საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და "მშობელთა საინფორმაციო ცენტრის“ ერთობლივი ორგანიზებით, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და სუპერლიგის მოთამაშეები, ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად აუტისტური სპექტრის მოზარდებს თბილისის პარასპორტის განვითრების ცენტრის სპორტულ კომპლექსში ესტუმრნენ.

მშობელთა საინფორმაციო ცენტრის (PIC) ადვოკატირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობელთა, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის და თბილისის მერიის ერთობლივი მუშაობით, 2016 წლის 30 ოქტომბერს, პირველად საქართველოში, ჩამოყალიბდა კალათბურთის სექცია.

ბავშვთა საკალათბურთო სექციის ვარჯიშს დღეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი და მოქმედი კალათბურთელები და საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და სუპერლიგის გუნდების -"ოლიმპის", "კაკტუსის", "მარნეულისა" და "სოხუმის“ მოთამაშეებმა ბავშვებს საჩუქრად ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურები და სათამაშო ბურთები გადასცეს. კალათბურთელებმა ვარჯიშის პროცესში მონაწილეობა მიიღეს და ბავშვებთან ერთად ითამაშეს, რამაც მოზარდები ძალიან გაამხიარულა.

როგორც ცნობილია, აუტისტური სპექტრის მოზარდებისთვის სპორტით დატვირთვა აუცილებელია მათი ფიზიკური და მენტალური უნარების განვითარებისთვის. მათ შორის კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კალათბურთში მომზადებას, რომელიც შშმ ბავშვებში ავითარებს სხეულის ფლობის, გუნდური მოქმედების, საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ინტეგრაციის შესაძლებლობებს.

ორგანიზაცია "მშობელთა საინფორმაციო ცენტრი“ 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ზრუნავს შშმ ბავშვების უფლებების რეალიზაციისა და მათთვის საჭირო განმავითარებელი სერვისების დაფუძნებასა და სისტემატიზებულ ჩამოყალიბებაზე.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს კოორდინაციას უწევენ, ურთიერთობის გაგრძელებას და გაღრმავებას გეგმავს.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
„ორბმა“ თსუ-ს საოცარი წამოწევა გაუცუდა და სერიაში წონასწორობა აღადგინა
თანაბარი ტაიმის შემდეგ თსუ-მ ორბი დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა