წლის ტრადიციულ დაჯილდოებაზე მსოფლიო რაგბიმ სამსაჯო კარიერისთვის პრიზი ამჯერად დევიდ მაკქიუს გადასცა, რომელიც 5 წელია კადრებს საქართველოსთვის ამზადებს. ამ პერიოდში მან არაერთი კვალიფიციური ქართველი მსაჯი აღზარდა, რომლებიც მსოფლიო თასის, 6 ერისა თუ სხვა მსხვილ ტურნირებზე საქართველოს წარმოადგენენ.

“რომ არა ის დიდი დაფასება და მხარდაჭერა, რაც საქართველოს რაგბის კავშირმა, სრულიად ქართულმა რაგბიმ აღმომიჩინა, ცხადია, ამ უმაღლეს ჯილდოს მე ვერ მივიღებდი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას; ძალიან მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული რაგბი, მიყვარს ჩემი სამუშაო საქართველოში, – ამბობს დევიდ მაკქიუ. - 2018-ში, როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში, სულ 2 მსაჯი დამხვდა – ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე, და, ერთად იმდენი შევძელით, რომ უკვე მომდევნო წელს ორივემ ასაკობრივ კატეგორიებში 6 ერისა და ჩელენჯ თასის ტურნირებზე იმსაჯა. დღეს გვყავს დამატებით საბა აბულაშვილი, სულხან ჩიხლაძე, გელა ლემონჯავა, ნინო ელოშვილი, მარიამ გოგუაძე, პაპუნა ჭიქაბერიძე და ა.შ. რომლებიც თავიანთ პირველ მატჩებს უკვე ატარებენ ევროპის ჩემპიონატის, იპისიარის და სხვა ტურნირებზე. მეტსაც გეტყვით, თავის მასშტაბთან შეფარდებით, საქართველო დღეს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს აწვდის მსოფლიოს; შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო რაგბის განვითარებაშიც, რადგან მაღალკვალიფიციური მსაჯობის გარეშე მაღალი დონის თამაში წარმოუდგენელია”.

დევიდ მაკქიუს თქმით, საქართველოს რაგბის კავშირი საუკეთესო პირობებს ქმნის სამსაჯო სფეროს განვითარებისთვის, ყოველ კვირაში განვლილი მატჩების ერთობლივი ანალიზი ტარდება – მსაჯების, მწრთნელების და მოთამაშეების მონაწილეობით; იხვეწება თამაშის წესები, რის შედეგადაც სათამაშო დრო საშუალოდ 3 წუთით, თითქმის 10%-ით გაიზარდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შიდა ჩემპიონატების ყველა თამაში ტელევიზიით გადაიცემა, რაგბი ფართოდ შუქდება სოციალურ პლატფორმებზე – ეს ყველაფერი ამ სპორტის განვითარებას ეხმარება. “ჩემს სამშობლოში, ირლანდიაში, მაგალითად, ეროვნული ჩემპიონატის სატელევიზიო გაშუქება საერთოდ არ გვაქვს. შიდა ჩემპიონატის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია, ამით ნაკრებიც იღებს ბიძგს და "შავი ლომიც" და მაღალკვალიფიციურ მსაჯთა ზრდაც ამის ნაწილია. ახლა 22 წლის მსაჯს ვზრდით, რომელსაც ძალიან კარგი მონაცემები აქვს და დიდ იმედებს იძლევა.

ნიკა ამაშუკელი ქართული რაგბის ნამდვილი ვარსკვლავია, მსოფლიო ჩემპიონატზეც გამორჩეულად წარდგა, სადაც 3 მატჩი ჰქონდა და მსოფლიო რაგბისგან ძალიან კარგი შეფასება მიიღო. დიდ იმედს იძლევიან გოგონებიც, იზრდება მსაჯობისადმი ინტერესი ქალთა შორის, რაც აუცილებლად დადებითად აისახება საქართველოში ქალთა რაგბის განვითარებაზე და არამხოლოდ 7-ქალას ფორმატში”, – დასძენს დევიდ მაკქიუ.

საქართველოში ის ნოემბერში ჩამოდის და ამბობს, რომ საახალწლოდაც აუცილებლად თბილისში იქნება.

Rugby.ge

სოსო
ამ კაცმა არა მხოლოდ ეს ჯილდო,არამედ ჩვენი მადლობაც ალალად დაიმსახურა!კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ და მისი წარმატება,ჩვენი წარმატებაც იქნება,რადგან უშუალოდ ჩვენ გვეხმარება. ხარისხიანი მსაჯობა,ხარისხიან რაგბისაც უზრუნველჰყოფს.
მაო
ჯიგარი!
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ნინო ელოშვილის ევროტური
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მთავარ მატჩში
10 მსაჯით ევროპაში
დევიდ მაკქიუ - საქართველოს მსოფლიოზე ნიკაზე უკეთესი ელჩი არ ეყოლება
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
7-ქალა | ელიტაში! - ჯერჯერობით მხოლოდ მსაჯით
ქართველი მსაჯები სუპერთასის ნახევარფინალში
რაგბი ევროპის სუპერ თასი - ქართველ მსაჯთა ბრიგადა ესპანეთში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე
სულხან ჩიხლაძის ახალი ეტაპი – უკვე მსოფლიო რაგბის ეგიდით
7-კაცა | დუბაიდან მე-8 ადგილით
რაგბი ევროპა - ქართველი მსაჯები ბუქარესტში და ქუთაისელთა საერთაშორისო დებიუტი
საბა აბულაშვილი - მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში
20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით
სუპერთასის ფინალი თბილისში!
სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე
სულხან ჩიხლაძე - ამსტერდამი, ალგარვე და კრაკოვი
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
სულხან ჩიხლაძის 5 ტურნირი ევროპაში
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ქართველი მორაგბე გოგონა, რომელმაც "X ფაქტორში" ყველა გააოცა [VIDEO+PHOTO]
შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი "U20 ექვს ერში"
სუპერთასი | საბა აბულაშვილი დასავლეთ კონფერენციის ცენტრალურ მატჩში
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
აბულაშვილი კენიაში, ელოშვილი ჩეხეთში