საქართველოს 7-კაცა ნაკრები 2019 წლის სეზონისთვის მზადებას შეუდგა.

გუნდმა ორი კვირის განმავლობაში "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ივარჯიშა, დღეს გამთენიისას კი დუბაიში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა.

მომავალ წელს 7-კაცა ნაკრებები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის იბრძოლებენ და ჩვენს გუნდში გარკვეული ცვლილებები მოხდა. მოთამაშეთა ჯგუფს, რომლებიც მხოლოდ კლუბების გარდა, 7-კაცა ნაკრებზე იქნებიან ორიენტირებულნი, დაენიშნებათ სტიპენდიები და ისინი ოფიციალურის გარდა, რამდენიმე მოსამზადებელ ტურნირში ითამაშებენ.

მთავარი მწვრთნელის, ზაზა ლეჟავას კონსულტანტად ფრანგი სპეციალისტი, ფიზმომზადების მწვრთნელი ტიერი რუდილი დაინიშნა, რომელიც ადრე ეროვნულ და 7-კაცა ნაკრებებში კლოდ სორელს ეხმარებოდა, მერე კი ლეჟავასთან ერთად საქართველოსა და უკრაინის 7-კაცა ნაკრებებში მუშაობდა.

მათ შეადგინეს ერთობლივი გეგმა, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა და საქართველოს განვითარებადი 7-კაცა გუნდი (GEORGIA DEVELOPING 7S) 30 ნოემბერსა და 1-ელ დეკემბერს დუბაის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს.

30 ნოემბერს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება და 14:20 საათზე სამხრეთაფრიკულ გუნდს, OLD GEORGIANS RFC-ს შევხვდებით; 17 საათზე 7-კაცას კრებულ გუნდ SPERANZA 22-ს ვეთამაშებით, ხოლო 19 საათზე FRENCH MILITARY SEVENS-ს, რომელიც ფაქტობრივად, საფრანგეთის მეორე ნაკრებია. ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, 1-ელ დეკემბერს მეტოქეთა ვინაობა გაირკვევა.

დუბაიში ლეჟავას 13 მოთამაშე მიჰყავს: ნიკო აფციაური, სანდრო მამამთავრიშვილი, თენგიზ პერანიძე (სამივე ლელო), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), რეზი ხარაზიშვილი, რამაზ ხარაზიშვილი, ალექსი ტუჩაშვილი (სამივე იუნკერები), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), დავით მესხი (არმია), გიორგი აბრამიძე (აია), გიორგი მიქანაძე (არმაზი), ლუკა იურინი (ლიონი).

"ბორჯღალოსნები" დაემატებიან

2019 წელს ჩვენი 7-კაცა ზიმბაბვეში გაემგზავრება, სადაც რამდენიმედღიან შეკრებას გაივლის და 22-23 მარტს საკმაოდ ძლიერ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ეს ტურნირი მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპის წინ იმართება და იქ ყოველთვის ძლიერი შემადგენლობა იყრის თავს.

25-26 მაისს სანქტ-პეტერბურგში ევროპის საკლუბო ჩემპიონატია დაგეგმილი, სადაც ჩვენი განვითარებადი გუნდი შეცვლილი სახელით ითამაშებს, ივნისის დასაწყისში კი ტურში (საფრანგეთი) ან რომში გაემგზავრება.

რადგან წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირია დაგეგმილი, ევროპის გრან პრი სამ ტურად იმართება: 22-23 ივნისს მოსკოვის, 29-30 ივნისი პარიზის და 13-14 ივლისს ლოძის ეტაპები. სამი ეტაპის ჯამში მოწინავე 8 გუნდი გამოვლინდება, რომელსაც მეორე დივიზიონიდან ორი მოწინავე და მესამე დივიზიონიდან გამარჯვებული გუნდი დაემატება, ასევე, მასპინძელი ქვეყანა და ისინი ევროპის დივიზიონის ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირს ითამაშებენ (30 აგვისტო - 1-ლი სექტემბერი). გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს მიიღებს, ხოლო მეორე-მესამეადგილოსნები რეპეშაჟში გადაერთვებიან.

ზაზა ლეჟავა კალენდრით კმაყოფილია და ამბობს, რომ პროგრამა-მინიმუმი რეპეშაჟის საგზურის მოპოვებაა:

"კალენდრით კმაყოფილი ვარ, რადგან ევროპის გრან პრის დასკვნითი ტურნირისთვის და ოლიმპიადის შესარჩევისთვის 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბეები თავისუფლები იქნებიან. ამავდროულად, აგვისტოს ბოლოსთვის ეროვნულ ნაკრებს გავლილი ექნება ფიზმომზადება. უკვე ცნობილი იქნება იმ მორაგბეების ვინაობა, რომლებიც იაპონიაში მიემგზავრებიან და გაფართოებული, 45-კაციანი სიიდან მოთამაშეების დამატების შესაძლებლობა გვექნება. ეს მაძლევს იმედს, რომ ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირისთვის საკმაოდ ძლიერი გუნდი გვეყოლება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ორი კლუბი ევროთასებზე - ინტერვიუ რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძესთან
მილტონ ჰეიგი: მათი მეშვეობით საქართველოს ნაკრები გაძლიერდება
7-კაცა | მადაგასკართან და გერმანიასთან მეორე ეტაპზე
როგორ ზრდის მოზარდებს საქართველოს რაგბის კავშირის აკადემია
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
საქართველოს 7-კაცა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში შეკრებაზე გაემგზავრა
7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად
7-კაცა | ბრძოლა გრძელდება - მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან
გვაქვს ამბიცია, ოლიმპიადის საგზური მოვიპოვოთ - საქართველოს 7-კაცა დუბაის ტურნირზე გაემგზავრა
საქართველოს 7-კაცა ნაკრები "ბორჯღალოსნებმა" გააძლიერეს
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის