მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი. A ჯგუფი. II ტური
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფური ტურნირის მეორე მატჩში უელსის ნაკრებთან, რომელიც ექვსი ერის შარშანდელი ჩემპიონია, მინიმალური ანგარიშით, 9:10 წააგო.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", პირველი მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად დაცვაში შესანიშნავად ითამაშეს. სამწუხაროდ, უელსელებმა მე-5 წუთზე პირველივე იერიში ლელოთი დაასრულეს, რომელიც გარდასახეს კიდეც - 7:0. ამის მერე რაიმე ხეირიანის გაკეთების საშუალება მეტოქეს ჩვენმა ბიჭებმა არ მისცეს.

პირველ ტაიმში უელსელები შერკინებაში პირწმინდად დავჩაგრეთ. შესვენების შემდეგ მათ შეცვლები გააკეთეს და შერკინებაში კონტრზომებს მიმართეს. შედეგად, ჩვენი უპირატესობა თამაშის ამ კომპონენტში ოდნავ შემცირდა. ერთადერთი, რაშიც უელსელებმა აშკარად გვაჯობეს, დერეფანში თამაშია.

ყველაფრის მიუხედავად, ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბექა გორგაძე დაასახელეს. შესანიშნავად გაისარჯა ცხრა ნომერი, 18 წლის გელა აფრასიძეც, რომელმაც სამი საჯარიმო გაიტანა (9 ქულა) და მატჩის მიწურულს გამარჯვების მოტანაც შეეძლო. საჯარიმო ცენტრიდან დაარტყა და ბურთი ხარიხის ქვეშ დაეცა.

იხილეთ ვიდეო

"ბევრი ვიმუშავეთ დაცვაზე, სწრაფ წამოდგომასა და ეფექტურ ბოჭვებზე. შესაბამისად, ვეცადეთ, რაკში თამაშისას ნაკლებნი ვყოფილიყავით, რათა დაცვაში დროულად გადაწყობა მოგვესწრო. ვითამაშეთ ხასიათით და გულით.

შეტევას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, შემდეგი თამაშისთვის ბევრი რამის გამოსწორებას ვგეგმავთ, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ ბევრი რამ უნდა გამოგვესწორებინა პირველი მატჩის შემდეგ, რათა დაგვემტკიცებინა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის, ქომაგებისა და საქართველოსთვის, რომ ჩვენ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია" - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

"უელსთან თამაში ერთმნიშვნელოვნად ჩვენს აქტივში უნდა ჩაიწეროს. თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ - ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც. ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ პირველივე დღე დაეთმო აღდგენას და ვიდეოანალიზს. შემდეგ გვქონდა დაცვის ვარჯიში, სადაც პირველ თამაშში დანახული პრობლემების გამოსწორება ვცადეთ.

დავინახეთ, რომ უნდა გავშლილიყავით ბოლომდე, მოედნის მთელი სივრცე აგვეღო დაცვაში და მაქსიმალურად წინ წავსულიყავით. დაცვის ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა.

განწყობა შეუდარებლად საბრძოლო გვქონდა. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენთვის ასეთ გუნდებთან თამაში პატივია და გაზრდის შესაძლებლობა. ჩვენ მათთან მარცხით არაფერს ვკარგავთ, არამედ დიდ გამოცდილებას ვიძენთ. ჩვენი თავის და, ალბათ, გულშემატკივრების გარდა, აქ ჩვენგან ბევრს არაფერს ელიან, მაგრამ საქართველო სწორედ იმიტომ არის გამორჩეული, რომ ვაკეთებთ ყველაფერს განსაკუთრებულად კარგად, მაშინ, როდესაც ამას ჩვენგან არ მოელიან.

ბიჭებმა მოედანზე მიიღეს პრაგმატული გადაწყვეტილებები, კარში დაარტყეს და ამან გაამართლა. მეორე ტაიმში, როდესაც უელსმაც ნახა, რომ ხელით თამაში არ გამოსდიოდა, მაღალი ბურთების აწევა დაიწყეს, თუმცა ჩვენი უკანა ხაზი მზად დახვდა ამას. ერთხელ პოზიციურ თამაშშიც ვაჯობეთ. თითქმის ყველა დაკიდებული ბურთი ავიღეთ ჰაერშივე, რაც უდავოდ მისასალმებელია. მაგრამ ფეხით თამაშიდან გამომდინარე, უელსმა ბევრად მეტი დრო გაატარა ჩვენს 22-მეტრიან ზონაში, ვიდრე ჩვენ მათ მოედანზე. ამიტომ პოზიციურ თამაშში მთლიანობაში, ალბათ, დავიჩაგრეთ.

კარგად შევისწავლეთ ირლანდიის მატჩი უელსთან და სანამ დრო გვქონდა, ახალ ზელანდიასთან შეხვედრაშიც დავაკვირდით. ეს არის ძალიან მოძრავი და ძალიან კარგი გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა მოუგოს კონკრეტულ მოწინააღმდეგეს, კარგად იცის, სად არის მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. თუ ამინდი ხელს შეუწყობთ, არ მგონია, ჩვენთან "ჯახით" თავი მოიკლან. შესაბამისად, ალბათ, უფრო სწრაფ და გაშლილ თამაშს შემოგვთავაზებენ", - თქვა ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

ჯგუფური ტურნირის მეორე ტურში ორი სენსაცია მოხდა. ჩვენს ჯგუფში მოასპარეზე ირლანდიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიას მოუგო - 33:24. არგენტინელებმა კი სამხრეთ აფრიკას სძლიეს დაძაბულ ბრძოლაში - 19:13.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. A ჯგუფი. II ტური

საქართველო-უელსი 9:10

საქართველო (15-9) მოდებაძე, მიმინოშვილი, კოშაძე, კვესელაძე, მერკვილიშვილი, მოძღვრიშვილი (ლობჟანიძე 54), აფრასიძე. (1-8) მატარაძე (ნეფარიძე 50), ხუროშვილი (გოგინავა 48), ტაბიძე (მელიქიძე 48-70), ეფრემიძე, გიორგაძე, სპანდერაშვილი (ცხადაძე 64), ცუცქირიძე, გორგაძე.

3ს: აფრასიძე

მსაჯი: ჯონ კუპერი (ავსტრალია)

ახ. ზელანდია-ირლანდია 24:33

სატურნირო მდგომარეობა

1. ირლანდია - 8 ქულა, 2. ახ. ზელანდია - 6, 3. უელსი - 6, 4. საქართველო - 1

B ჯგუფი

ავსტრალია-იტალია 38:10

ინგლისი-შოტლანდია 44:0

სატურნირო მდგომარეობა

1. ინგლისი - 10 ქულა, 2. ავსტრალია - 6, 3. შოტლანდია - 4, 4. იტალია - 0

C ჯგუფი

არგენტინა-სამ. აფრიკა 19:13

საფრანგეთი-იაპონია 46:14

სატურნირო მდგომარეობა

1. არგენტინა - 8 ქულა, 2. სამ. აფრიკა - 6, 3. საფრანგეთი - 5, 4. იაპონია - 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bmb
მადლობა ყველას ამომწურავი ინფორმაციისათვის
Gurji
მომავალ მსოფლიოს ჩვენ ვმასპინძლობთ და როგორც მასპინძლები ისე ვიქნებით ტურნირზწ, მაგრამ იმედია ბოლოზე მაინც არ გავალთ წელს
dato
მომავალ წელს ჩვენ ვმასპინძლობთ ჩემპიონატს ასე რომ ყველა ვარიანტში რა შედეგიტაც არ უნდა დამტავრდეს დავრჩებით ჩემპიონატში როგორც მასპინძლები. ისე კი ჯგუფური ქულების მიხედვით 4 ყველაზე დაბალი ქულის მქონე გუნდი თამაშობს 9-12 ადგილებისთვის ერთმანეთსი და 12 ადგილზე გასული ვარდება ალაფაზე.
L.E.S
ჯგუფიდან ვინც ვერ გადის იმათთვის ქულას არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ყველას უნდა შეხვდეს...ჯგუფური 3 თამაშის გარდა იქნება კიდევ 2 თამაში, ანუ ცალ-ცალკე უნდა გამოვლიდეს 1 ადგილი, 3 ადგილი, 5 ადგილი... და.ა.შ
soso
სულ, რომ ბოლო ადგილზე გავიდეთ მაინც ვრჩებით, იმიტომ, რომ შემდეგ წელს ჩვენ ვმასპინძლობთ ოც წლამდელთა მსოფლიო თასს
dimitry
შემდეგ მსოფლიოზე მასპინძლები ვართ და საკვალიფიკაციოს გარეშე ვართ დაშვებული.
bmb
ვინმემ მითხარით, ამ ერთი ქულითაც ხომ ვრჩებით უმაღლეს დივიზიონში, თუ იტალიამ ან იაპონიამ ის ერთი ქულაც ვერ აიღეს?
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ
აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"
20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან