"თბილისმა" "ზაზა" დაამარცხა და ფინალში გავიდა
A ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში 2 დღის წინ გასულ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს კლუბი “თბილისი” შეუერთდა. ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა თბილისელებმა დღეს ოლიმპიურ სასახლეში “ზაზა ფაჩულიას აკადემიას” 71:60 სძლიეს და “ა” ლიგაში გადასასვლელ გადამწყვეტ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციოში 4 გუნდი დარეგისტრირდა, თუმცა “რაზმმა” რიგი პრობლემების გამო ასპარეზობა ვერ შეძლო. დარჩენილი 3 გუნდიდან ჯგუფში პირველ-მეორე ადგილები ზემოთ ნახსენებმა კსუ-მ და “თბილისმა” მოიპოვეს. სწორედ ამ გუნდებმა მოიპოვეს ფინალურ სერიაში ასპარეზობის უფლება და 2 მატჩის ჯამში გამოავლენენ გამარჯვებულს, რომელიც “ა” ლიგის საგზურს მოიპოვეს. საკვალიფიკაციოს ფინალში დამარცხებულსაც რჩება “ა” ლიგაში გადასვლის შანსი და დამატებით საკვალიფიკაციო რაუნდს გასული სეზონის აუტსაიდერ სეუ-სთან გამართავს.

“თბილისისა” და “ზაზას” მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თბილისელები უმეტესად ლიდერობდნენ, თუმცა “ზაზას აკადემია” მეტოქეს არ რჩებოდა და შანსს ინარჩუნებდა. “თბილისმა” გარდატეხის მოხდენა ბოლო წუთებზე მოახერხა, როცა მეტოქეს 10 ქულით გაექცა და მატჩის გამარჯვებამდე მიიყვანა.

გამარჯვებულებს 17 ქულით ალექსანდრე მეგენეიშვილმა ულიდერა. 16 ქულა დააგროვა ლუკა ზაქრაძემ. “ზაზაში” 14 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო სტოიან კნეჟევიჩმა.

A ლიგის საკვალიფიკაციოს ფინალური სერიის მატჩები კსუ-სა და “თბილისს” შორის 16 და 18 დეკემბერს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
წყალბურთი: ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "თბილისმა" ანგარიში გაათანაბრა
წყალბურთი. "თბილისი" საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
წყალბურთი: "დინამომ" და "თბილისმა" მეტოქეები მარტივად დაამარცხეს
წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონატის ფინალი: "დინამომ" პირველი შეხვედრა მოიგო
წყალბურთი. ჩემპიონატი: ლიდერებმა კვლავ გაიმარჯვეს
კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი A ლიგის ფინალში გავიდა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტი თბილისის "ოლიმპია"