12 ივლისს თბილისში ტურინის "იუვენტუსის" საწვრთნელი ბანაკის პრეზენტაცია გაიმართა. 7-დან 16 წლამდე ასაკის ქართველ ბავშვებს ყოველწლიურად 5-დღიანი მასტერკლასის გავლა შეეძლებათ.

მასტერკლასებს კი ბავშვებს იტალიელი მწვრთნელები ჩაუტარებენ. კონკრეტულად კი, ტურინიდან 3 მწვრთნელი ჩამოვა.

Sportall.ge "იუვენტუსის" ქართული ფან-კლუბის პრეზიდენტ ლევან ბეგლარიშვილს დეტალების შესახებ დაეკითხა.

"ბანაკის შექმნის იდეა ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთისგან" წამოვიდა, რომელსაც მსგავსი ბანაკების ჩატარების გამოცდილება აქვს.

ისინი მუშაობდნენ "იუვენტუსთან". შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოში ტურინული კლუბის ფან-კლუბი არსებობდა. მოხდა დაკავშირება და ასე შეიქმნა ეს ბანაკი.

ბანაკში ბავშვების მიღების რაოდენობა შეზღუდულია. მაქსიმუმ 100 ბავშვი შეგვიძლია მივიღოთ. სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა დაიწერება, რომელიც კემპის საიტსა და Facebook-გვერდზე აიტვირთება და ბავშვებს რეგისტრაცია 16 ივლისიდან შეეძლებათ.

ამ ბანაკის გავლის შემდეგ ბავშვებს სერტიფიკატები გადაეცემათ. გარდა ამისა, 12 სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლებსაც რეგიონალური ფედერაციები შეარჩევენ, უფასოდ გაივლიან მომზადებას.

"იუვენტუსის" საწვრთნელი ბანაკი 11-16 სექტემბერს გაიმართება. კემპის მონაწილე 100 ბავშვს, "იუვენტუსის" მწვრთნელების ხელმძღვანელობით, ერთი კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ ვარჯიშები ჩაუტარდებათ. საუკეთესო მონაცემების მქონე რამდენიმე ბავშვი კი ტურინის გრანდის საწვრთნელ ბაზა "ვინოვოზე" ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის.

რაც შეეხება "იუვენტუსის" ბანაკში მონაწილეობის მსურველთა გადასახდელ თანხას, ფასი, სავარაუდოდ, 300 ევრომდე იქნება, თუმცა ზუსტი ფასი ჯერჯერობით დადგენილი არ არის", - აღნიშნა ბეგლარიშვილმა.

სიმართლე
ოოო 88 გავამრავლოთ 300 ზე 26400 ევროა არაა ცუდი მაყუთი , თუ გავითვალისწინებთ რომ იმ თორმეტ ბავშვსაც გადახდევინებთ კა 30 000 ევროსაც გაარტყავთ . აკეთებენ რა ტიპები მაყუთს , გაჭირვებულმა და ნიჭიერმა რა უნდა ქნას ხომ ვერ მეტყვით ??? თუმცა ეგ ვიღას აინტერესებს ... ფუი თქვენი ...
სიმართლე
ფუი ამათი .... რა მაგრად ყოფილან დაინტერესებულები ტალანტების აღმოჩენით არც კი სრცხვენიათ .... ფულიანი მამიკოები თუ შეძლებენ მანდ ბავშვების მოყვანას, ვიღას აინტერესებს შენი ტალანტი და ნიჭი ყველა ფულის კეთებაზეა გადასული .... გრცხვენოდეთ !!!
ar dablokot
გთხოვტ კონკრეტულად სად და როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ დაწერეთ
Kanudos
5 დღეში რა უნდა გასწავლონ))) და რა 300 ევრო სვაროვსკის ჩარჩოში ჩადებულ სერთიფიკატს გაძლევენ?))
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
"იუვენტუსის" ქართული ფანკლუბის პრეზიდენტი: "რეალის" კარში ასეთ პენალტს არასოდეს დადებენ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?