მადრიდის "რეალისა" და ტურინის "იუვენტუსის" შეხვედრის მთავარი არბიტრი მაიკლ ოლივერი მატჩის მთავარი ფიგურა აღმოჩნდა.

▶ ვინ არის მსაჯი მაიკლ ოლივერი, რომელიც სუპერპოპულარული გახდა

შინ 0:3 წაგების შემდეგ ტურინელებმა სტუმრად "რეალს" 3 გოლი გაუტანეს, ხოლო დამატებით 97-ზე წუთზე საკუთარ კართან პენალტი მიიღეს.

ბენატიას მოქმედება ვასკესზე მსაჯმა წესების დარღვევად ჩათვალა და 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ უნაკლოდ შეასრულა და "იუვენტუსის" ოცნებები დაასამარა.

საფეხბურთო სამყაროში უმეტესობა ამტკიცებს, რომ პენალტი დასანიშნი იყო, თუმცა გამოჩნდნენ ისეთები, ვინც საპირისპიროს ამბობს. თან, ვინმე გულშემატკივარი კი არა, არამედ ყოფილი ესპანელი (წარმოშობით ბასკი) მსაჯი.

ედუარდო იტურალდემ AS-თან საუბარში პენალტის ეპიზოდთან დაკავშირებით თქვა:

"უკნიდან შეხება საკმარისი არაა. ეს არ იყო პენალტი".

▶ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]

საკვირველია
რატომ არავინ არაფერს ამბობს კარებს უკან მდგარ მსაჯზე რომლის თვალწინ 4 მეტრში მოხდა ეს ეპიზოდი.გამორიცხული არ არის მანაც უკარნახა პენალიაო.თუ მას პენალის საკითხი არ ეხება?
უბრალო
რეალის ფანები და ნეიტრალურები იტყვიან იყოო,რადგა ჯარიმა იყო, ხოლო იუვეს და განსაკუთრებული არაობიექტურებით გამორჩეული ბარსას ფანები იტყვიან არაო. ამიტომ ჩაატარეთ მსაჯების გამოკითხვა.დადგინდება პროცენტულად სიმართლე.ისინი ყველაზე კომპეტენტურები არიან.
დელპიერო
პატარა კონტაქტი იყო მაგრამ ამ სიტუაციაში მსაჯთა 99 პროცენტი პენალტს არ დადებდა.. მარა როგორც მივეჩვიეთ საკამათო სიტუაციაში მსაჯები ყოველთვის რეალის და ბარსას სასიკეთოდ იღებენ გადაწყვეტილებას.. ამას Yუ ვინმე უარყოფს ან რეალის ფანია ან ბარსასი. ჩემთვის პირადად ეს თამაში ლიგის მოგებას ნიშნავდა და ვამაყობ ბავშვობიდან სწორედ ეს გუნდი რო ავირჩიე საქომაგოდ.
მალხაზი
რას ნიშნავს კონტაქტი იყო, ეს რა, ფეხბურთია თუ ბალეტი? არავითარი წესების დარღვევა არ ყოფილა. პენალტი არ იყო!!!
ტემო
პენალტი ან არის ან არა,რას ქვია 100% იანი.ბურთის მიღების დროს ვასკესი, რომელიც მეკარესთან პირისპირ რჩებოდა წააქციეს.ამაზე მეტი 100% რაღაა.უბრალოდ ბენატია რომ არ დაჯახებოდა მეკარესთან ისე ახლოს რჩებოდა რომ დიდი შანსი იყო ვერ გაეტანა.
LG
რამ წააქცია დასარტყმელად გამზადებული ვასკესი? წნევა დაუვარდა ეტყობა ან იქნებ გულმა უმტყუნა. კონტაქტი იყო ხელითაც და მუხლითაც სანამ ბურთს შეეხებოდა ისიც თუ საერთოდ შეეხო ბურთს და რა მნიშვნელობა აქვს რომელი წუთი იყო. ზოგს მართლა დამატებითის ყურება გინდოდათ ზოგს რეალის გამოვარდნა და გაიძახით არ იყოო მაგრამ ეგრე არაა რა წესები დაირღვა და სამართლიანად დაინიშნა.
იქნებ, დელ პიეროს კომენტარიც წაიკითხოთ "არარეალისტებო" )))
იყო(ო) პენალტი!
Basketball everywhere
რახან ამხელა აზრთა სხვა და სხვაობა გამოიწვია უკვე გამოდის რომ არ იყო 100% პენალტი, შესაბამისად ვთვლი რომ ასეთ მატჩში და ასეთ დროს თუ უეჭველი პენალი არაა არ უნდა დადო.
gogliko
რა შეხება ტო ტიპი შემოაჯდა და გააჭენა
T.Q
მსაჯი: აუ ნახევარუ საათი რა ირბენს კიდე დავაი პენალი. არ უნდა დაენიშნა რადგან დამატებითში გადადიოდა ისედაც და ბოლო წამს როცა იმ შეტევით მთავრდებოდა ძირითადი დრო.
aburjga
ამიტომ კარგა ხანია აღარ ვუყურებ ფეხბურთშ. გამორთეთ ტოტალიზატორები, შეწყდეს ფეხბურთელებით ვაჭრობა და დავიწყებ თავიდან!
maxo
რა შუაშია აქ შანსის მოკვლა არმოკვლა ხელი კრა და წააქცია ბურთს არ შეხებია ესეიგი პენალია,რაც გააკეთა კიდეც,ხოლო ისკოს გოლი უნდა ჩაეთვალა იმიტომ რომ რონალდომ კარში დაარტყა და მეკარისგან დაუბრუნდა ბურთი სუფთა გოლი არ ჩათვალა,
ზასტაველი
არცერთის გულშემატკივარი არ ვარ,პენალტი კი იყო.უკნიდან შეახტა წააქცია ისე,რომ იუვეს მცველს ბურთზე კონტაქტი არ ქონია,აბა პენალტი სხვა რა არის?მაინცადამაინც კბილები უნდა ჩაელეწა და ფეხებით გადაევლო თავზე?იყო პენალტი,იყოოოოოოოო....
ობიექტური
არც იუვეს ფანი ვარც, არც ბარსასი და საერთოდ ობიექტური რომ ვიყავი იმიტომ დავწერე ეგრე, თორემ მაშინ მსაჯის გინებას დავწერდი, არ შეიძლება ეგრე მუდამ რეალის სასარგებლოდ რატომ "უშვებენ შეცდომებს" მსაჯები ან სადავო ეპიზოდებს მათ სასარგებლოდ წყვიტავენ. ეგ არი პრობლემა, რომლის მიზეზიც ბევრისთვის ცნობილია. მაგ მსაჯს კი მთელი ცხოვრება სინდისი შეაწუხებს, ოდნავ მაინც თუ აქვს, პენალტის გამო თუ არა, ცოცხალი ლეგენდა ბუფონი რომ ფაქტიურად არაფრის გამო გააგდო და ის 1% შანსიც მოუკლა იუვენტუსს. ისე იუვეს თუ მართლა ყავს ეგეთი "ვითომ ფანები", რომლებიც თვლიან რომ იყო პენალტი მაშინ კარგად ქონიათ საქმე, როცა ბევრი ფიფას მსაჯის კი აღიარებს, რომ არ უნდა დანიშნულიყო პენალტი
mtieli
არ უნდა დაენიშნა პენალი. იუვეს ორი შეცვლა ჰქონდა დარჩენილი, რაც დიდი ფორა იყო.
On
ვისაც რეალი სძულს ყველა დაწერს რომ პენალტი არ იყო! მეც გულზე არ მეხატება მაგრამ პენალტი იყო უეჭველი! რეალი არ იმსახურებდა ნახევარფინალს! იუვემ დაამტკიცა რომ უფრო ღირსი იყო მაგრამ მცველს ნერვებმა უმტყუნა სამწუხაროდ
ვითომ "ობიექტურს"
იუვეს ადეკვატური ფანები ამბობენ, რომ იყო პენალტი. ანუ, მაგ ვაი-ლოგიკით ბოლო წუთზე, მანდამაინც ფეხი უნდამოტეხო, რომ პენალტი დაიდოს. ბარსას ფანებს უფრო ეწყინათ და თეთრზე შავს ამბობენ..
shoda
ვინ აძლევს ეგეთ პენალს? თან 97-ე წუთზე?
soxumeli
იუვეს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ვთვლი რომ პენალტი იყო. ერთი იმას თუ გავითვალისწინებთ რომ დამატებითი დროის ბოლო წუთია და ამ გადაწყვეტილებით ერთ-ერთ გუნდს ყველა იმედს უკლავ, მაშინ რა თქმა უნდა შეიძლებოდა არ დაენიშნა, მაგრამ ის რომ ასე გადაწყვიტა არბიტრმა, ამის გამო ვერ ვიტყვი რომ პენალტი არ იყო! პ.ს. ერთი სიტყვით პენალტი იყო, მაგრამ ამ სიტუაციაში შეეძლო არ დაენიშნა!!! რეალს ბერნაბეუზე 3 ბურთს რომ ამოუქაჩავს იმ გუნდს ბოლო წამებზე ასეთ შემთხვევაში შანსი არ უნდა მოუკლა!!!
ობიექტური
როდესაც რამოდენიმე წამში დამატებითი დრო იწყება პენალტი უნდა დაინიშნოს მხოლოდ თუ 100%იანი დარღვევაა, ეს ეპიზოდი არ იყო 100%იანი პენალტი, გარწმუნებთ მსგავსი მომენტი რეალის კარში რომ ყოფილიყო არ დანიშნავდა მსაჯი პენალტს, ეგ არი არაობიექტურობა, თორემ 30 წუთზე კი შეიძლება მსაჯმა დანიშნოს ეგეთ დარღვევაზე პენალტი, 50-50ზეა მსგავის დარღვევის დროს და მსაჯს შეუძლია თავის შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს, მაგრამ 93 წუთზე არა, თან იმ ყველაფრის ფონზე როგორც განვითარდა მოვლენები. მსაჯს ან სტადიონის შეეშინდა ან ხელმძღვანელობის.
პენალტი იყო თუ არა?
თუ დააკვირდებით სანამ ბურთს მიიღებდა მკერდით უკვე მოხდა კონტაქტი, რასაც მოყვა წაქცევა. ეს იყო პენალტი. თანაც 100 პროცენტიანი. უბრალოდ მე, მიუხედავად რეალის გულშემატკივრობისა მაინც ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა დამატებით დროში გაემარჯვა ვიდრე ასე. ანუ რომ არ დაენიშნა გაცილებით კარგი იქნებოდა. როგორც მინიმუმ ჩვენც მოგვაკლდა ნახევარსაათიანი სიამოვნება. ამ შემთხვევაში ყველანაირი სპეკულაციები დასრულდებოდა. იმას რად უნდა ლაპარაკი, რომ იუვენტუსზე 100 თავით მაღლა დგას.
11111
ქვა რომ ჩაერტყათ მთლად პენალტი არ უნდა დაენიშნა. უბრალოდ სირცხვილია და მეტი არაფერი. ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყო ობიქტურობა ობიექტურობაა. არანაირად არ უნდა დანიშნულიყო და ბუფონს რაც გაუკეთა მსაჯმა ეს ამორალურია ნამდვილად. მაგრამ რას ვიზავთ მაგრამ რას ვიზავთ, რეალია და ყოველთვის მისკენაა უპირატესობა მსაჯების ვის წინააღმდეგაც არ უნდა თამაშობდეს. არა მარტო მსაჯები და ამას დასტურებტ უამრავი ფაქტი. დაუჯერეთ მარადონას: გააუქმეთ ტოტალიზატორები და მივიღებთ იდეალურ ფეხბურთს
ვაა
ხო ვარდნაში ააცალა ბურთი ბენატიამ სუფთად და ვასკესმა ისიმულანტა ნეიმარი-სუარესივით (პსჟ შარშან). იყო აბა მეტი რაზე ინიშნება პენალტი ვინმემ ამიხსენით.
შმაგი
მე ბარსელონას ფანი ვამბობ რო 100%იანი პენალტი იყოო... და სარრთოდ შეიძლება ერთი გუნდის ფანია ბევრი მაგრამ ყელას სხვადასხვა აზრი აქვთ ამიტო მარტო ბარსას ფანებს ნუ გადავეკიდბით!!ჩემი რჩევა იქნება ობიექტურები ვიყოთ
Valerius
ისე რეალის ბინძური დედა მოვიკითხე რაც პენალტი არ იყო დასანიშნი
ქუთაისელი
1000 %-იანი პენალტი იყო! ამ ვიდეოთი უნდა შეამოწმონ მხედველობა ოფთალმოლოგებმა. :)
"ბარსელონას" გულშემატკივრობა არაობიექტურობი გარანტიაა! :)
პენალტი? 100%-ანი! ესპანეთი? ერთიანი, მთლიანი! :)
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
ბუფონი: მე ბუფონი ვარ, არავითარ შემთხვევაში ოლივერს ბოდიშს არ მოვუხდი
[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
მაიკლ ოლივერი ინგლისის თასის ფინალს იმსაჯებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"იუვენტუსის" ფანებმა მაიკლ ოლივერის ნაცვლად შეცდომით სხვა პიროვნებას აგინეს [PHOTO]
"იუვენტუსის" ყოფილი მეკარე: ბუფონის ადგილზე ოლივერს ცხვირ-პირს გავუერთიანებდი
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
მაიკლ ოლივერი: საშინელი დღეები გადავიტანე, მაგრამ...
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ადრიანო გალიანი: მაიკლ ოლივერი იდიოტია