი გუნდია. უგანდა კენიის სტილის ნაკრებია, სწრაფი და გამძლე მორაგბეები ჰყავს. ჩილეს ნაკრები არგენტინის შემდეგ მეორეა სამხრეთ ამერიკაში და ორგანიზებული დაცვით გამოირჩევა".

"ბორჯღალოსნებით" გაძლიერებული

ზაზა ლეჟავამ ჰონგ-კონგში რამდნიმე ისეთი მორაგბე წაიყვანა, რომელთაც "ბორჯღალოსნებში" თამაშის გამოცდილება აქვთ, თუმცა 7-კაცაში ჯერ არ უთამაშიათ.

"ჰონგ-კონგში რამდენიმე ისეთი ბიჭი მიგვყავს, რომელთაც 7-კაცა ჯერ არ უთამაშიათ. გიორგი კვესელაძე ჩვენთან პირველადაა. მან ზაფხულში საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატზე სეუ-ში ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საუკეთესო ფორმაშია ანზორ სიჭინავა და ის ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს. მას 7-კაცა ადრე აქვს ნათამაშები, თუმცა ჩვენთან პირველადაა. ლუკა იურინი სამხრეთ აფრიკაში გვყავდა და ძალიან მომეწონა. 7-კაცას პირველად ითამაშებს ილია სპანდერაშვილი, რომელიც ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და გამძლე მოთამაშეა. ის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია.

გამოცდილები არიან ნიკო აფციაური, ლევან გოგოლაშვილი და ზურაბ ძნელაძე. ჩვენთან დუბაიში იყვნენ გიორგი მჭედლიშვილი და ირაკლი სვანიძე, ასევე, გიორგი გოგოლაშვილი. 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რამდენიმე ტურნირი ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვე იყო აკაკი ტაბუცაძე. გუნდს საბა შუბითიძე უკაპიტნებს, რომელსაც 7-კაცა ადრეც უთამაშია და ჭკვიანი ბიჭია".

ლეჟავას ჰონგ-კონგში კიდევ რამდენიმე "ბორჯღალოსნის" წაყვანა სურდა, მაგრამ სოსო მათიაშვილისა და გიორგი ფრუიძის "კრასნი იარს" კონტინენტის ფარის ნახევარფინალი ჰქონდა სათამაშო, ხოლო თაზო მჭედლიძის "აჟენი" ტოპ 14-ში დარჩენისთვის იბრძვის და 7-კაცას ევროპის გრან-პრიზე, მოსკოვის ეტაპისთვის მაისში დაემატება.

ჰონგ-კონგში ითამაშებენ:

1. ირაკლი სვანიძე (ჯიქი),

2. საბა შუბითიძე (აკადემია),

3. გიორგი კვესელაძე (არმაზი),

4. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი),

5. გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფრანგეთი),

6. ლუკა იურინი (ლიონი, საფრანგეთი),

7. გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი),

8. ზურაბ ძნელაძე (აია),

9. ნიკო აფციაური (არმია),

10. ილია სპანდერაშვილი (არმაზი),

11. ანზორ სიჭინავა (აკადემია),

12. ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, პალიკო ჯიმშელაძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ორი კლუბი ევროთასებზე - ინტერვიუ რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძესთან
მილტონ ჰეიგი: მათი მეშვეობით საქართველოს ნაკრები გაძლიერდება
7-კაცა | მადაგასკართან და გერმანიასთან მეორე ეტაპზე
როგორ ზრდის მოზარდებს საქართველოს რაგბის კავშირის აკადემია
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა
საქართველოს 7-კაცა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში შეკრებაზე გაემგზავრა
7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად
7-კაცა | ბრძოლა გრძელდება - მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან
გვაქვს ამბიცია, ოლიმპიადის საგზური მოვიპოვოთ - საქართველოს 7-კაცა დუბაის ტურნირზე გაემგზავრა
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის