ხალხის ყურადღების ცენტრში ისეთი კალათბურთელი მოექცა, რომელმაც მხოლოდ 2 წუთი ითამაშა და არანაირი სტატისტიკური მონაგარი არ ჰქონია.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების დრამატული გამარჯვების შემდეგ ისრაელთან 104:91, ხალხის ყურადღების ცენტრში ისეთი კალათბურთელი მოექცა, რომელმაც მხოლოდ 2 წუთი ითამაშა და არანაირი სტატისტიკური მონაგარი არ ჰქონია.

ეს კალათბურთელი 27 წლის ილია ლონდარიძეა, რომელმაც გულითადი გულშემატკივრობით და ნაკრების მოტივატორობით გააცნო ტელეეკრანებიდან მაყურებელს თავი. მისმა ემოციებმა მოიცვა მთელი ინტერნეტსამყარო, გამოქვეყნდა მისი უამრავი ფოტო და ყველაზე პოზიტიურ თემად იქცა გამარჯვების შემდეგ.

არადა, ბევრი, ვინც ახლა დაიწყო კალათბურთის ყურება, არ იცნობს ამ გულიან ადამიანს. ილია საქართველოს სუპერლიგაში, "დინამოს" ღირსებას იცავს და სუპერლიგის გამორჩეული კალათბურთელია. წინა სეზონში მისი საშუალო მონაგარი ასეთია: 14 ქულა, 6.4 მოხსნა, 1.3 გადაცემა. ხოლო კარიერის საშუალო მაჩვენებელი: 11.2 ქულა, 7.2 მოხსნა და 1.2 პასი.

ილიამ კარიერა თბილისის "მაქაბში" დაიწყო და გიორგი შერმადინის თანაგუნდელი იყო. მას ყველა მეტსახელ "წეროთი" იცნობს, მისი სიმსუბუქისა და სიმაღლიდან გამომდინარე (2.05მ). ის თამაშობდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში და დღეს უკვე ეროვნული ნაკრების წევრია.

რაც შეეხება ევრობასკეტს, ილიამ სამ მატჩში 6 წუთი ითამაშა. 2-2 წუთით გამოჩნდა: ლიტვასთან, უკრაინასთან და ისრაელთან. სტატისტიკურად არაფერი არ გამოუმუშავებია, მაგრამ ის მოტივაცია, რასაც ეკრანიდან ვხედავთ, ნამდვილად გამოსარჩევია.

- ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს

სოსო
ილიამ მოსამზადებელ თამაშებში უფრო მეტი ითამაშა.ახლად შესული ძალიან დაძაბული იყო ხოლმე და ბევრ შეცდომას უშვებდა,მაგრამ როცა განმეორებით შემოჰყავდა,ის უკვე დაწყნარებული იყო ხოლმე და გაცილებით უკეთესადაც ირჯებოდა,სამწუხაროდ ევროპაზე ამის საშუალება ნაკრებს არ მიეცა და ზუროსმაც მისი შეყვანა ვერ გარისკა,ტორემ ერთ თამაშში თუნდაც 4-5 წუთი რომ მისცემოდა,დარწმუნებული ვარ მომდევნო თამაშებშიც მისცემდა ბიჭებს დასვენების საშუალებას და თვითონაც უფრო კარგად ითამაშებდა.

ამიტომ წამოვიდნენ სახლში. სათადარიგო მოთამაშე რომ გულშემატკივრობით დაგამახსოვრდება მხოლოდ . . .
david67
უჯიგრესი ადამიანი!
ზიზუ
პრაქტიკულად არ თამაშობს ეს ბიჭი, მაგრამ ისეთი დადებითი აურა და ისეთი გულით ქომაგობს ბიჭებს ამასაც ნიჭი უნდა, გაიხარე ილია ძალიან მაგარი კაცი ხარ
bevri egeti jigari saqartvelos :D
ყველაზე მაგარი კაცია :D კაცი კოლორიტი ამ ევრობასკეტის მერე ჰოლივუდში წავა აგერ მე აგერ თქვენ :D
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
[VIDEO] კატასტროფა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი "ბებერი არწივი" გახდა
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
შეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
17 ქულა და 14 მოხსნა - ნაკრების წევრმა გამარჯვება უზრუნველყო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
3-ქულიანების 100%-იანი მაჩვენებელი და 24 ქულა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
გამომყვები ცოლად? - ხელის თხოვნა საქართველო-ისრაელის მატჩზე [VIDEO]
ისევ შეცდომები დაცვაში - საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა [VIDEO]
საქართველო - ისრაელი 71:69 [ფოტოკოლაჟი]
მამუკელაშვილის 16 და შერმადინის 15 ქულა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან კვლავ დამარცხდა
ირაკლი ხოშტარია: "ხუვენტუდს" მომზადებულები ვხვდებით
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელთან 6 ქულით მარცხდება
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა: "დინამო" სრულად დაკომპლექტდა
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]