საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე" ჯგუფის მეორე მატჩიც მოიგო
საქართველოს 20–წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიაში მიმდინარე "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე" A ჯგუფის მეორე მატჩი ფიჯის თანატოლთა გუნდთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 30:13 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ილია მაისურაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.

ლისაბონში, 16 მაისს გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა საჯარიმოთი გახსნეს, თუმცა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მე-10 წუთისთვის ჯერ რეზი ჯინჭველაშვილის არეკნით გაათანაბრეს, 22-ე წუთზე კი მატჩის პირველო ლელოც გაიტანეს - იერიში თორნიკე ბუბუტეიშვილმა დააგვირგვინა, ჯინჭველაშვილმა კი გარდასახა.

პირველი ნახევრის დასრულებამდე მეტოქეებმა კიდევ თითო საჯარიმო გაიტანეს - "უმცროსი ბორჯღალოსნების" რიგებში კვლავ ზუსტი იყო ჯინჭველაშვილი, ტაიმი კი ანგარიშით 13:6 მოვიგეთ.

მეორე ნახევრის დასაწყისში ჯინჭველაშვილმა საჯარიმოთი მორიგი სამი ქულა მოუტანა თავის გუნდს, შემდეგ კი ანზორ სიჭინავამ ლელო დადო. რეზიმ ვერ გარდასახა და ანგარიშით 21:6 გახდა ქართველი მორაგბეების სასარგებლოდ.

ფიჯის ნაკრებმა მალევე ლელოთი და გარდასახვით კი გვიპასუხა, თუმცა მეტოქეს შეხვედრის გადარჩენის მცირე იმედი იმავე ჯინჭველაშვილმა დაუსამარა, რომელმაც დარჩენილ დროში სამიდან სამივე საჯარიმო ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 30:13.

A ჯგუფის მეორე შეხვედრაში ურუგვაიმ პორტუგალიას ანგარიშით 37:26 მოუგო, "უმცროსი ბორჯღალოსნები" კი ჯგუფში ბოლო მატჩს 20 მაისს, სწორედ მასპინძელი პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ "ახალგაზრდულ ალაფაზე" გამარჯვებული მომავალ წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები:

ირაკლი სვანიძე, ანზორ სიჭინავა, ბადრი ლიპარტელიანი, სანდრო ილურიძე, დავით გულიტაშვილი, რეზი ჯინჭველაშვილი, ვასილ ლობჟანიძე, ნიკა ნეფარიძე, გიორგი თედორაძე, გიორგი მელიქიძე, ოთარ გიორგაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, თორნიკე ბუბუტეიშვილი, დავით პაპავაძე, ბექა გორგაძე (კაპ),

სათადარიგოები: გიორგი ბაბუნაშვილი, თემურ თუთბერიძე, გიორგი კვესელაძე, ბექა კაკაბაძე, ნიკა სვიმონიშვილი, როლანდ კვაჭაძე, გიორგი ცუცქირიძე.

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე.

პაატა
გილოცავთ მორიგ წარმატებას,გისურვებთ ჩემპიონობას
giorgi
მაგრები ხართ. წარმატებები ბიჭებო
niko
სულ გამარჯვებულებს გევლოთ ქართველო ვაჟკაცებო. გაიხარეთ.
პაატა
ყოჩაღ ბიჭებო
პაატა
ყოჩაღ ბიჭებო
სიხარული
თქვენ გაიხარეთ ძალიან მაგარი ბიჭები ხართსულ ასე წარმატებებით გევლოთ თქვენი ცხოვრების მანძილზე და ასევე დიდ წარმატებებს ვუსურვებ ყველა მორაგბეს!!!!!!!!!!!
თაზო
გილოცვათ ყველას
1
გილოცავთ! ურუგვაის მერ დავწერე, თუ ფიჯისთანაც ისე გულიანად ითამაშებენ ბიჭები, გამარჯვება საართველოსი იქნება თქო, და ისე აგიხდეთ ყველაფერი... წინ ლომებო!!! მაგრები ხართ... ჯიგრები ხართ...
asatiani
რა მაგარი ბიჭები გყავს თქვენი ჭირიმე
Giorgi
ლომებივით იბრძოლეს. ქართული მხედრული სულს და რკინისებურ დისციპლინას რა შეუძლია ამ თამაშში კარგად გამოჩნდა. ქართული რეგბი მაგალითს იძლევა.
datiko48
გამარჯვება!!!გამარჯვება!!!გამარჯვება!!!ასე გამარჯვებულებს გევლოთ შვილებო!!!თქვენ გაიხარეთ,ხომ ვიწინასწარმეტყველე არ წააგებ-ქო,და შემდეგ თქვენს გამარჯვებას ველოდები "დათვი ბელებო"!!!
რაინდები
მოვიგეეეეთ
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი 10. XV ტურის წინ: ვინ გაიმყარებს პოზიციას?
დიდი 10. XIV ტური: "ლელომ" დაიწყო და დაამთავრა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
საქართველო(U20)-კლერმონი (ესპ.) 28:18 - მეორე ტაიმში არ გავახარეთ
მილტონ ჰეიგმა ოკეანეთის ტურნესთვის "ბორჯღალოსნების" რაზმი დაასახელა
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
"ᓛᓖᓐᓠᕓᓘ ᓡᕐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝ" ᓘᓜᓒᕚᕘᓡᓔᓚᓔᓑᓗᓐᓜ ᓡᓐᓗᓐᓛᓐᓨᓝᓓ ᓔᓛᓖᓐᓓᓔᓑᓐ
U20. საქართველო-ურუგვაი 46:12 - რვა ლელო, ჩხუბი და ერთი წითელი [VIDEO+PHOTO]
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
იაპონიასთან მატჩისთვის "ბორჯღალონების" 23-კაციან განაცხადში ორი დებიუტანტია
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
U20. ᓡᓐᓥᓐᓠᕗᓕ
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
საქართველო-იაპონია 22:28 [ტექსტური LIVE]
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან