ლევონ არონიანი: "ქართველებმა, როგორც სჩვევიათ, ამ საპატიო და მძიმე მისიას შესანიშნავად გაართვეს თავი"
თბილისში, სასტუმრო "ბილტმორში", 27 სექტემბერს დამთავრდა მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელიც 2 სექტემბერს დაიწყო.

შვიდეტაპიანი პაექრობების გვირგვინი იყო გუშინდელი ტაიბრეიკი, რომელსაც თასის მფლობელის ვინაობა უნდა დაესახელებინა. შეგახსენებთ, რომ ოთხი კლასიკური პარტიისგან შემდგარი მინი-მატჩი ლევონ არონიანსა (სომხეთი, 2802) და დინ ლიჟენს (ჩინეთი, 2777) შორის ფრედ - 2:2 დასრულდა. მსოფლიოს თასის დებულების თანახმად, გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა ორი 25-წუთიანი პარტია (თითოეულ სვლაზე 10-10 წამის დამატებით).

პირველში თეთრებით არონიანმა ითამაშა. 22-ე სვლიდან აშკარა უპირატესობას სომეხმა დიდოსტატმა მიაღწია და 30-ე სვლაზე მეტოქეს საათი გააჩერებინა. მეორე ხელიც დაძაბული გამოდგა. თავიდან, თითქოს, ინიციატივას აზიელი ფლობდა, მაგრამ არონიანმა შეძლო არა მარტო პოზიციის გათანაბრება, არამედ 33-ე სვლაზე გაიმარჯვა კიდეც, ფინალური მატჩი მოიგო 4:2 და თასიც დაისაკუთრა.

34 წლის სომეხი დიდოსტატისთვის ეს პირველი წარმატება როდია: რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო ტურნირებში მოპოვებულ პრიზებზე, 2005 წელს მან ხანტი-მანსიისკშიც ყველას აჯობა მსოფლიოს თასის გათამაშებაში, სომხეთის ვაჟთა ნაკრებთან ერთად 1999 წელს ბათუმში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო, ხოლო მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადებზე სამჯერ (2006, 2008, 2012 წწ.) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. გაისად მარტში კი პრეტენდენტთა ტურნირი ელის.

- მეტად დამღლელი ტურნირის უმძიმესი ფინალური მატჩი გამოდგა, - გვითხრა შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ლევონ არონიანმა. - კლასიკურ პარტიებში უმთავრესად უპირატესობა ჩემს მხარეს იყო, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შევძელი. ცხადია, ამაში დიდი დამსახურება ჩემს მეტოქეს მიუძღვის. აი, რაპიდში კი უფრო პატივისცემით მოვეკიდე პარტიებს და ორივე 25-წუთიანი შეხვედრა მოვიგე.

- ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, მეორე პარტიის მე-20 სვლაზე E მხედარი F6 უჯრაზე უნდა გეთამაშათ. თქვენ კი მეფის H8 უჯრაზე გადაადგილება არჩიეთ.

- მე დავინახე ის სვლა... ცუდი სვლა იყო.

- თუმცა, მერე მაინც გადადგით ეს ნაბიჯი. რატომ?

- პარტიის მსვლელობისას რაღაც უნდა შემეცვალა, თორემ იმ ხელს, ალბათ, მდორედ წავაგებდი. მხედრის F6 სვლით კი "სასიკვდილო განაჩენის" დაჩქარება გადავწყვიტე.

- მან კი გამარჯვება მოგიტანათ...

- ბრძოლის სურათის შესაცვლელად მეტოქე ფსიქოლოგიურად მზად არ აღმოჩნდა - ძალიან სწრაფად ითამაშა, არადა, უფრო ძლიერი გაგრძელების მოსაძებნად უნდა დაფიქრებულიყო. ასე თუ ისე, ამ დაძაბულ პაექრობაში გავიმარჯვე და ამით ბედნიერი ვარ.

- ცხადია, თქვენს სიხარულს ახალშერთული მეუღლეც ინაწილებს...

- რა თქმა უნდა. იგი აქტიურად მქომაგობდა მთელი ტურნირის განმავლობაში. მალე ქორწილს გადავიხდით, ალბათ, კავკასიური საზომით - 350-მდე სტუმარი გვეყოლება.

- მსოფლიოს თასის ორგანიზაციაზე რას იტყვით?

- ქართველებმა, როგორც სჩვევიათ, ამ საპატიო და მძიმე მისიას შესანიშნავად გაართვეს თავი. ჩინებული პირობები გვქონდა შეჯიბრებისა თუ აქტიური დასვენებისთვის. დიდი მადლობა ყველას - ორგანიზატორებსაც და ქომაგებსაც, რომელთა ყურადღება არასდროს მომკლებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა