"ჩემი გუნდით კმაყოფილი მხოლოდ მაშინ ვიქნები, როდესაც ევროლიგის ჯგუფში გავალთ"
გია ცეცაძემ კიდევ ერთხელ დაარღვია დაშტამპული აზროვნება, რომ კარგი მწვრთნელი მხოლოდ ყოფილი ფეხბურთელი გახდება. მას აქვს სამწვრთნელო კარიერა, მაგრამ არა - სათამაშო.

მაგრამ ცეცაძის გარეშე დღევანდელი ქართული ფეხბურთი მეტისმეტად ღარიბი იქნებოდა, რადგან ყველასგან დაწუნებული თუ ჩრდილში მოქცეული ფეხბურთელებისგან შეკრიბა ისეთი "სამტრედია", რომელმაც გულშემატკივარს ლამაზი ფეხბურთი აჩვენა და გარდამავალ ჩემპიონატში ოქროს მედლები დამსახურებულად მოიპოვა. მანამდე ცეცაძემ თავი გორის "დილას" და 19-წლამდელთა ნაკრებში მუშაობით გამოიჩინა.

"ლელომ" და "ლიდერბეთმა" ერთობლივი პროექტი შეაჯამეს და ცეცაძე 2015/16 და გარდამავალი (2016) ჩემპიონატების საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. სანამ ჩვენს ინტერვიუს წაიკითხავთ, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესოების გამარჯვებულებიდან მხოლოდ წლის საუკეთესო მწვრთნელი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი არ იმყოფებოდა.

საქმე ისაა, რომ იმ პერიოდში, "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი მართლმადიდებლებისთვის წმინდა ადგილზე, ათონის მთაზე იმყოფებოდა და 11 დღე ბერებთან ერთად ცხოვრობდა...

როგორ დავიწყე მწვრთნელობა

- ჯერ ვერის ბაღში ვვარჯიშობდი, მერე "ნორჩ დინამოში", 15 წლამდე კი 35-ე სკოლაში. მაგრამ მივხვდი, რომ ჩემგან დიდი ფეხბურთელი არ გამოვიდოდა, ფეხბურთს თავი დავანებე და მხოლოდ ფუტსალით ვერთობოდი - ჩამოვაყალიბეთ გუნდი "მთაწმინდა", რომელიც მინი-ფეხბურთის ჩემპიონატში მონაწილეობდა.

მწვრთნელობა ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარულმა განაპირობა. 2000 წელს, "თბილისი 2000-ში" კოტე ჯალიაშვილთან მე-3 მწვრთნელად დავიწყე მუშაობა. სხვათა შორის, მე და გელა სანაიამ მწვრთნელობა ერთად დავიწყეთ და ვეხმარებოდით. ეს საქმე ისე მიყვარდა, 2 წელი უხელფასოდ ვიმუშავე. მაშინ მეგონა, რომ მაგარი მწვრთნელი ვიყავი და ფეხბურთში ყველაფერი მესმოდა. მაგრამ 2002 წელს გაიოზ დარსაძის კურსებზე მივხვდი, ეს რთული და უზომოდ შრომატევადი პროფესია იყო.

2003 წელს "ოლიმპში" გელა გომელაურმა და ნიკო დოლიძემ მიმიყვანეს - ეს უკანასკნელი ახლა ბერი გახლავთ. 1993 წელს დაბადებულებთან თემურ ფოცხვერიასთან ერთად ვმუშაობდი, რომელმაც თავისი საქმე იდეალურად იცის და მიმაჩნია, რომ მეტ დაფასებას ისმახურებს. დამოუკიდებლად პირველად 1994 წელს დაბადებულები ჩავიბარე.

2008 წელს გიორგი დევდარიანი 17-წლამდელთა ნაკრებში დანიშნეს, მე ასისტენტად მიმიწვია და ელიტრაუნდამდე ვიმუშავე. 2009 წელს, "საბურთალო" და "ოლიმპი" გაერთიანდნენ და "ოლიმპის" დუბლებში დამნიშნეს: რუსთავში 1993 და 1994 წელს დაბადებული უნიჭიერესი თაობა გვყავდა - ყაზაიშვილი, ხოჭოლავა, პარუნაშვილი, ტვილდიანი, პაპავა, დოლიძე, არაბული, ცნობილაძე, ფანცულაია... მაშინ "ოლიმპმა" სუპერთასი რომ მოიპოვა, ყაზაიშვილიც ათამაშეს.

ფეხი გორის დილაში ავიდგი...

- 2010 წელს, გორის "დილა" ჩამაბარეს. პირველი წრის შემდეგ გუნდი მე-5 ადგილზე იყო. საბოლოოდ, მე-3 გავედით და გადათამაშებით უმაღლეს ლიგაში ადგილი დავიბრუნეთ. მაშინ, "სამტრედია" 2:0 დავამარცხეთ და ორივე გოლი დათო რაჟამაშვილმა გაიტანა.

რეალურად, როგორც მწვრთნელმა, ფეხი სწორედ "დილაში" ავიდგი. შეკრებაზე ბაქოს "ინტერთან" 0:2-ს ვაგებდით და 3:2 მოვიგეთ. ეს ბევრმა შემთხვევითობად ჩათვალა. ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება ჩემპიონ "ზესტაფონთან" მოგება 4:0 იყო. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც დავრწმუნდი - მწვრთნელი მეტოქის თამაშს კარგად თუ გააანალიზებ, ხოლო ფეხბურთელები დავალებას ზუსტად შეასრულებენ, ყველაზე ძლიერი მეტოქის დამარცხებაც შესაძლებელია.

... "დილაში" მუშაობისას კურიოზი მოგვივიდა: "მერანთან" მატჩისთვის თამაშის წინა დღეს გავემგზავრეთ. სენაკში დავბინავდით. მეორე დილით კი მარტვილში ავტობუსით ნელა მივდიოდით, 30 კილომეტრი იყო და ძალიან ადრე მისვლა არ გვსურდა. მაგრამ უცებ გავხედეთ წარწერას - "ჩხოროწყუ"! თურმე, მძღოლი სამეგრელოს კარგად არ იცნობდა და შეცდომით სხვა მიმართულებით წაგვიყვანა. თამაში არ ჩაშლილა, მაგრამ სტადიონზე 10 წუთით ადრე მივედით და ფეხბურთელები ავტობუსში იცვლიდნენ.

...გუნდი ათამაშდა და პერსპექტივაც გამოჩნდა. მაგრამ ზედიზედ ორი შეხვედრა წავაგეთ და მე და თემურ ლორთქიფანიძე გამოგვიშვეს. არადა, იმ სეზონის ბოლოს "დილამ" საქართველოს თასი მოიპოვა. გავიდა დრო და გორში მთავარ მწვრთნელად თემურ შალამბერიძე დაინიშნა, რომელმაც გუნდში ასისტენტის როლში დამაბრუნა. მაგრამ "დილადან" ისევ გამოგვიშვეს და ერთწლიანი უმუშევრობის დრო მქონდა.

ევროპაზე

- რეზი არველაძის დამსახურებაა, 19-წლამდელებში რომ დავინიშნე. მან და ზვიად სიჭინავამ მუშაობა შემომთავაზეს, რადგან ციკლში თამაში ჩემთვის კარგად ნაცნობ 1994 წელს დაბადებულებს უწევდათ. კარგად მოვემზადეთ, პორტუგალიის ტურნირზე დიდი გამოცდილება შევიძინეთ და ვგრძნობდი, გუნდს ევროპაზე გასვლა შეეძლო. ასეც მოხდა - ელიტრაუნდში ინგლისთან 1:1 ვითამაშეთ, მაგრამ ბურთის ფლობაში უპირატესობა გვქონდა - 65% მათი 35-ის წინააღმდეგ. მერე შოტლანდიას 9 კაცით 3:1 მოვუგეთ.

შეთქმულების თეორიაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ იქ აშკარად ჩვენი გაწირვა სურდათ: ბოლო შეხვედრა მასპინძელ ბელგიასთან გვქონდა და შოტლანდიასთან მსაჯმა ორი კაცი გაგვიგდო, პლუს მეორე ყვითელი ბარათი იმდენი მოთამაშეს აუფრიალეს, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში სათადარიგოთა შორის მხოლოდ მეკარე და ერთი ფეხბურთელი დაგვრჩა?! მაგრამ ბელგიას 2:0 მაინც მოვუგეთ.

ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავედით და ვაღიარებ, რომ შეცდომები დავუშვი - ჩემი ბრალია, მეტი პრაგმატიზმი რომ ვერ გამოვავლინე და მე-5 ადგილზე გასვლის შანსი დავკარგეთ. მაგრამ ევროპის ჩემპიონატმა ბევრი რამ მასწავლა და ისიც დავამტკიცეთ, რომ ეს ნაკრები ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო ქართული გუნდი იყო. მისმა წევრებმა "სამტრედიასა" და სხვა გუნდებში დაამტკიცეს, რომ ეს შემთხვევითი წარმატება არ ყოფილა...

მაგრამ საქართველოში ისეთი ხასიათწამხდრები შეგვხვდნენ, თითქოს, აუცილებლად ჩემპიონები უნდა გავმხდარიყავით. ეს ჩვენც გვინდოდა, მაგრამ ლოგიკაც ხომ არსებობს?

ჩრდილში მოქცეული მომავალი ჩემპიონები

- "სამტრედიაში" მუშაობა შემომთავაზეს და მითხრეს, შენს გემოზე იმუშავე, ხელს არავინ შეგიშლისო. მაგრამ მაშინ ფეხბურთელებიდან მხოლოდ მეკარე მეშველიანი და დათუნაიშვილი იყვნენ.

ამ დროისთვის, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი 19-წლამდელთა გუნდის ბიჭებს არ ენდობოდნენ ან ძალიან ცოტას ათამაშებდნენ. ბევრზე ისიც ითქვა, ესენი დიდ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებენო. მოკლედ, სათადარიგო საბურავებივით განზე გაწეულები იყვნენ.

არადა, 19-წლამდელთა ევროფინალზე ენდელაძე "პარი სენ-ჟერმენის" ამჟამინდელ ვარსკვლავს, რაბიოს ამჯობინეს, რომელიც ფრანგების შემადგენლობაში თამაშობდა. ავთო ამ ჩემპიონატზე ორ საუკეთესო ნახევარმცველებში სერბ მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად დაასახელეს, რომელიც ახლა "ლაციოს" ფეხბურთელია.

უეფაში სულელები არ არიან, იმ ჟიურიში ცნობილი სპეციალისტები შეიყვანეს, რომლებიც ყველაფერს დეტალურად აღრიცხავდნენ და აფიქსირებდნენ. ამიტომ იყო, "სამტრედიაში" მუშაობა რომ შემომთავაზეს, 19-წლამდელთა ამ თაობაზე დაყრდნობა გადავწყვიტე.

მე არავის დავპირებივარ, რომ ჩემპიონები გავხდებოდით და ლიგაში ვითამაშებდით - ერთ სეზონში ასეთი რამ წარმოუდგენელია. მხოლოდ ის ვთქვი, რომ ლამაზი ფეხბურთის ჩვენებას და გუნდის გაზრდას შევეცდებოდი. მიმაჩნია და მჯერა, რომ ქართველისთვის ეს უფრო ბუნებრივი ფეხბურთია. გვქონდა ჩავარდნები, მაგრამ მათი იმედი არასოდეს დამიკარგავს, რომ გუნდს ჩამოვაყალიბებდი. პირველივე სეზონში მესამეზე გავედით, წლეულს კი ჩემპიონები გავხდით, "სამტრედიას" თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა და მიხარია, შედეგს რომ მივაღწიეთ.

მაგრამ ცაში არ დავფრინავ - "გაბალასთან" გამოჩნდა, რა დონეზე ვართ, ჩემთვის კი მთავარი საზომი ევროპული სარბიელია. ეს ეტაპი რომ გადაგველახა, მაშინ ვიტყოდი, რომ კარგი მწვრთნელი ვარ. "სამტერდიას" ახლანდელი ხარიხსხი ამიტომ არ მაკმაყოფილებს და მიმაჩნია, რომ გუნდს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს მუდმივი პროგრესი გვჭირდება. იმიტომაც, რომ ჩვენ მიმართ მოთხოვნები გაიზრდება.

ჩვენ მაღალი დონის ფეხბურთს გემო ევროპის ჩემპიონატზე გავუგეთ და იქ ყოფნის სიხარული ახლა საკლუბო და ეროვნული ნაკრების დონეზეც უნდა განვიცადოთ. ესაა ჩვენი მიზანი და მოთხოვნა. ქართულმა გუნდებმა ევროპის ლიგის პლეი ოფამდე 4-ჯერ მიაღწიეს, მაგრამ დამარცხდნენ.

ჩემი გუნდით კმაყოფილი მხოლოდ მაშინ ვიქნები, როდესაც ევროლიგის ჯგუფში გავალთ.

კლოპის კლონირება უშედეგო იქნება

- თემურ ლორთქიფანიძე 35-ე სკოლაში გავიცანი, სადაც ის მავარჯიშებდა. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ამიტომ იყო, გორის "დილასა" და 19-წლამდელთა ნაკრებში რომ მივიწვიე - უნიკალური კაცია და მისი თანადგომით დღემდე ვსწავლობ. არ მომერიდება და ყოველთვის გავიმეორებ - ღმერთის, თემურ ფოცხვერიას და გაიოზ დარსაძის დამსახურებაა, დღეს რამე თუ ვიცი.

ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება ეროვნულ ნაკრებში კახა ცხადაძესთან ასისტენტად მუშაობა. კახამ ბევრი რამ შემძინა. მისი ისევე მესმოდა, როგორც გიორგი დევდარიანის და ასე მეგონა, რომ კახა ჩემს ნაფიქრალს ლაპარაკობდა. საერთოდაც, ისე იოლად შევეწყვე, ვერც წარმოვიდგენდი.

... უცხოელ სპეციალისტებში ჩემთვის სამაგალითოები არიან გვარდიოლა, ანჩელოტი, კლოპი, კონტე და სიმეონე. მაგრამ შანსი რომ მქონდეს, ჭკუას მაინც ნოდარ ახალკაცსა და ანდრო ჟორდანიას დავეკითხები, რადგან მათ წარმატებას ჩვენი სპეციფიკის გათვალისწინებით მიაღწიეს, რაც სხვებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

აქ კლოპის კლონირება შედეგს ვერ მოგვცემს, რადგან ქართული ფეხბურთელები თავისებურები არიან. უცხოელები უპირველეს ყურადღებას მოთამაშის ფიზმომზადებას აქცევენ, მე კი - მენტალიტეტს. ჩვენების დიდი ნაწილი ნიჭიერია, მაგრამ არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებთ და წაგებულის ფსიქოლოგიით თამაშობენ, რაც შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს უშლით.

მეორეცაა: რონალდო დღეში 6-7 საათი ვარჯიშობს. ჩვენები კი პირველივე პატარა წარმატებაზე დაფრინავენ. ამ დროს, ევროპაში სათამაშოდ რონალდოზე ბევრად მეტი უნდა ივარჯიშონ.

ფეხბურთელებს ხშირად ვეუბნები, რომ აქ გატანილ 30 გოლს და ტიტულებს ნუ დასჯერდებიან. ევროპაში უნდა წავიდნენ, დღევანდელზე 10-ჯერ მეტი უნდა იშრომონ, იქ 10 გოლი მაინც გაიტანონ და ევროპელებმა უნდა აღიარონ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაამტკიცებენ, რომ მაგრები არიან.

საერთოდაც, წარმატება ბევრს ვნებს, განსაკუთრებით, ქართველებს და ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს: ვინც მხოლოდ წარსულ წარმატებაზე იფიქრებს, იმას ღმერთი მიწაზე მწარედ დაანარცხებს. ჩემპიონობიდან მიწაზე დაცემა კი განსაკუთრებით მტკივნეულია. დიდი შრომა და პროგრესი სწორედ ამიტომ გვჭირდება.

მერაბ მამულაშვილი

გია ტუხაშვილი

შალვა ბუაჩიძის ფოტოები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

temur potskhveria
ბატონო გუჯა დიდი მადლობა რეაბილიტაციისთვის! ნამდვილად არ მეგონა ქირურგიული ჩარევის გარეშე ჩემი მუხლის გამოჯანმრთელება თუ მოხერხდებოდა!გაიხარეთ! მადლობთ! გილოცავთ ბედობას!
გუჯა კახაძე
1993 წელს დაბადებულებთან თემურ ფოცხვერიასთან ერთად ვმუშაობდი, რომელმაც თავისი საქმე იდეალურად იცის და მიმაჩნია, რომ მეტ დაფასებას ისმახურებს. გაიხარე! სამწუხაროდ ბ-ნი თემურის შესაზლებლობებს სრულად არ იყენებენ.
temur potskhveria
გიას მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ახალი წელი!მინდა ორი თავს უფლება მივცე და დავახასიათო ის როგორც მწვრთნელი და ადამიანი!საკმარისი დრო ვიმუშავეთ ერთად და კარგად ვიცი მისი თვისებები და ხუმრობით ფარსადანოვიჩს ვეძახი, მაგრამ ყველა ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი და შევეცდები ავხსნა! ნოდარ ახალკაცმა მოახერხა მთავარი რაც ქართველ ფეხბურტელებთან ურთიერთობაში არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი! რა არის ეს? ეს არის ქართული უარყფითი ენერგიის სასიკეთოდ გამოყენების ნიჭი! რაც თავის დროზე ბატონმა ნოდარმა გააკეთა და მიიღო ისტორიული შედეგი! შედეგი რომელიც ვერავინ გაიმეორა! სწორედ გიას ხასიათში დევს და მას შეუძლია გააკეთოს იგივე! გიას აქვს თვისება გასახდელში მოუგოს თამაში მოწინააღმდეგეს! გასახდელში აწიოს საბრძოლო განწყობა და მოუგოს ბევრად ძლიერ და გამოცდილ გუნდებს ბევრად გამოუცდელი ფეხბურთელებით! პიროვნულად არის ძალიან პრინციპული მებრძოლი და შემტევი ხასიათით და რაც მთავარია ლამაზი და შემტევი ფეხბურთის მოყვარული!არასოდეს მინახავს გია კმაყოფილი თავისი გუნდის მიღწეული შედეგით თუმცა მან თავისი დასამტკიცებელი უკვე დაამტკიცა! ის ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს თავისი განათლების თავმდაბლობის და შეუპოვრობის გათვალისწინებით!პირადად მე თუ ჩემს აზრს ვინმე ითვალისწინებს ვფიქრობ რომ ჩვენ ქართველებს საბედნიეროდ გვყავს ცეცაძე, დევდარიანი! და კიდევ რამდენიმე კაცი რომელთა ადგილიც არის დიდ ავიაციაში!დავაფასოდ და იქნება შედეგი! უცხოელის გაკეთებული დიდი სამწუხაროდ მე არ მახსენდება, იყვნენ გამონაკლისები ვისაც ქონდათ სხვაზე უკეთესი შედეგი, მაგრამ კითხვა მიჩნდება რატომ? გვყავს ჩვენი და ვერ ვაფასებთ! თურაშაულის პატრონი არ მინდა დაგვემართოს!მინდა ჩვენი ოქროს დაფასება ვიცოდეთ!
sm
ერთი შესწორება: წინა წელს მესამეზე კი არა მეორეზე გავიდა სამტრედია!
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
გიორგი ლომაია: მეც მქონია კარიერაში ჩემი სიგიჟეები
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"მწვრთნელზე ხელის დადებას და მარტო მის დადანაშაულებას კატეგორიულად ვემიჯნები"
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ნიკა ტოგონიძე: მინდოდა, ფეხბურთის სიღრმეებში ჩამეხედა
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
"მართალია, ჩვენ გვყავს კვარაცხელია და მამარდაშვილი, მაგრამ საკმარისია ეს, რომ მიზანს მივაღწიოთ? შეხედეთ ნორვეგიის ნაკრებს..." - რას აცხადებს გაიოზ დარსაძე?
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
რა სარგებლობას მოუტანს ვლადიმირ ვაისს უზბეკეთსა და იორდანიასთან თამაში
"გასაუბრება Skype-ის საშუალებით მოხდა" - ინდოეთის ნაკრებში გაიოზ დარსაძის კანდიდატურას განიხილავენ
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ვინ არის ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდის ხელმძღვანელი?