ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

U20. საქართველო-ირლანდია 18:24 - ექსტრაკლასი და შავი ცისარტყელა [VIDEO]

U20. საქართველო-ირლანდია 18:24 - ექსტრაკლასი და შავი ცისარტყელა [VIDEO]

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ახალზელანდიელთა ტრიუმფით დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ბოლო მატჩი მე-9 ადგილისთვის ირლანდიის ნაკრებთან გამართა და 18:24 დამარცხდა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", ისევე, როგორც შარშან, მანჩესტერში გამართულ ტურნირზე მე-10 ადგილი დაიკავეს და ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს. უკვე ცნობილია მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის მეტოქეებიც. ესენია: სამხრეთი აფრიკა, საფრანგეთი და ირლანდია.

ირლანდიელებთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს გამარჯვება რეალურად შეეძლო. პირველი ტაიმი მოვიგეთ კიდეც - 10:7. თუმცა, ნათლად ჩანს, რომ ჩვენს მორაგბეებს მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აკლიათ. ირლანდიელებს, განსაკუთრებით, მატჩის დასკვნით 10 წუთში, მსაჯმაც "წაუკრა ხელი".

"უმცროსმა" ბორჯღალოსნებმა" ორი ლელო გაიტანეს და ორივე ექსტრაკლასის.

იხილეთ ვიდეო

31-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მრავალფაზიანი შეტევა განახორციელა. მასში მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით კი, თედო აბჟანდაძის შესანიშნავი გადაცემებია გამოსარჩევი. ლელოში პირველხაზელმა გურამ გოგიჩაშვილმა შეაღწია. ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ გარდასახა.

მეორე ლელო უკვე თვითონ აფრასიძემ გაიტანა. მან მოედნის საკუთარი ნახევრიდან სამოცი მეტრი ირბინა, გზად სამი მეტოქე გააცურა და ლელოში შეაღწია.

ბოლო დღის კულმინაცია, ცხადია, ფინალური მატჩი იყო, სადაც ერთმანეთს ახალი ზელანდია და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ინგლისი დაუპირისპირდნენ. "ბეიბი ბლექსმა" მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა და დიდი ანგარიშით, 64:17 დაამარცხა. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ახალი ზელანდიის ნაკრებმა ქომაგების საპატივცემულოდ საბრძოლო ცეკვა ჰაკა შეასრულა.

მესამე ადგილისთვის მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა საფრანგეთს 37:15 მოუგო. ყველასთვის მოულოდნელად, მეხუთე ადგილზე გავიდა შოტლანდიის გუნდი, რომელიც წლეულს ძალიან კარგი, საინტერესო მორაგბეებით იყო წარმოდგენილი. "უმცროსმა ნარშავებმა" მეხუთე ადგილისთვის მატჩში ავსტრალიას სძლიეს - 24:17.

მატჩის სტენოგრამა

მე-4 წუთი: დაინიშნა პირველი შერკინება საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მე-7: არბიტრმა პირველი საჯარიმო დანიშნა ჩვენ სასარგებლოდ.

მე-20: ირლანდიელებმა იერიში მარჯვენა ფრთაზე წამოიწყეს, მერე ბურთი მარცხნივ გამოათამაშეს და ლელო ფულბეკმა ალან თინანმა გაიტანა. გარდასახვა მგეზავმა კონორ დინმა გაიტანა - 7:0

26-ე: მალე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. გელა აფრასიძემ ანგარიშში სხვაობა ოთხი ქულით შეამცირა - 3:7

31-ე: საქართველოს ნაკრებმა მრავალფაზიანი შეტევა განახორციელა და პირველხაზელმა გურამ გოგიჩაშვილმა ლელო გაიტანა, აფრასიძემ გარდასახა - 10:7.

45-ე: ირლანდიის ნაკრებმა მარცხენა ფრთაზე განავითარა იერიში და ლელო მესამეხაზელმა კირან დორისმა გაიტანა. დინმა გარდასახა - 14:10.

49-ე: ირლანდიელთა მორიგი სწრაფი იერიში და ამჯერად ჩვენს ჩათვლის მოედანში პაულ ბოილმა გაიტანა. დინი ისევე ზუსტი იყო გარდასახვისას - 21:10.

54-ე: აფრასიძემ ფენომენალური ლელო გაიტანა. მან მოედნის საკუთარი ნახევრიდან სამოცი მეტრი ირბინა, გზად სამი მეტოქე გააცურა და ლელოში შეაღწია. გარდასახვა თედო აბჟანდაძეს გაუცუდდა - 15:21

მე-60: მალე აფრასიძემ საჯარიმოდან სამ ქულამდე შეამცირა ანგარიში - 18:21

73-ე: ირლანდიელებმა საპასუხო საჯარიმო დაარტყეს. დინმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 24:18.

მატჩის შემდეგ

ილია მაისურაძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"მეორე ტაიმი ჩვენმა მეტოქემ ჩვენზე უკეთესად ჩაატარა. თამაში ცუდად დავიწყეთ, შემდეგ დავლაგდით, პირველი ტაიმის ბოლოს მოვუმატეთ და გვინდოდა, მეორე ტაიმშიც უპირატესობა ჩვენი ყოფილიყო, თუმცა ისე მოხდა, რომ მათ ბურთი დიდი ხნის განმავლობაში დაიჭირეს და გადაწყობა ვერ მოვახერხეთ. ეს ყველაფერი შეიძლება დაღლას და კონცენტრაციას დავაბრალოთ.

მცირე დეტალებზე მეტი ყურადღება რომ გაგვემახვილებინა, ალბათ, მოვიგებდით. ბურთს ფეხით ხშირად გვიკიდებდნენ და სწორედ ამან დაგვაზარალა ყველაზე მეტად. ჩვენი ძლიერი მხარე შერკინება იყო და ისიც მსაჯის გამო ვერ გამოვიყენეთ.

ვფიქრობ, გეგმა, რომელიც თავიდანვე დავისახეთ, შევასრულეთ. ყველა მატჩს ერთ დონეზე ვერ ჩავატარებდით, რამდენიმე მორაგბეს ტრავმა ჰქონდა და იყო სხვა სახის პრობლემებიც. გვინდოდა, ელიტაში ადგილი შეგვენარჩუნებინა და ეს მიზანი მიღწეულია. ეს ის ტურნირია, სადაც ასპარეზობა ძალიან გვჭირდება. თაობა აქ უნდა გაიზარდოს, აქ უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს.

ნაკრებში ორი წელიწადია ვმუშაობ. მსურს, მადლობა გადავუხადო ბიჭებს, ვინც ამ ხნის განმავლობაში თავს არ ზოგავდა. იმათ, ვინც შემდეგ წელიწადს 20-წლამდელთა ნაკრებში აღარ იქნება, წარმატებას ვუსურვებ.

თუ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ ჩვენს სამწვრთნელო შტაბთან მუშაობის გაგრძელება ისურვა, ჩვენ ისევ ასე გავაგრძელებთ. დავაკვირდებით, როგორი თაობა მოდის და იმის მიხედვით შევარჩევთ სათამაშო სქემას".

ილია სპანდერაშვილი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი:

"ახალგაზრდულ ნაკრებში დღეს ბოლოჯერ ვითამაშე და მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის, სამწვრთნელო შტაბს, ბიჭებს კი, თავგანწირვისთვის. მათ ყველაფერი გაიღეს საქართველოსთვის. მადლობა მწვრთნელებს თავდაუზოგავი მუშაობისთვის. მადლობა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს - მათ საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის თავი არ დაზოგეს.

ვერ ვიტყვი, რომ ირლანდია ჩვენზე ძლიერი გუნდია. ეს თამაში ჩვენივე შეცდომების გამო წავაგეთ. სადავო ეპიზოდების დროს მსაჯების უმეტესობა უპირატესობას ყოველთვის ძლიერს ანიჭებს. ასე მოხდა დღესაც. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა უპირატესობის მოცემა ჩვენთვის შეეძლო, თუმცა საპირისპიროდ მოიქცა. გამოუცდელი მსაჯი იყო და ამის ბრალიცაა".

მსოფლიო თასის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

18 ივნისი

IX ადგილისთვის

საქართველო-ირლანდია 18:24

საქართველო: (15-9) მოდებაძე, სვიმონიშვილი, გავაშელიშვილი (წიკლაური 15), კვესელაძე, მესხი, აბჟანდაძე, აფრასიძე; (1-8) გოგიჩაშვილი (ჭეიშვილი 50), ლ.პაპიძე (ჭავჭავაძე 70), გ.პაპიძე (ტაბიძე 50), ჯაიანი (ჯალაღონია 50), ჯიმშელეიშვილი, საღინაძე, სპანდერაშვილი, მაჩალაძე.

2ლ: გოგიჩაშვილი, აფრასიძე. 2ს,გ - აფრასიძე

ირლანდია: (15-9) ტინანი, სილვესტერი, მალინი (ფროული 60), მაკგარტი (კონოლი 63), ნეში (კინი 6), დინი, სტაფორდი (სტიუარტი 44). (1-8) დუგანი (კონვეი 63), კელეჰერი, კონოლი, ვიჩერლი, დოულინგი, ფოლი (კომბესი 44), ბოილი, დორისი.

3ლ: თინანი, დორისი, ბოილი. 3გ,ს - დინი

მსაჯი: პაბლო დელუკა (არგენტინა)

XI ადგილისთვის

სამოა-არგენტინა 42:53

სამოა: 6ლ - პაისამი (2), ტენოტი, ენოკა, მური, მურეი. 6გ - ტიენი, პაისამი (5).

არგენტინა: 7ლ - დელგუი (2), რისონი (2), მალანოსი, ალბორნოსი, გონსაელსი. 6გ - ალბორნოსი. 2ს - ალბორნოსი.

VII ადგილისთვის

უელსი-იტალია 25:24

უელსი: 3ლ - ბრედბერი, კონბერი, ჯოუნზი. 2ს - რობინსონი, ჯოუნზი. 2გ - რობინსონი.

იტალია: 2ლ - სკიაბლი, დონოფრიო. 4ს,გ - რიზი

V ადგილისთვის

ავსტრალია-შოტლანდია 17:24

ავსტრალია: 2ლ,2გ,ს - გოდარდი

შოტლანდია: 3ლ - ნაირნი, შელი (2). 3გ,ს - ისთგეითი

III ადგილისთვის

სამ.აფრიკა-საფრანგეთი 37:15

სამ.აფრიკა: 5ლ - აუგუსტუსი, ბრიტსი, ფან ჰერდენი, გლობელარი. 3გ, 2ს - ლიბოკი.

საფრანგეთი: 2ლ - მაუვაკა, ქუიო. ს,გ - ქუიო.

ფინალი

ინგლისი-ახ.ზელანდია 17:64

ინგლისი: 3ლ - ირლი, მიტჩელი, ბეილსი. გ - მალინსი.

ახ.ზელანდია: 10ლ - აუმუა (3), იაკობსონი (2), პაპალიი, მაკეი, კრისტი, სტოუნზი, ვოლკერი.

საბოლოო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია, 2. ინგლისი, 3. სამ. აფრიკა, 4. საფრანგეთი, 5. შოტლანდია, 6. ავსტრალია, 7. უელსი, 8. იტალია, 9. ირლანდია, 10. საქართველო, 11. არგენტინა, 12. სამოა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Irakli apkhaidze

უკეთესის და ახლის ძიება ცუდი არ არი, მარა ილო მაისურაძემ საკმაო გამოცდილება დააგროვა და ისიც გაიზარდა როგორც მწვრთნელი, რომელსაც მტავარი სიტყვა ჯერ კიდევ არ უთქვამს. მისი ჩამოშორება დანაშაული იქნება... თუ რამე 18 წლამდელებში მაინც გაიყვანონ, ფაქტია ბიჭბის გაზრდა და საბრძოლველად შემართება ეხერხება

• სოსო

მაისურაძე უკვე ჩამოყალიბდა ამ ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელად და ყოველ გათამაშებაში აშკარად პროგრესირებს,შეიძლება ითქვას,რომ ის და ნაკრები ერთად იზრდებიან,თან არავინ იცნობს მასზე კარგად, არსებულ კონტინგენტს,ქართველია და გული შესტკივა არა მარტო ხელფასის გამო,არამედ ქართველობის გამოც.ასე რომ თუ ნაკრების დანგრევა გინდათ, შეცვალეთ მწვრთნელი.საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მაგალითიც თვალწინ გვაქვს და დასკვნა იქიდან გამოიტანეთ.ერთი ეგეც არის,რაც უნდა იძახოთ,შეცვალეთო,რაგბის ფედერაციაში შესანიშნავად იციან ,რომ ამ დონეზე მომზადებული ეროვნული კადრის საქმიდან ჩამოშორება უდიდესი სისულელეა და ამას არც გააკეთებენ.მე კი დიდ მადლობას ვუხდი ამ ნაკრების ბიჭებს,მთელ მწვრთნელთა კოლექტივს,ჩატარებული უდიდესი სამუშაოსათვის,გულიანი და თავდადებული თამაშისათვის,ყოველ მათგანს ველოდები მომავლის ნაკრებში 6 ერის გუნდებთან ღირსეულად მორკინალს და წარმატებებს ვუსურვებ შემდგომ კარიერაში.

• გიორგი

რატომ უნდა შეიცვალოს ტრენერი? გუნდი ცუდათ თამაშობს თუ ჯგუფიდან რომ ვერ გავედით მაგიტომ? თუ ფეხბურთზე ხართ მიჩვეულები ტრენერების ცვლას და ახლა აქაც გადმოხვედით ვაი გულშეამტკივრები?

• vato

ტრენერის შეცვლა ამ მთელ გუნდს რომ შეცვლის ეს არ იცით? ეს რასაც მიაგწიეს ამ ბიჭებმა ყველას დამსახურებაა და არა მარტო ამ ბიჭების. ირლანდიას ან არგენტინას რა, ცუდი "ტრენერები" ყავთ? ჩვენიანის დაფასება რომ ვისწავლოთ ბევრს მოვიებთ.

• df

ტრენერის შეცვლა აუცილებელია!

• gogig

გუნდის პროგრესი აშკარაა. ჩვენ უკვე ელიტაში ვართ, რადგან ვუგებთ არგენტინას და თანაბრად ვეთამაშებით ირლანდიას.

• გიორგი

ყოჩაღი ბიჭებს.პროგრესი აშკარად შესამჩნევია თამაშიდან თამაშამდე.ირლანდიის დამარცხებც შეგვეძლო ნაღდად. ეხლა კარგი ტაქტიკოსი ტრენერი გვჭირდება და გამარჯვებაც იქნება.

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

18 წ. | ირლანდიას თამაშით ვაჯობეთ, ანგარიშით ვერა

18 წ. | ცვლილებებით და გადაადგილებებით ირლანდიასთან

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"არმაზი" მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნით გაძლიერდა

"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში

ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში

"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის

გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ

დიდი 10. I ტურის წინ: ვიწყებთ ქართულად, ვასრულებთ ავსტრალიურად

აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა

ქართველები ევროთასების ფინალში

5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]

საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა

ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს

ლეგიონერები | საახალწლო ლელოები ტოპ 14-იდან

ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]

ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა

"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა

აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!

ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ

პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან

Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"

თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის

ილია სპანდერაშვილი: არგენტინასთან თამაშს დღესვე დავივიწყებთ

ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს

ლეგიონერები - გოგიჩაშვილისა და ნიორაძის ლელოები

გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"

ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"

გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება

თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა

ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ

"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა

ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო

ბოლო წუთზე გატანილი გოლი, გაწევ-გამოწევების, ყვითელი და წითელი ბარათების წვიმა თელავში [VIDEO]

ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა

გოგიჩაშვილი და გიგაშვილი ევროთასების ფინალში

U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]

"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"

"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან