ქუთაისის "ტორპედო" მიმდინარე ეროვნულ ლიგაში არასტაბილურად ასპარეზობს. გუნდს 3 მოგება და 3 მარცხი აქვს, რითაც 9 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

რა მდგომარეობაა ამჟამად "ტორპედოში", როგორ ემზადება კლუბი მომავალი დაპირისპირებისთვის და აპირებს თუ არა კიდევ გაძლიერებას - Sportall.ge "ტორპედოს" მწვრთნელ კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა.

- როგორ შეაფასებდით "ტორპედოს" თამაშს მიმდინარე სეზონში?

- რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი არ არის. მართალია, 3 შეხვედრა მოვიგეთ, მაგრამ ამდენივეში დავმარცხდით. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ დამაკმაყოფილებელია.

- ამ გადმოსახედიდან რამდენად კმაყოფილი ხართ სატრანსფერო ფანჯარაზე "ტორპედოს" აქტიურობით?

- გუნდი ყოველთვის უკეთესს ითხოვს, მით უმეტეს, ქუთაისის "ტორპედო". ზოგი ადრე ეწყობა გუნდს, ზოგიც გვიან.

მთავარია, ახალწვეულებმა მალე გაიგონ გუნდის მოთხოვნები. დიდი იმედი მაქვს, ისინი გუნდის სრულყოფილი წევრები გახდებიან და წარმატებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ.

- ლიდერ "საბურთალოს" უკვე 6 ქულით ჩამორჩებით. რა იქნება "ტორპედოს" მიზანი მიმდინარე სეზონში?

- მიზანი ჩვენთვის არ იცვლება, მით უმეტეს, შარშანდელი ჩემპიონატიდან გამომდინარე.

ნათქვამია, შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მოპოვებაო... ამიტომ ყველამ ორმაგი შრომა და ძალა უნდა გავიღოთ, რომ ეს შედეგი შევინარჩუნოთ.

შემდეგ ტურში ლიდერ "საბურთალოს" ვეთამაშებით, რომელიც თავისი თამაშის ხარისხით ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. მათ ქულების უკვე დიდი რაოდენობა აქვთ მოპოვებული და ჩვენთვის ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.

შემიძლია ვთქვა, რომ ეს 6-ქულიანი თამაშია, ამიტომ განვლილ ტურებში მარცხი უნდა დავივიწყოთ. უნდა ვეცადოთ, შეცდომები მაქსიმალურად აღმოვფხვრათ და დროა, გამარჯვებები დავიწყოთ.

- "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდმა" "ჩიხურასთან" მატჩის შემდეგ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ მიშიკო სარდალიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორია ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- მიშიკოს ამ დროისთვის წოლითი რეჟიმი აქვს გამოწერილი და ჯერ მისი ვარჯიში არ შეიძლება. იგივე შემიძლია ვთქვა თორნიკე კაპანაძეზე, რომელიც დაახლოებით ერთი კვირა ვერ დაგვეხმარება.

- "ჩიხურასთან" თამაშის შემდეგ აღნიშნეთ, რომ გუნდმა სხვადასხვაგვარი ტაიმები ითამაშა. რატომ ვერ ახერხებს გუნდი ორივე ტაიმში ერთი დონის ფეხბურთის ჩვენებას?

- პირველ ტაიმში ძალიან ვჩქარობდით და ბურთი ხშირად იკარგებოდა. მეორე ტაიმში უფრო ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშეთ და როგორც ბურთის ფლობით, ისე მომენტებით მეტოქეს ვაჯობეთ.

- ეროვნული ლიგის დაწყებიდან 6 ტური უკვე გავიდა. თქვენი აზრით, ვინ იქნება თქვენთან ერთად ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი?

- ჩემთვის მთავარია, ჩვენ ვიყოთ სხვისთვის კონკურენტი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ალბათ, ჩემპიონობისთვის 5-6 გუნდი იბრძოლებს...

გამოვყოფდი "დინამოსა" და "საბურთალოს".

- როგორ ფიქრობთ, წელს ჩემპიონატის დონემ უფრო აიწია?

- როგორ გითხრათ... ჩემი აზრით, უფრო ძლიერი გუნდები არიან წელს. დაძაბული და კარგი თამაშები წინა წელსაც იყო და იმედი მაქვს, წელს უკეთესი იქნება.

ბევრი კარგი გუნდი შეიკრა, იგივე "დინამო", "საბურთალო", გორის "დილა", "რუსთავი"... დიდი იმედი მაქვს და ასე ჩანს, რომ დონემ უნდა აიწიოს.

- ბოლოს ევროთასებზე გკითხავთ. ერთი სატრანსფერო ფანჯარა კიდევ იქნება ევრთასებამდე. ხომ არ გაქვთ რაიმე მონახაზი უკვე და აპირებთ თუ არა გაძლიერებას?

- აუცილებლად, აუცილებლად გვესაჭიროება გაძლიერება. ჩვენ აქამდეც გვინდოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვერ მოხერხდა.

გუნდის ხელმძღვანელობა იმედს გვაძლევს, რომ მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა 3-4 მაღალი დონის მოთამაშე დავიმატოთ, რომელიც გუნდს გააძლიერებს.

gia
Tasi aigo sxvisi mokvanili bichebit da chempionic mase gaxda..tviton korobko,kvirkvia,xurcidze,beriashvili,kuchuxidze da sxva bevri xlami moikvana..axla kide vnaxot gasadzlierebeli rom aris gundi ra selekcias ganaxorcielebs,0 ia selekciashi!
ქუთაისელი-2
კი ბატონებო 3-4 მოიყვანეთ მაგრამ 7 რომ გასაშვებია ტორპედოდან!
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ვისაც ფეხბურთელის მომზადება შეუძლია იმას რატო არ იწვევთ და სულ დამატებით რატო გვაიმედებთ
gela
დანაპირებულს სამი წელი უცდიან----ასე ხომ არ არის ტორპედოში. კახა მეტი რისკი და ახალგაზრდებს მიეცი მეტი დრო ტამასში, დააბრუნე სამგურნალოდან ის ახალგაზრდა ბიჭი ტავდასხმაში ნუ ჯიუტობ
alexandre
გამაოგნებელია პირდაპირ. კარგით რა!!! რა უბედურება გვჭირს. ყოველ წელიწადს ერთი და იგივე! მესი და რონალდო რომ დაიმატო, მათაც ჭირდებათ... რაა? აპა თუ მიხვდებით??? შე-თა-მა-შე-ბა!!!!!!!!!!!!!!!! დაიწყება ისევ თავის მართლება, ვერ მოასწრეს და ა.შ.. ამიტომ, თუ ვინმეს დამატება შეგეძლოთ ზამთარში დაგემატებიათ. ეხლა კი ვინც გყავთ იმათზე გააკეთეთ აქცენტი და აგრძნობიეთ ბიჭებს რომ ენდობით, რომ თავი დადონ და არ შერცხვენ ისევ და ისევ. ასე აჯობებს. ძალიან გთხოვთ, არ დაბლოკოთ. ეს მე კი არ მჭირდება, იმ ბიჭებს სჭირდებათ, ვინც გუნდშია დღეს. ეს ქართულ ფეხბურთს სჭირდება.
dato
მესამე იქნება ლადო დვალიშვილი.)))
givi
მესამეს რატომ არ გვიმხელ :)

ეს სტატის ჩინელ ინვესტორებზე პასუხია:D:D:D:D
bacho
დვალიშვილი მოყავთ
გიორგი
კარგი რა, თქვენმა ხელმღვანეობამ დაპირებული მაისური არ გადმომცა. უკვე 1 წელი გავიდა და მაღალი დონის ფეხბურთელებისათვი საჭირო თანხას გამოყოფს?

3 magali done anu davit kvirkvelia ucha lobjanidze da mesame saidumloa
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
თორნიკე კაპანაძემ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
"უოტფორდში" ჩისკოს ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი პორნოვარსკვლავი მია ხალიფა იქნება
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
"დინამო" (თბ) - "სოჭი" [LIVE)
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური: "ჩიხურამ" "სამტრედია" დამაჯერებლად დაამარცხა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
ეროვნული ლიგა. XIII ტური: "საბურთალომ" "ტორპედო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
თორნიკე კაპანაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
მიშიკო სარდალიშვილი: გატანილი გოლით სასწაულად გახარებული ვარ
ულამაზესი მაკრატელა საქართველოს ჩემპიონატში - თორნიკე კაპანაძემ "ჩიხურას" საოცარი გოლი გაუტანა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. VIII ტური: საჩხერის "ჩიხურამ" ფოთის "კოლხეთი" დაამარცხა
ეროვნული ლიგა განახლდა: ერთი გოლის ფასი
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ეროვნულმა ლიგამ IV წრის საუკეთესოები დაასახელა
კონფერენს ლიგაზე "დინამო თბილისისა" და "ტორპედოს" მეტოქეები გაირკვა
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
მიშიკო სარდალიშვილი "ჩიხურადან" "მერანში" გადავიდა
თორნიკე კაპანაძე "დილას" ფეხბურთელი გახდა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს