ევროპაში ყველაზე მეტი მოძრაობა ცენტრალურ ნახევარმცველებს უწევთ, ჩვენთან კი....
წლების წინ გიორგი დევდარიანმა ბევრისთვის გაუგებარ კილომეტრებზე დაიწყო ლაპარაკი - რომ ევროპაში ფეხბურთელებს უთვლიდნენ, რამდენს დარბოდნენ და იმაზე, რომ ფეხბურთელების ქმედუნარიანობას აპარატით ითვლიდნენ...

იყო შეხედულება, თითქოს, ქართველი ფეხბურთელები არ დარბოდნენ და მოძრაობა ეზარებოდათ. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორედ გამოიყენა "პოლარის" სისტემა, რომელიც ფეხბურთელთა ფიზიკური აქტივობის ანალიტიკურ სურათს იძლევა. პროგრამის მონაცემებმა აჩვენა, რომ, თურმე, ქართველებიც დარბიან. შესაძლოა, ისე ხარისხიანად და ინტენსიურად არა, როგორც ევროპელები, მაგრამ მაინც დარბიან.

დაფარული მანძილით ქართველი ფეხბურთელები საუკეთესო მაჩვენებლებთან ახლოს არიან - სადღაც 11-12 კილომეტრს ფარავენ. მაქსიმალურ სისწრაფეს რაც შეეხება: "ლელო" უკვე წერდა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "საბურთალოს" მცველ ლუკა ლაკვეხელიანს გასაოცარი შედეგი - 34.9 კმ/სთ დაუფიქსირდა. თურმე, ჩვენ თვალწინ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი თამაშობს.

- 34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!

ინტერნეტში ადვილია მსგავსი და ბევრი სხვა საინტერესო მონაცემის მოძიება. ასე რომ მივყვეთ და გავიგოთ, როგორი მაჩვენებლებია მაღალ დონეზე. დავინტერესდით და ძალიან საინტერესო ციფრებს წავაწყდით.

მანძილი ამპლუის მიხედვით

აქსიომაა, რომ ფეხბურთელი გარკვეულ მანძილს ამპლუიდან გამომდინარე დარბის. ყველაზე ცოტა დატვირთვა, ცხადია, მეკარეებზე მოდის - 1.5 კილომეტრიდან 3 კილომეტრამდე მანძილს ფარავენ.

მეკარეებთან შედარებით მეტი სირბილი ცენტრალურ მცველებს უწევთ, რადგან უმთავრესად, საკუთარ საჯარიმოში ტრიალებენ და მეტოქის ნახევარზე მხოლოდ "სტანდარტულის" ან კუთხურის შესრულებისას მოძრაობენ. მათი საშუალო მონაცემი 5-7 კმ-ია.

ფლანგის მცველებს ბევრად მეტი ჯაფა ადგათ, რადგან შეტევებში ცენტრალურ მცველებზე ხშირად ერთვებიან და გასაკვირი არ არის, რომ მათი მონაცემები 8-10 კილომეტრის ფარგლებში მერყეობს.

დიდ სამუშაოს ასრულებენ ფლანგის ნახევარმცველებიც, რომლებიც ასევე დიდ მანძილს ფარავენ. მათი მონაცემები დაახლოებით 11-12 კილომეტრის ფარგლებში მერყეობს.

ადრე თავდამსხმელებიც, დაახლოებით, ცენტრალური მცველების რეჟიმში, მხოლოდ მოედნის გარკვეულ სეგმენტზე მოძრაობდნენ, მაგრამ ბოლო წლებში მათი სამოქმედო არეალი საგრძნობლად გაიზარდა - შემტევს, რომელიც დაცვას არ ეხმარება და ბევრს არ მოძრაობს, თანამედროვე ფეხბურთში აღარ სწყალობენ. უკეთეს პოზიციაში მოხვედრისა და გატანის იმედად, ასევე, მეტოქის შეტევის ჩასაშლელად, მათ უბურთოდ ბევრი მოძრაობა უწევთ. ამიტომ, მათი მაჩვენებელი გაიზარდა და საშუალოდ 7-10 კმ-ის ფარგლებშია.

მართალია, ჩვენს პირველობაზე საუკეთესო მონაცემები ფლანგის მცველებსა და თავდამსხმელებს დაუფიქსირდათ, მაგრამ ევროპაში იციან, რომ ყველაზე მეტი მოძრაობა ცენტრალურ ნახევარმცველებს უწევთ, რადგან ამ პოზიციაზე რთული ამოცანები წყდება: შუა ხაზი ვალდებულია, გუნდის ერთიანი სტრუქტურის ორგანიზება მოახერხოს, დაცვიდან ბურთი სწრაფად ამოიტანოს, შეტევა ასევე სწრაფად წამოიწყოს და მეტოქის იერიშები შეაჩეროს.

ისინი საშუალოდ 10-12 კილომეტრს ფარავენ. ეს ამ პოზიციის მოთამაშისთვის ჩვეულებრივი ნორმაა და არა - ზემაჩვენებელი.

თუმცა, რაც უნდა გასაოცარი იყოს, თამაშის დროს ყველაზე მეტს... არბიტრი დარბის, რომლის საშუალო მაჩვენებელიც ევროპაში 13-14 კილომეტრია, ხოლო ლაინსმენების - 8-9 კილომეტრი.

რა ტემპში იფარება მანძილი

ცხადია, საინტერესოა, რაში ჩამოვრჩებით ევროპელებს ყველაზე მეტად. პირველი - საშუალოდ, ტოპგუნდების მოთამაშეები ჯამურად 105-109 კილომეტრს ფარავენ. საქართველოში ეს მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამდენად, სწორედ ეს იქნება მნიშვნელოვანი იმის გასაგებად, რომ ევროპელებს გუნდური კილომეტრაჟისა და სპრინტების რაოდენობაში შევედაროთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს ჩემპიონატში ეს მაჩვენებელი ტოპლიგებისას ჩამოუვარდება. განსხვავება იმაშია, რა ტემპში გარბიან ამ კილომეტრებს, რამდენ სპრინტერულ აჩქარებას ახორციელებენ და ასე შემდეგ. ასე მაგალითად, მოთამაშემ მაღალ სისწრაფეზე, შესაძლოა, მხოლოდ 1.5-1.9 კილომეტრი დაფაროს. საშუალოდ, ტოპგუნდების მოთამაშეები თამაშში ჯამურ 300-450-მდე აჩქარებას აკეთებენ.

რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ეროვნულ ლიგაში კარგი მაჩვენებელი უფიქსირდება, მაგრამ რაშიც გვიჭირს, ეს სპრინტებია და ამას ყველა აღიარებს: მხოლოდ სამი საუკეთესოს მაჩვენებელი გამოქვეყნდა და ვიცით, რომ პირველ ადგილზე "სამტრედიას" კაპიტანი, გიორგი დათუნაიშვილია (67), ხოლო მეორეზე - "საბურთალოს" მცველი ნოდარ იაშვილი (65).

ისიც საინტერესოა, ეს სპრინტები რა სისწრაფეზე კეთდება. საშუალოდ, ევროპულ ტოპკლუბებში ეს მაჩვენებლები 21 კმ/სთ-დან 25 კმ/სთ-მდე მერყეობს.

რთული ამოცანა

ევროპული ტოპკლუბები მაჩვენებლებს წლიდან წლამდე აუმჯობესებენ. ჩვენ მათ არსებულ მონაცემებშიც ჩამოვრჩებით და, ცხადია, ეს ჩამორჩენა უფრო და უფრო რთული დასაძლევი იქნება, თუკი ისინი კიდევ უფრო წინ წავლენ.

არადა, ეროვნული ლიგის მატჩებში საშუალოგუნდური მაჩვენებელი 9 კილომეტრიც რომ გამოვიდეს, ეს ჩვენს სტადიონებზე თამაშის ტემპს გაზრდის.

ამ საუკუნის დასაწყისში სარეკორდო საშუალო მაჩვენებლები ზინედინ ზიდანსა და ლუიშ ფიგუს ჰქონდათ, რომელთაც 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩებში, საშუალოდ, 11.2 კილომეტრი ირბინეს.

ბოლო წლებში (2016) კი რეკორდი "ბორნმუთის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა დანიელ გოსლინგმა დაამყარა, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში საშუალოდ 11.92 კილომეტრს ფარავდა. 11-11.5 კილომეტრის ფარგლებში მერყეობს ბრაზილიელი დანი ალვეშისა და ესპანელი ჩავის მაჩვენებლები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუჯა კახაძე
ბ-ნო გიორგი! გაითვალისწინეთ, ჩემი მეთოდი შემუშავებულია ნაკრების წევრებისა და ლეგიონერებისათვის, თუმცა მოზარდის სხეულის სწორად ფორმირებისათვისაც აუცილებელია. დაკავშირება შეგიძლიათ მობ: 591 28 72 12 ან ეწვიეთ ჩემს გვერდს.
გუჯა კახაძე
Zura! პერიოდულად მენდობიან და სწრაფ შედეგსაც აფიქსირებენ, მაგრამ მაინც ვერ იჯერებენ, რომ შედეგი ჩემმა მეთოდმა დააფიქსირა. თუმცა ვერც იმას განმარტავენ თუ შედეგი საიდან მოვიდა.
ხუთკუნჭულა
მას აწყობს რომ არ ენდობოდნენ, ასე უკეთესი რეკლამა მიდის,როგორც კი მიენდობიან და მისცემენ მესამე ლიგის კლუბს სადაც 24 საათი უნდა იმუშაოს 1000-1200 ლარად, მაშინ ყველა სხვა საქმეს მოსწყდება და ფაფუ.... ანუ სისტემა აქვს მაგრამ არა ჰყავს ისეთი მსურველი ვინც მას "საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას" დაუნიშნავს და თანაც უმაღლესი ლიგიდან.
Guadua
10000% ნათქვამია --- შემტევს, რომელიც დაცვას არ ეხმარება და ბევრს არ მოძრაობს, თანამედროვე ფეხბურთში აღარ სწყალობენ. ამიტომაც ზივზივაძემ მას მერე რაც ჩავიდა დანიაში 1 ბურთიც ვერ გაიტანა,მასზე მთელი სამტრედია მუშაობდა, თვით არაბულიც კი მასზე მუშაობდა, როგორც კი ეს მოაცილეს, ადამიანმა ვერაფერს ვერ მოერგო. ეს ზივიზვაძის ბრალი არაა, ეს მწვრთნელის ტაქტიკის ბრალია რამაც საბოლოოდ კარიერა გაუფუჭა ბიჭს.
Zura
უბრალოდ.. რამდენი ხანია ვიცი თქვენ შესახებ ბატონო კახა, ზედაპირულად, მაგრამ მაინც.. ვერ ვხვდები რატომ არ გენდობიან :დ თანაც არსად!!!
Levani
სპრინტების რაოდენობის გაზრდა შეიძლება ვერჰეინის მეთოდით... გუნდებს ყველა პირობა უნდა ქონდეთ იმისთვის რომ ეს მეთოდი დაინერგოს (პირველ რიგში მინდვრის საფარი)... შეუძლებელი არაფერია, ქართველი ფეხბურთელებიც შეძლებენ იმდენივე სპრინტს რამდენსაც სხვები... ფეხბურთის თამაშის ცოდნა უფრო ნაკლია სამწუხაროდ ვიდრე ფიტნესი საქართველოში...
გუჯა კახაძე
tornike! რამდენიმე ფეხბურთელს ახლაც ვავარჯიშებ მენტალური მეთოდიკის დახმარებით. შედეგი ყველასთან მაქსიმალურია. საუკეთესო შედეგი კი 11 წლის ფეხბურთელმა დააფიქსირა, რომელიც "ბარსელონას" აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც ძირითადი კრიტერიუმი მენტალური მომზადებაა.
გიორგი
ბატონო კახა თქვენი საქონტაქტო ინფორმაცია არ შეგიძლიათ დატოვოთ? დავინტერესდი თქვენი სამწვრთნელო მეთოდიკით :)
tornike
guja damainteresa tqvenma komentarma axlac avarjishebt fexburtelebs?
გუჯა კახაძე
შარშან იანვარში ფედერაციას შევთავაზე მენტალური მომზადების მეთოდიკა, სადაც შესაძლებელია სპრინტი ყოველ 2 წუთში. ფედერაციაში სასაცილოდ არ ეყოთ - ეგ ხომ ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებაო, 45 სპრინტი გამოდის ორ ტაიმშიო. აქ კიდევ პირველად გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებული იყო 67, 51 და 59 სპრინტი. რამდენად რეალურია ეს მონაცემები, როდესაც წლებია ევროპაზე ყველა ბურთს გვახევს ვისაც არ ეზარება? ტოპგუნდები ჯამურ აჩქარებას ერთ თამაშში 300-დან 700-მდე აკეთებენ. ოღონდ საშუალო მანძილად 20 მეტრი ითვლება 1 აჩქარებაზე, რაც ნიშნავს - ჯამური აჩქარება გუნდზე 1 თამაშში 6 000 მეტრიდან 14 000 მეტრამდე. მე ფედერაციას გარანტირებულიად ვთავაზობდი ჯამურად 450 სპრინტს 1 თამაშში და არა აჩქარებას, რაც ნიშნავს 9 000 მეტრ ჯამურ სპრინტს გუნდზე 1 თამაშში. პირობის ვერშესრულების შემთხვევაში თანახმა ვიყავი სოლოდური ფულადი ჯარიმა გადამეხადა. პასუხი დღემდე არ მიმიღია. მსგავს დავალებას (სპრინტი ყოველ 2 წუთში) 52 დღიანი კურსის გავლის შემდეგ ჩემთან მოზარდი ფეხბურთელებიც ადვილად ასრულებენ.
pele
საინტერესოა რამდენს ფარავს მარსელო, რომელიც სრულად აკონტროლებს მარცხენა ფრთას?!
vaxtangi
Rasac gindat da gackobt imas cert tqven sakvarel fexburtelebze magrebixart,ra aketed eg serilebi da ahedegs mere naxavt rogori iqneba
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
დინამო(თბ)-სამტრედია 3:2 - ლამაზი დრამა, რომელსაც მაყურებელი აკლდა [VIDEO]
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
24 წლის შემდეგ - ფიგუს ერთადერთი სინანული აქვს და ეს "ბარსელონადან" "რეალში" გადასვლა არაა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ნოდარ იაშვილი: "საბურთალოს" ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია
"ეს მთლიანად შენს კისერზეა!" - ფიგუმ სანტუში გააკრიტიკა
თბილისის "დინამოს" მცველი: ჩვენი ოცნებაა, სტადიონი გაივსოს; მჯერა, მინდორს თავაწეულები დავტოვებთ
საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ, ზიდანი გახდება
ნოდარ იაშვილი თბილისის "დინამოდან" "საბურთალოში" გადავიდა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
ფიგუმ რამდენიმე სიტყვაში ახსნა, რატომაა კრიშტიანო რონალდო უდიადესი ფეხბურთელი
ზიდანმა დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებმაც "რეალში" ყველაზე მეტად აღაფრთოვანეს - სიაში კრიშტიანო რონალდო არაა
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია" "ყარაბაღზე" უკეთესი იყო!"
რატომ გადავედი "ბარსელონადან" "რეალში"? ფიგუმ ტრანსფერის მიზეზი დაასახელა
ლუკა ლაკვეხელიანი უკვე "მეზეკოვეშდშია"
Marca: ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
რას გვაძლევს პოლარის სისტემა - ინტერვიუ ირაკლი ჩიტაურთან
"გავწვრთნი თუ არა "ბაიერნს"? - ზიდანმა "რეკორდმაისტერის" ჩაბარებაზე ისაუბრა
ოფიციალურად - ლაკვეხელიანმა "მეზეკოვეშდთან" სამსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა
ზიდანის შვილმა 29 წლის ასაკში თამაშს თავი დაანება
სიახლე: პოლარის სისტემა - ვინ რამდენს დარბის ეროვნულ ლიგაში
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას უპასუხა...
ნოდარ იაშვილი "საბურთალოდან" თბილისის "დინამოში" გადავიდა
"მომავალ სეზონში უნდა დავბრუნდე" - ინტერვიუ ლუკა ლაკვეხელიანთან
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
თბილისის "დინამომ" ლუკა ლაკვეხელიანი დაიმატა
სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!
34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
პოლარის სისტემა: კუხიანიძის საუკეთესო შედეგი, იაშვილის უჩვეულო სისწრაფე
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
"ერთმანეთს ვეკითხებოდით - ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე?"
სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"რონალდოს სკამზე დატოვებით მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდები" - ფიგუმ სანტუში გააკრიტიკა