საქართველოში მადრიდის "რეალსა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩმა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ჩვენს ქვეყანაში ორივე გუნდს საკმაო რაოდენობის გულშემატკივარი ჰყავს.

ამიტომ ვიფიქრეთ, საინტერესო იქნება "იუვენტუსის" ქართული ფანკლუბის პრეზიდენტის, ლევან ბეგლარიშვილის აზრი გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით.

უფრო მეტის გაგება ტურინის "იუვენტუსის" ფანკლუბის შესახებ ჩვენს სტატიაში შეგიძლიათ:

▶ [ფანკლუბები] გაიცანით ტურინის "იუვენტუსის" ქართული ფანკლუბი

- როგორ შეაფასებდით "რეალი"-"იუვენტუსის" მატჩს?

- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ "იუვენტუსის" მხრიდან ასეთ თამაშს არ ველოდი. ის, რომ გუნდი გაიბრძოლებდა, ცალსახა იყო, ეს "იუვენტუსს" სისხლში აქვს, თუმცა ასეთ "ქამბექს" ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

გუნდი მოედანზე ძალიან მობილიზებული გავიდა. ალეგრიმ ტაქტიკა სწორედ შეარჩია. ერთადერთი, დე შილიოს ძირითადში დაყენება მიმაჩნია შეცდომად, რაც მალევე გამოასწორა.

მთლიანად მატჩი "იუვეს" სცენარით მიმდინარეობდა, სასურველი შედეგიც ფიქსირდებოდა. შეიძლება ალეგრი დავადანაშაულოთ იმაში, რომ შეცვლების გამოყენება შეეძლო, თუმცა გუნდი ძალიან დაღლილი ჩანდა. სავარაუდოდ, ელოდებოდა დამატებით ტაიმებს, რომ შემდეგ გუნდი დასვენებული ფეხბურთელებით გაეძლიერებინა.

რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ მსაჯი ბოლო წამზე პენალტს დადებდა. მთლიანობაში უმაღლესი დონის ფეხბურთი ვიხილეთ. 2 მატჩის კონტექსტში დიდებული დაპირისპირება იყო.

სხვათა შორის, ამ ორი გუნდის მატჩები ყოველთვის სანახაობრივი გამოდის. თავი იჩინა დიბალას არყოფნამ. იყო, რასაკვირველია, შეცდომებიც, თუმცა "იუვე" ასეთ გამოვარდნას არ იმსახურებდა

- პენალტი იყო?

- პენალტი იყო. უფრო სწორად, შეეძლო დადება და დადო. ოღონდ ასეთ დროს, ასეთ გადამწყვეტ მომენტში არ მგონია, რომელიმე სხვა გუნდისთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინათ.

ასეთ დროს დებენ 100%-იან პენალტს. ეს კი 99%-იანი იყო. იმის თქმა მსურს, რომ საპირისპირო მხარეს ასეთი თერთმეთმეტრიანი გამორიცხულია დაედო. ვფიქრობ, დროა, ლიგაზე ვიდეორეფერის საკითხი დადგეს.

▶ დღის კითხვა. რეალი-იუვენტუსი. დასანიშნი იყო პენალტი? (+ გამოკითხვა)

- ბუფონი სიტყვებს გამოვიყენებ, მსაჯს გული აქვს თუ ნაგვის ურნა?

- გულის ჯიბე (იღიმის).

- როგორ მიდის ფანკლუბის ამბები?

- ფანკლუბის ამბები ჩვეულ რეჟიმში მიდის. რაოდენობრივად ვიზრდებით, თითქმის ყოველ კვირა დადიან ტურინში თამაშებზე ფანკლუბის წევრები. ახალი სეზონიდან ახალი შემართებით ვიქნებით. ლიგის მოგების იმედიც გვაქვს.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]

გიორგი
მე მგონი საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით როდესაც ამბობობთ, პენალი იყო მაგრამ არ უნდა დაენიშნაო ვინაიდან ბოლო წამზე მოხდაო , თანაც ვიდეო რეფერი რომ ყოფილიყოო ამბობთ....???? რა შეიცვლებოდა გეკითხებით? ვიდეო რეფერი დააფიქსირებდა თერთმეტმეტრიანს და თანაც მსაჯს ეტყოდა ბოლო წამია არ დანიშნოო???????
ვააჰ, თითქმის ობიექტურია, "ბარსას" გულშემატკივრებისგან განსხვავებით.
დიახ ბატონო, იყო პენალტი!
[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა
"კუკურელია იუდაა და ტანჯვა ელოდება" - "ბარსელონას" ფეხბურთელები მას იამალით ემუქრებიან
რა ეღირება და როგორ შეგეძლებათ "იუვენტუსის" საწვრთნელ ბანაკში ბავშვის მიყვანა
კუკურელიამ "ბარსელონას" ნაცვლად "რეალი" აირჩია
პერესი ოცნების ასახდენად უკან არაფერზე დაიხევს - ცნობილი გახდა, რამდენს შესთავაზებს "ბაიერნს" ოლისეს სანაცვლოდ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?