"...ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ "სამტრედია" ამ წყვილში უპირობო აუტსაიდერია"
ნიონის წილისყრამ ქართული კლუბების მეტოქეებიც გაარკვია. ვეცდებით, ექსპერტის თვალით შევაფასოთ ჩვენი გუნდების შანსები ჩემპიონთა ლიგის მეორე და ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპებზე.

- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა

- ევროპალიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა

"ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა ლევან ხომერიკთან. ახლო წარსულში ის ბათუმისა და თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი იყო. ბოლო დრომდე იმავე ბათუმის "დინამოს" წვრთნიდა, ახლა კი სამწვრთნელო საქმიანობაში პაუზა აქვს აღებული.

სამტრედია-ყარაბაღი

- რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონს რთული მეტოქე ერგო, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა, ჩვენი ჩემპიონი განუთესავი იყო და იოლი მოწინააღმდეგე აქ უბრალოდ არ არსებობს. მე ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ "სამტრედია" ამ წყვილში უპირობო აუტსაიდერია.

ვეცდები, ჩემი მოსაზრება გავამყარო. გასაგებია, რომ რასაც ჰქვია საკლუბო სტრუქტურა და ფინანსები, ამ მხრივ ჩვენს მეტოქეს აქვს უპირატესობა. მას ჰყავს ძვირად ღირებული ლეგიონერები, მაგრამ ფეხბურთში ეს ყოველთვის ყველაფერს არ წყვეტს.

მე ძალიან მომწონს გია ცეცაძის მუშაობის სტილი და საფეხბურთო ფილოსოფია. ევროთასებზე ყველაფერს ორმატჩიანი დუელი წყვეტს და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჩემი აზრით, "სამტრედიამ" ამ მეტოქესთან შეხვედრაში თავის გეზს არ უნდა გადაუხვიოს და არც გადაუხვევს - უნდა ითამაშოს სწრაფი, აგრესიული ფეხბურთი. ამ გუნდის პლუსად მიმაჩნია ისიც, რომ როგორც შეტევით, ისე დაცვით ფაზაში ყველა მოთამაშემ ზუსტად იცის თავისი ადგილი.

დინამო (ბთ)-იაგელონია

- ცოტა რთულია ჩემთვის ბათუმის "დინამოზე" საუბარი. რა თქმა უნდა, რთული მოწინააღმდეგეა "იაგელონია", პოლონეთის ჩემპიონატის მეორე გუნდია და ამით ბევრი რამაა ნათქვამი... ვნახე ამ გუნდის თამაშები და ქომაგებიც. შინ ძალიან მაგრად გულშემატკივრობენ...

თამაში ყველასთან შეიძლება და, მათ შორის, "იაგელონიასთანაც". ისე, ჩვენ ადრე ვეთამაშეთ ამ გუნდს წინასასეზონო შეკრებაზე. მაშინ "დინამოს" შოთა ჭეიშვილი წვრთნიდა. თუ არ ვცდები, 2015 წლის იანვარი იყო. მას შემდეგ "იაგელონიაში" შემადგენლობა შეიცვალა, მაგრამ, მოგეხსენებათ, სტილი არ იცვლება.

მე "იაგელონია" დამამახსოვრდა, როგორც მორბენალი და ძალიან დისციპლინირებული გუნდი, რომელსაც ჰყავდა შესანიშნავი, სწრაფი გარემარბები. ის შეხვედრა ჩვენ 1:0 მოვიგეთ. პირველიდან ბოლო წუთამდე ვიყავით კონცენტრირებულები და დიდი ყურადღებით ვითამაშეთ, განსაკუთრებით - დაცვაში.

როგორც ვიცი, ბოლო წამს გადაწყდა, რომ პირველი შეხვედრა საქართველოში უნდა გაიმართოს. კარგი იქნება, თუ მოვიგებთ თუნდაც მინიმალური სხვაობით და გოლს არ გავუშვებთ.

ჩემი აზრით, აქ შეიძლება საჩვენოდ ითამაშოს ერთმა ფაქტორმა - "იაგელონია" თავს ალბათ უპირობო ფავორიტად ჩათვლის....

ტორპედო-ტრენჩინი

- "ტორპედო" ძალიან კარგ ფორმაში ხვდება ევროთასებს. მახარებს კახა ჩხეტიანის წარმატება. მას უდიდეს პატივს ვცემ. "ტრენჩინი" არ არის გრანდი, მაგრამ დღეს ქართული კლუბები არ არიან იმ დონეზე, რომ რომელიმე მოწინააღმდეგესთან აშკარა ფავორიტებად ჩაითვალონ.

"ტორპედოს" მწვრთნელზე უკვე ვთქვი. ამას გარდა, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც გამოცდილება არ აკლიათ. შანსებს აქაც თანაბრად შევაფასებდი. ეგაა, არ უნდა მოვდუნდეთ პირველიდან ბოლო წამამდე.

ჩიხურა-ალტახი

- საჩხერულ კლუბს აქვს ევროთასებზე თამაშის დიდი გამოცდილება. კარგა ხანია, ეს ფეხბურთელები ერთად მოდიან, არც მწვრთნელს სჭირდება ჩემი ქება - სოსო ფრუიძის სასარგებლოდ მეტყველებს ის წარმატებული წლები, რომელიც მან ამ გუნდში გაატარა.

საქმე გვექნება ძალიან ორგანიზებულ, ტიპურ ევროპულ გუნდთან. არ უნდა დაიკარგოს კონცენტრაცია, როგორც ეს "ჩიხურას" მოუვიდა წინა ევროთასებზე, "ზიმბრუსთან" შეხვედრაში. მგონია, რომ რთულად, მაგრამ მაინც შესაძლებელია ამ ბარიერის დაძლევა.

ჩემი აზრით, ბოლომდე თანაბარი ბრძოლა იქნება ამ წყვილში და ბევრს გადაწყვეტს ცალკეული ნიუანსები. დიდი იმედი მაქვს გუნდისა და მწვრთნელის გამოცდილების.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaso
ეს თამაშები ნამდვილად ჩაახედებს სარკეში ჩვენს უნიათო და უსახურ ფედერაციას, პირველივე თამაშების შემდეგ დავკარგავთ ყოველგვარ შანსს. ისე თამაშიც არ გვჭირდება. ამათ ხელში კაიხანს არ გვეშველება. ჩვენ რომ ევროთასებზე გუნდები გვყავს, ასეთი გუნდების გაყვანისთვის, საერთოდ უნდა აგვეკრძალოს 3 წლით მაინც ფეხბურთის თამაში ფეხბურთისადმი უპატივცემულობის, გნებავთ ფალსიფიცირების გამო, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ტორპედომ შეიძლება გაიფაფხუროს რაცხა
gizog
ნამდვილად სწორად ამბობს ბატონი ლევანი, რომ თამაშს ძირითადად იგებს ის გუნდი, რომელიც იმ კონკრეტულ თამაშზე უფრო მეტ კონცენტრაციას გააკეთებს და არა მისი ინფრა სტრუქტურა და მათი ხელფასები. ბევრი თამაში გვახსოვს და ახსოვთ გულშემატკივრებს როცა ძალიან დიდი დუნდი მარცხდება ნაკლებად ძლიერ გუნდთან. მოგებისთვის უნდა მოვემზადოთ გულითადად 90 წუთი ვიბრძოლოდ მაქსიმალური ყურადღებით. ჩვენი მეტოქეები ამას ნაკლებად გააკეთებენ, რადგან შედარებით სუსტ გუნდთან თამაშობ მობილიზება ძალების ძალიან ძნელია. ყველა ევროპული გუნდი თამაშობს სათამაშო დისციპლინის დაცვით. თუ ჩვენ ავყვებით მათ თამაშს აუცილებლად გვაჯობებენ, ჩვენი თამაში უნდა იყოს გუნდური, მაგრამ ამავე დროს მოულოდნელი ინდივიდუალური სვლებით, ამს თუ სევასრულებ მაღალ ტემში მათი სათამაშო ნახაზები იშლება ადვილად დასამრცხებელი ხდებიან. ვფიქრობ დიდი გამოცდილების ქომაგები დაეთანხმებიან ჩემ მოსაზრებას, რამდენადაც შესაძლებელია მაღალი ტემპი და გუნდური თამაში ინდივიდუალიზმის ელემენტების გამოყენებით.
gura
იმედია ანახებთ სამივე თამაშს ვინმემ მომწერეთ თუ ანახებთ 29 ივნის არ არის ვაფშე ჩამონათვალში ლივე მაინც იყოს
d;g
შეტევიტი ტაკტიკა რომ აირშია ცეცადზემ გაბალასტან იმიტომ წავაგეტ 5/1 პირიკიტ დაცვაში უნდა ვიკოტ და კონტრ შეტევებზე უნდა ავაგოტ ტამაში ;ტუ გვინდა სამარცხვინოდ არ წავაგოდ
Levani
მრავალ სამარცხვინო გამოსვლას შორის ეს იქნება ყველაზე სამარცხვინო გამოსვლა ევროტურნირებზე
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
U20 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-20 ადგილზე დაასრულა
კირილე თვაური ერევანში ლატვიასა და ხორვატიის ფინალურ მატჩს მოემსახურება
მამარდაშვილის "ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - ეკიტიკე კარიერას "ენფილდზე" განაგრძობს
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
შეთანხმება მიღწეულია - მარკუს რაშფორდი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს
"ნაპოლიში" სწორედ ამიტომ გადმოვედი" - დე ბრუინმა ჟურნალისტებთან თავის არჩევანზე ისაუბრა
გადაიხდიან ამხელა თანხას? - მამარდაშვილის "ლივერპულს" ისაკის შესაძენად სატრანსფერო ფასი დაუსახელეს
ქოჩორაშვილი შეიძლება "სპორტინგის" ლიდერი გახდეს - იულმანს "იუვენტუსში" გადასვლა სურს
[VIDEO] დაიწყო - წიტაიშვილმა "მეცში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] დამაჯერებლად და ვადაზე ადრე - ლაშა გურულმა "უემბლიზე" ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
Arménie Football: სპერციანსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ის კარიერას "ჟირონაში" გააგრძელებს
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ჩემპიონი თუ ლიდერი?
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა თანამდებობა დატოვა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. X ტურის წინ: გადაადგილების მოლოდინი
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]