ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

შვიდიდან ოთხი ფინალი - ქართველთა გამოსვლა დიუსელდორფში [VIDEO]

შვიდიდან ოთხი ფინალი - ქართველთა გამოსვლა დიუსელდორფში [VIDEO]

კიდევ ერთხელ დავინახეთ დადებითი ტენდენციები - უკეთესი ფიზიკური მომზადება, ტაქტიკური მიდგომა, გაუმჯობესებული ტექნიკური არსენალი...
ჩვენმა ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა მშვენივრად იასპარეზა დიუსელდორფის "დიდ პრიზზე", სადაც 4 მედალი მოიპოვა - 2-2 ოქრო-ვერცხლი. ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (66) და ბექა ღვინიაშვილი (90) გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი ამირან პაპინაშვილი (60) და ლაშა შავდათუაშვილი (73) დაეუფლნენ.

გუნდის დანარჩენი წევრებისგან მეშვიდე ადგილზე ამბაკო ავალიანი (81) გავიდა.

ამ შედეგით ჩვენი ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაშიც კი მეორეზე გავიდა, იმის მიუხედავად, რომ ქალებში მონაწილე საერთოდ არ გვყავდა, მარტო ბიჭებში კი პირველზე გავედით.

ეს ტურნირი სიძლიერით შედარებით კი ჩამოუვარდებოდა პარიზის ორი კვირის წინანდელ "დიდ მუზარადს", მაგრამ სუსტიც არ იყო - 49 ქვეყნის 344 მონაწილე გამოდიოდა და ნამდვილად აღსანიშნავია, რომ 7 წონიდან 4-ის ფინალში ვიჭიდავეთ.

ბუნებრივია, იყო ხარვეზები - ზოგჯერ ძალიან მძიმე და თვალში საცემიც, მაგრამ ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პარიზში დანახული დადებითი ტენდენციები - გაცილებით უკეთესი ფიზიკური მომზადება, უკეთესი ტაქტიკური მიდგომა, გაუმჯობესებული ტექნიკური არსენალი და სხვა.

კიდევ ვიმეორებთ - ხარვეზები იყო და ნაკრების ხელმძღვანელობას სამუშაო ბევრი აქვს; რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ძირითადი - ნაკრების ლიდერთანაც, თუმცა გუნდის ხელწერაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა.

იმედია, აღებული ტემპი ევროპა-მსოფლიოზეც გაგრძელდება და იქაც მივიღებთ კარგ შედეგს.

პარასკევი: საფინალო დუეტი

ამ ტურნირის პირველი დღე ფრანგული შეჯიბრების სტარტს ჰგავდა - ჩვენმა ლიდერებმა, პაპინაშვილმა და მარგველაშვილმა ისევ ისე დამაჯერებლად იჭიდავეს, თუმცა ამჯერად ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენეს - ოქრო-ვერცხლი მაშინდელი ორი ბრინჯაოს წილ. რაც მთავარია, ორივემ დამაჯერებლად და ძლიერად იჭიდავა - შემტევ სტილში, ტაქტიკურად საკმაოდ გამართულად და ტექნიკურად, გახსნილად და თამამად.

ეტყობა, პაპინაშვილმა საბოლოოდ მოიშორა "აზიური სინდრომი". მართალია, ფინალი მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან წააგო ვაზარით, მაგრამ პარიზშიც და ახლაც თითო აზიელი მაინც დაამარცხა. თუმცა პარიზში თუ შედარებით უცნობ კორეელ ჩანიონ კიმის სძლია ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, ამჯერად ნახევარფინალში მეორე მონღოლი, თვით მსოფლიოს ფინალისტი ამარტუვშინ დაშდავაა გააგორა. თანაც, უბრალოდ კი არ მოუგო, არამედ ვაზარ-იპონით, ანუ ორი ილეთით დაამარცხა.

გერმანიაში გამოსვლა პაპინაშვილმა თითქოს ცოტა რთულად კი დაიწყო - ფრანგ ცედრიკ რევოს გაფრთხილებებით მოუგო, თუმცა მომდევნო შეხვედრებში "გაიხსნა" და სულ სხვა კუთხით წარმოდგა: ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს ვაზარით აჯობა, დაშდავაას კი რაც დამართა, უკვე გითხარით.

წაგების მიუხედავად, მან ფინალიც დამაჯერებლად ჩაატარა განბატთან, არ უჭიდავია ფრთხილად და დაზვერვით, ნამდვილად მოსაგებად იბრძოდა და მარცხს წინასწარ არ იყო შეგუებული, თუმცა ეს მონღოლი უხერხული ტიპის მოჭიდავეა - ილეთზე ძნელად რომ შეგიშვებს, ისეთი. ამასთან, ფიზიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული და პაპინაშვილმა ძირითადად ამის გამო ვერ შეძლო მასთან ილეთის გაკეთება. სამაგიეროდ, მეტოქემ ერთი შეცდომა არ აპატია, თუმცა იმ მომენტში ტაქტიკურადაც მოატყუა - გარეფეხზე გადასვლის იმიტაცია გააკეთა, მაგრამ მოძრაობაზე დაიჭირა და ზედა ჩავლებიდან ბეჭებზე გადააგდო.

სამაგიეროდ, იმ დღეს მარგველაშვილი იყო შეუჩერებელი და თავიდან პირველ სამ შეხვედრაში იპონით იმარჯვა. ოღონდ პირველ ორ შეხვედრაში გერმანელ მანუელ შაიბელთან და ბულგარელ ბოჟიდარ ტემელკოვასთან წარმატება თუ მოსალოდნელიც იყო, აი, რუსთა ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ კამალ ხან-მაგომედოვთან ისეთი იპონი ნამდვილად უმაღლესი კლასის მანიშნებელია.

მარგველაშვილი მართლაც უმაღლეს დონეზე ჭიდაობს - ფიზიკურადაც კარგად უძლებს სატურნირო დატვირთვას და გააზრებულად, თითქმის უშეცდომოდ ჭიდაობს. ნახევარფინალში ებრაელ ტალ ფლიკერს სამი ვაზარი აუღო, ფინალში კი ახალგაზრდა იაპონელ ნოჰირიტო ისოდას სავაზარედ ამოუსვა.

იხილეთ ვიდეო

ამ დღეს ჩვენგან ლუხუმ ჩხვიმიანიც (60) ჭიდაობდა, მაგრამ პირველივე შეხვედრა 2 ვაზარით წააგო ბულგარელ იანისლავ გერჩევთან.

შაბათი: შავდათუაშვილის ფინალი

ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ახლა ბევრად უკეთ გამოვიდა, ვიდრე - პარიზში, სადაც უმედლოდ დარჩა. ეტყობა, ის თანდათან შედის ფორმაში, რადგან ამჯერად ხარისხობრივად ბევრად უკეთ გამოიყურებოდა.

თუმცა ერთი რამ კი არის: რუსმა დენის იარცევმა ოლიმპიადის შემდეგ უკვე მეორედ მოუგო (არადა, ბრაზილიაში ჩვენებურმა აჯობა) და თან ეტყობოდა, რომ კარგად ჰყავდა შესწავლილი ქართველი. ფაქტია - ჩვენმა მწვრთნელებმა საგანგებოდ უნდა იმუშაონ იარცევზე. ოლიმპიური ჩემპიონი ჯერ არაა ოპტიმალურ ფორმაში, თორემ იქნებ იარცევს სხვა დროს ბევრად უკეთ ეჭიდაოს და ვინძლო, არც ახლა შეკვროდა ფინალში, საიდანაც რუსმა იოლად გადაჩეხა ზურგზე. ოღონდ შავდათუაშვილი იმ დროს ისედაც აგებდა და თვითონაც გარისკა...

იხილეთ ვიდეო

სამაგიეროდ, მანამ ძლიერად იჭიდავა: შვედ კრისტოფერ მაკიასს ვაზარ-იპონით სძლია, ნახევარფინალში ებრაელ ტოჰარ ბუტბულსაც წმინდად მოუგო, ყაზახ ჟანსაი სმაგულოვსა და ბრაზილიელ მარსელო კონტინის კი 2-2 ვაზარი აართვა.

ამ დღეს კიდევ სამი ფალავანი ჭიდაობდა, თუმცა მედლისკენ მხოლოდ ერთმა გაიწია - ამბაკო ავალიანი მეშვიდეზე გავიდა. ის მეოთხედფინალში რუსთა მომავალ ჩემპიონ ასლან ლაპინაგოვთან დამარცხდა წმინდად, სანუგეშოში კი პირველივე პაექრობა დათმო პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძესთან, თუმცა ამაში, გარკვეულწილად, მსაჯსაც მიუძღვის წვლილი.

ფრიდონ გიგანი (73) პირველივე შეხვედრაში ორი ვაზარით უგებდა ჩეხ იაკუბ იეცმინეკს, მაგრამ იპონით წააგო.

81 კილოგრამში ახალ წონაში გადასვლისა და ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად ჭიდაობდა ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი, ვინც სერბ სტეფან მაჯდოვს ვაზარ-იპონით კი მოუგო, მაგრამ უნგრელ ატილა უნგვარისთან იმავე სხვაობით წააგო.

კვირა: ღვინიაშვილის ოქრო

გამარჯვების მიუხედავად, ბექა ღვინიაშვილი არ იყო საუკეთესო ფორმაში; მას ბევრად მეტი შეუძლია და შორს იყო თუნდაც იმ ფორმისგან, რასაც ახალგაზრდებში ვხედავდით, მაგრამ პარიზზე ბევრად უკეთ გამოვიდა. მან ისევ გამოავლინა არაჩვეულებრივი ფიზიკური ჯანი, თუმცა სუნთქვა-გამძლეობა ახლა გაუმჯობესებული ჰქონდა.

ხარვეზების მიუხედავად, მან ტექნიკური სიახლეებიც გვაჩვენა - მხოლოდ ბრუნის და ღონის იმედად აღარ იყო და როცა დასჭირდა, ჩაშლილ ილეთს კომბინაციაში სხვებიც მიაყოლა (მაგალითად, ასე აჯობა პირველივე პაექრობაში მონღოლ ბატერდენე ბანდიკხუუს - როცა ის მომზადებული შეხვდა ამის ილეთს, ღვინიაშვილმა იქვე შეცვალა შეტევა და სხვა ილეთზე გადავიდა). რაც მთავარია, ქართველმა ისევ ისეთივე ჟინიანი ჭიდაობა აჩვენა და ძირითადად ამან მოაგებინა ფინალში რუს ჰუსეინ ხალმურზაევთან.

ინგუში ოლიმპიური ჩემპიონის - ხასან ხალმურზაევის ტყუპისცალმა უფრო დაცვით ჭიდაობაზე გააკეთა აქცენტი, რადგან ღვინიაშვილმა გამუდმებული შეტევით სხვა გზა არც დაუტოვა. ბექას თითქოს რამდენჯერმე ღონე არ ეყო (აქაც და წინა შეხვედრებშიც) ილეთზე მის წამოსაღებად, მაგრამ მუდმივმა ზეწოლამ თავისი შედეგი გამოიღო და ბოლო ნახევარ წუთში კარგად გადაავლო, ტატამიდან ააგლიჯა და მშვენივრად გადმოიღო ილეთზე.

კაცმა რომ თქვას, ამ გდების შეფასება იპონადაც შეიძლებოდა, მაგრამ ვაზარი მისცეს, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა. ჯერ ერთი, რომ დროც იწურებოდა, ხოლო ხალმურზაევი ილეთის გამკეთებელი არ ჩანდა; მეორეც - ბექამ დავარდნისთანავე შებოჭა.

იხილეთ ვიდეო

ღვინიაშვილმა თავიდან ბანდიკხუუს და გერმანელ მარკ ოდენტალს ვაზარ-იპონით მოუგო, მერე კი შედარებით გაუძნელდა. ყოველ შემთხვევაში, მეოთხედფინალში ტაჯიკ კომრონშოკ უსტოპირიონთან იპონი ვერ მიითვალა, თუმცა ორი ვაზარი კი აუღო, ხოლო ნახევარფინალში დრამატული ბრძოლა მოიგო ახალგაზრდა გერმანელ ედუარდ ტრიპელთან. ეგ კი არა, ორივეს გდება გაუუქმეს, თუმცა ღვინიაშვილს რას ერჩოდნენ, ვერ გეტყვით. საბოლოოდ ჩვენებურმა ისევ ჟინის ხარჯზე მაინც მოიგო და ფინალში გავიდა.

ამ დღეს სხვა ჩვენებურებიდან თითქმის ყველა სტარტზევე დამარცხდა: ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) ესპანელთა ქართველ ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა, მძიმე წონაში ლევან მატიაშვილმა იაპონელ კოკორო კაგეურასთან წააგო, ადამ ოქრუაშვილმა - ყაზახ იერჟან შინკეევთან. პირველ წრეში წარმატებას მხოლოდ ლაშა ტაველურმა (100) მიაღწია: ამერიკელ ლა შმიტს აჯობა, მაგრამ ბელგიელთა მომავალ ჩემპიონ ტომა ნიკიფოროვთან წააგო.

დიუსელდორფის გრან პრი. კვარცხლბეკი

60 კგ

1. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი); 2. ამირან პაპინაშვილი (საქართველო); 3. ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი), ფელიპე პელიმი (ბრაზილია).

66 კგ

1. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო); 2. ნორიჰიტო ისოდა (იაპონია); 3. ტალ ფლიკერი (ისრაელი), კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი).

73 კგ

1. დენის იარცევი (რუსეთი); 2. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო); 3. გულიამ ჩანო (საფრანგეთი), ტომი მაკიასი (შვედეთი).

81 კგ

1. ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი); 2. ატილა უნგვარი (უნგრეთი); 3. დორინ კოტონოაგა (მოლდოვა), ივაილო ივანოვი (ბულგარეთი); 7. ამბაკო ავალიანი (საქართველო).

90 კგ

1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო); 2. ხუსეინ ხალმურზაევი (რუსეთი); 3. დაიკი ნიშიამა (იაპონია), მიჰაელ ზგანკი (სლოვენია).

100 კგ

1. ტომა ნიკიფოროვი (ბელგია); 2. აარონ ვოლფი (იაპონია); 3. მიჰაელ კორელი (ჰოლანდია), ყაზბეგ ზანკიშიევი (რუსეთი).

+100 კგ

1. კოკორო კაგუერა; 2. ჰისაიოში ჰარასავა (ორივე - იაპონია); 3. ბარნა ბორი (უნგრეთი), იერჟან შინკეევი (ყაზახეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• qari

ქარტველი გოგოებიც მოამზადეტ ამ სახეობაში რომ ოლიმპიადაზე გამოსვლა და მოგება შედზლონ. მაგრად მინდა იმ ამერიკელ ყვიტელ ძონძა ტმიან მოჩიდავეს . მაგრები ხარტ ბიჭებო გაიხარეტ რომ გაგვახარეტ წარმატებებ გისურვებტ

• dima

ჭრიკიშვილზე მწყდება გული, ,,გადამწვარი,, ჩანს. იქნებ აჯობოს -დაისვენოს ცოტა ხანი,არ გამოვიდეს ტურნირებზე?

• zzz

ძიუდოს ნაკრები ყველაზე მაგრები არიან.მაგარი ნაკრებია,

• zzz

ჭრიკიშვილი ვერ იკლებს 81 - ში რა გაუჭირეთ საქმე.89 კილოა კაცი.9 კილოს რომ დაიკლებ რა ჭიდაობაზეა ლაპარაკი.ნეტა მასე იყოს. ეს არა პროფესიონალები ნუ წერთ რაგაც სისულელეებს.ლიპო წარსული კიარა .ეგ ნახეთ 100- ში უფრო მაგარი იქნება.

• არსენა

81-ში კაციაშვილი რატომ არ მიგყავთ...ყველაზე მაგარია

• ძიუდოს ფედერაციას

ნუ აფუჭებთ ჭრიკიშვილს 90 ში, არაა ეგ მაგის წონა, ცოდვაა ბიჭი. ღვინიაშვილი 90 ში კარგია, ლიპო 100 ში გაქაჩავს.

• vanmoo

ჩემი აზრით ჭრიკიშვილი დროზე უნდა დაუბრუნდეს 81 კილოგრამს,საერთოდ რატო გადავიდა მაღალ წონაში,თუ ვინმეს გაქვთ სარწმუნო ინფორმაცია გთხოვთ დაწეროთ ამის შესახებ

• hho da პეტრე კუპრი ჭარდაკის წესებს გაეცანით

25 წლის ჭრიკიშვილი წარსულია?... ზედა წონაში ვერ მოიგო და გადავუსვათ ხაზი?

• კირკიტა

გიიომ შენე ჰქვია იმას

• სოსო

გიგანიბოლო წამზე ჩავარდნის გამო მესამედ გააფრთხილეს და იპონი ასე გამივიდა,ნახევარ წუთში ორი გაფრთხილება მიიღო.ტაველურმა 10 წამში წააგოისე,თითქოს ილეთის დამუშავებაზე ვარჯიშობენო.მატიაშვილმა ვერაფერი გააკეთა,ისევე როგორც ჭრიკიშვილმა,აი ოქრუაშვილიკი იმხელა გამოვიდა ტატამზე,რომ ცხადი იყო,იმხელა წონით გამარჯვების ნულოვანი შანსი ჰქონდა და ასეც მოხდა.პრიზიორებზე არაფერს ვიტყვი,ყველამ ნახა მათი ჭიდაობა და მეც რა თქმა უნდა მივულოცავ.ავთო ჭრიკიშვილი კი მჯერა მალე გამოვა სტრესიდან და ძველებურად დაიქუხებს.

• hoo

ჭრიკიშვილი და ოქრუაშვილი კი გეტანხმები წარსულია, თან ჭრიკიშვილს მოტივაცია დაკკარგული აქვს უკვე, ოლიმპიადაზე უმდელოდ დატიოევაბმ მაგრად დააცმორა ეგ ბიჭი, აი ლიპარტელიანი კი უფრო დიდი შედეგს დადებს

• პაატა

ვეთანხმები ხვისტანს, ერთადერთს დავამატებ ჭრიკიშვილი დააბრუნეთ 81-ში! ბექას ხელი აღარ შეუშალოს არავინ!!!!!

• პეტრე კუპრი

ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი, ოქრუაშვილი უკვე წარსულია, დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ და შემცვლელები მოვნახოთ... კიდევაც დაიზრდებიან....

• xvistani

ძალიან კარგი სტატიაა ავტორო. მომეწონა გარჩევა. კვალიფიციური გარჩევაა, დავამატებდი მხოლოდ იმას, რომ კვლავ დგას ფსიქოლოგის საჭიროება გუნდში. ის ფსიქოლოგი რომელზეც საუბრობდით დაიწყო მუშაობა? თუ დაიწყო შესაცვლელია. თუ არ დაუწყია -ფაქტია რომ ტურნირზე ბიჭებს სჭირდებათ ამ ტიპის დახმარება. ჭრიკოს, ტატალს და პაპინას, ლუხუმა თავისთავად. მოკლედ ამ მხრივ პრობლემები კვლავ გვაქვს. ფიზმომზადება-აუცილებლად. აუცილებლად აუცილებლად აუცილებლად. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დრო რო არ შეემცირებინათ ყველანი დაცვივდებოდნენ მარგველას გარდა ტატამზე ბოლო წუთზე. მოკლედ თუ ეს ხარვეზები არ აღმოიფხვრა ბაქოში არ ვიცი მარა ევროპაზე გაგვიჭირდება.

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]

ძიუდო ჩემპიონთა ლიგა - "გოლდენ გორი" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებით დაკომპლექტებულ პსჟ-სთან დამარცხდა

ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა

უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე

თბილისის გრან პრი. II დღის ანონსი: დღეს 10 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)

თბილისის გრან პრი: ბრინჯაოს მედლისთვის ტატო გრიგალაშვილი იბრძოლებს

ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე

თბილისის გრან პრი. II დღე: ქართველები უმედლოდ დარჩნენ

ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე

ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!

წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...

IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი

მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]

ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა

დიუსელდორფის გრან პრი: ლაშა შავდათუაშვილი ფინალშია!

დიუსელდორფის გრან პრი: ლაშა შავდათუაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს

დიუსელდორფის გრან პრი. II დღე: შავდათუაშვილმა ვერცხლი მოიპოვა

[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში

[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია

1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]

მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა

მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]

ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა

თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს

ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]