ოსაკა იაპონიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და არცერთი ქართველი არ იტყოდა იქ დასვენებაზე უარს. თუმცა საზოგადოების შემოსავლებით, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი სპორტი, ძიუდოც ფინანსდება და სპორტსმენების საერთაშორისო გასვლები თითოეული ადამიანის ჯიბიდან იფარება.

რატომ უნდა აფინანსებდეს საზოგადოება სპორტსმენებს, რომლებიც არათუ მედალს ვერ მოიპოვებენ, არამედ ოსაკაში მოაწყობენ საქმის გარჩევებსა და ჩხუბს, შემდეგ კი თვალში ნაცარს შეგაყრიან, არაფერი მომხდარაო.

როდესაც შესაძლო დაპირისპირების შესახები ინფორმაცია გაჟღერდა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ჯერ სირაქლემას პოზა არჩია, თუმცა შემდეგ ეს ამბავი ისეთ მასშტაბებზე გავიდა, რომ თავის ამოწევა და ამ თემასთან დაკავშირებით შეკრება მოუწიათ.

აღმასკომის სხდომა შაბათს დაინიშნა. ჟურნალისტები ცოტათი ადრე მივედით. სანამ აღმასკომი სრულად შეიკრიბებოდა, ნაწილი ფოიეში საუბრობდა. მაგალითად, ნათლად გვესმოდა ის, რომ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მეორე აღმასკომის წევრს იაპონიაში მომხდარ ჩხუბზე უყვებოდა, მოჩხუბარ სპორტსმენებს აკრიტიკებდა და გამშველებლებზეც საუბრობდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს საუბარი თითქმის იდენტური იყო sportall.ge-ს მიერ გავრცელებული ამბისა.

თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა ეს ფაქტი კვლავ არ დაადასტურა და გვაუწყა, რომ გამოძიება დაიწყებოდა. კომისიაში კი შევიდოდნენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე, ვეტერანი ძიუდოისტები და სპორტული ჟურნალისტები. ეს გარკვეულწილად საკმაოდ კარგი დაზღვევაა გიორგი ათაბეგაშვილისთვის, რადგან ის თუ დაადასტურებდა ფაქტს და გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებდა, შეიძლება მის სკამს ძიუდოისტების საპასუხო რეაქციისთვის ვერ გაეძლო.

ამ შემთხვევაში კი მოკვლევაში საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩაერთვება და გარკვეული სპორტსმენების ბრალეულობის გამოვლენის შემთხვევაში დასჯაც უფრო მარტივი იქნება. თუმცა მანამდე აღმასკომმა კიდევ ერთი არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, ამ სპორტსმენებს არავინ უშლის ჩინეთში, გუანჟოუში წასვლას და არც არავინ ფიქრობს შესაძლო საფრთხეზე. ჩინეთში შემდეგი შემადგენლობა მიდის: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი.

ვინმე არის გარანტორი იმისა, რომ გუანჟოუში ის სპორტსმენები, რომლებიც ოსაკაში დაიჩაგრნენ ჩხუბში, შურისძიებას არ ეცდებიან ან ტრადიციულად, სასტუმროს ნომერ-ნომერ არ გააგრძელებენ საქმის გარჩევებს? მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ამ შემთხვევაში გორელ სპორტსმენებს გარკვეული უპირატესობაც კი ექნებათ. ან რატომ უნდა იჭიდაოს ჩვეულებრივად იმ სპორტსმენმა, რომელმაც თანამოძმეს ხელი დაარტყა? მე თუ მკითხავთ, ბექა ღვინიაშვილის, ამირან პაპინაშვილისა და გურამ თუშიშვილის გარდა, გამოძიების დასრულებამდე სხვა არცერთ სპორტსმენს არ უნდა მიეღო მონაწილეობა.

ამასობაში ფედერაცია საქართველოს ჩემპიონატამდე მწვრთნელს ეძებს და პირობას იძლევა, რომ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება. ჩვენ უკვე გავაჟღერეთ ჯარჯი ზვიადაურის კანდიდატურა, რომელიც ძალიან სურს ფედერაციას, თუმცა ჯერ უცნობია თვითონ კანდიდატის დამოკიდებულება. ჩვენი ინფორმაციით, აღმასკომმა კიდევ სამი კანდიდატურა განიხილა: გურამ მოდებაძე, გია თენაძე და ლაშა გუჯეჯიანი. ამ სამიდან ორი შეიძლება წყვილშიც კი ვიხილოთ.

P.S. დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს დამნაშავეს. უნდა დაისაჯოს ყველა ძიუდოისტი, რომელმაც ამ ფაქტში უშუალო მონაწილეობა მიიღო და ამავდროულად, დამალა. სასჯელი უნდა შეეხოს ყველას, ეს წამყვანი ძიუდოისტი იქნება თუ არა. ვიმედოვნებთ, განტევების ვაცს არ იპოვიან და ერთ-ერთი ნაკლებად ძლიერი ძიუდოისტის დასჯით არ შემოიფარგლებიან.

Judo80
Buzisgan aqlems nu shevqmnit! Bichebi sherigdebian tu ukve ar sherigebulan! Federaciam unda imusaos im mimartulebit rom aseti ram agar moxdes momavalsi tqveni jibijibidan gadaxdili fuli amatze alalia. eg mokitxet biujetis virtxebs
სოსო
გერდ მიულერ,სახელი გერმანული აგირჩევია,მაგრამ გული, სუფთა ქართული გაქვს და ამიტომ პირველი ლაიქი ჩემგან.რასაც ამბობ,შუძლებელია არ დავეთანხმო.
gerd miuleri
სოსო გენაცვალე , ერთ რაიმეს გეტყვიტ , ძალიან კარგად მესმის , რომ უდიდესი შრომა გასწია ყველა ძიუდოისტმა , რათა შედეგებისათვის მიეღწია და ქვეყნისათვის მედალი მოეტანა . მაგრამ ეგ მედლები და შრომა უპირველესად თვითონ წაადგათ . ქვეყანას არაფერი დაამადლონ , რადგან არ იქნებოდნენ ეგენი , იქნებოდა სხვა . ,,ზველბიჭური " და ,,კაიბიჭური " რომ უჭირავთ ტატამზე , ,,ძველ ბიჭებს " კითხონ ერთი რა ქვია მაგას :) აღმაშენებლის გარეშე 10 საუკუნე გავძელით და ვარსებობთ , არც ძიუდოში უმაგათობა დაგვაქცევდა , დამიჯერეთ . მაგათზე ნაკლებს არ აკეთებს არცერთი სვანი , ხევსური , თუში , ხულოელი , რაჭველი და ა.შ. რომ დაცლილ სასაზღვრო სოფლებში სიდუხჭირის ზღვარზე ცხოვრობს და მოყვრის გასახარად ცეცხლს არ აქრობს მშობლიურ კერაზე .ასევე ჩვენი ჯარისკაცები , რომლებიც მედალზე კი არა , სიკვდილზე მიდიან აქ თუ საზღვარს გარეთ. იმათ ვაკლებთ ფულს და რაც შეუძლია ქვეყანას , სპორტის სხვადასხვა სახეობებს ეძლევათ . შესაბამისად , როცა საქართველოს სახელით გამოდიან , კეთილი ინებონ და არც თავი დაზოგონ და ღირსეულად მოიქცნენ . ნახევრად ძველი ბიჭი გინდა იყო და ნახევრად ძიუდოისტი , ან სხვა ეგრე არ გამოდის . ან ერთი იყავი და ან მეორე . კიდევ ვიმეორებ , პატივს ვცემ ყველა სპორცმენს , უპირობოდ და ვნერვიულობ ხშირად მაგათზე ნაკლებს არა , მაგრამ ეგ არ ნიშნავს , რომ იაპონიაში ჩხუბის და გარკვევების (ქუჩური გარჩევის უფლება ვინ მისცა მაგათ ?) მომწონებელი ვიყო .დალაგდნენ ჯობია , შერიგდნენ და ,,გემს მიხედონ , გემს " !
სოსო
ამ ბიჭებს ერთი ფუთი მარილი აქვთ ერთად შეჭმული და ასი ფუთი ოფლი კიდევ ერთად დაღვრილი,არც ვაჟკაცობისა ესწავლებათ რამე ,მე მგონი.ჩვენ თუ ნაკლებად ჩავერევით და ნამეტანს არ გავქექავთ,თვითონვე გამონახავენ საერთო ენას და სამშობლოს სიყვარულის თემას ასე ადვილად ნუ ეთამაშებით,ვინ,ვინ და ამ ბიჭებზე კარგად არავინ იცის,რამდენ შრომას,ფიქრს,ყველაფრის მოკლებას,ოფლს,ტრავმას და ტკივილს იტევს მათ მიერ მოპოვებული ტიტულები.კიდევ რისი თქმა მინდა..ამ ბიჭებს განსაკუთრებული უნარები აქვთ თავის სახეობაში და ამის განვითარებაზე უამრავი შრომა და ფულია დახარჯული,ასე რომ ვინც ფიქრობს,რომ მათი დისკვალიფიკაციით ბიუჯეტის ფული დაიზოგება,ძალიან სცდება,თანაც თუ მათმა შემცვლელმა მათზე არ გადაიარა და კონკურენციაში არ გაიმარჯვა,საერთაშორისო ასპარეზზე, მარცხისათვის იქნება განწირული და სწორედ ეს იქნება ფულის ტყუილად გადაყრა.ფედერაციას უნდა მიხედვა,თორემ ეს ბიჭები თვითონ გამონახავენ საერთო ენას.
ტორინო
აბსოლუტურად ვეთანხმები სტატიის ავტორს სტატიის დებიუტში. -რატომ უნდა იხარჯებოდეს ჩემი ჯიბიდან გადახდილი ფულით ასეთი უპასუხისმგებლო სპორტსმენები. მაღიზიანებს უბრალოდ ასეთ რაღაცეებს რომ ვგებულობ... არ მაინტერესებს ტალანტია თუ მედალი აკლდება ჩვენს ქვეყანას ასეთი სპორტსმენების მოკვეთით, უნდა მოიკვეთონ სამუდამოდ და სამაგალითო იქნება სხვა დანარჩენებისთვის.ასეთი მედლები არ მჭირდება. გულზე საქართველოს გერბი გაქვთ, და მაგას არ სცემთ პატივს!!! იჩხუბონ საკუთარ ოჯახებში ან ეზოში, სადაც უნდათ! არა იქ, სადაც საქართველოს სახელი გააქვთ, აქ მე ქართველი მინდა, ქა - რთვე - ლი!!! გესმით?!!! ამაში გიხდით მთელი ერი ფულს!!! სირცხვილია!!! ფთუუუ თქვენი!!! ადმინ არ დაბლოკო გთხოვ!
gurami
ძალიან გთხოვთ ვისაც არ გიყვართ ძიუდო კომენტარებს ნუ წერთ! რას ქვია მოიკვეთოს ლიპარტელიანი შავდათუაშვილი მარგველაშვილი? ცოტა დაფიქრდით რას წერთ. მილიონი პროგრამაა და თუ არ გსიამოვნებთ ძიუდოს ყურება გადართეთ. ბიჭები ერთმანეთში მორიგდებიან და ტროლებს მათი საქმის გარჩევაში არაფერი ესაქმებათ!
Gio
ტატამზე საქართველოს სახელით როცა გამოდიხარ იქ მთავრდება ყველაფერი პირადული და შენ საქართველოს ეკუთვნი! ამიტომ სწორად უნდა მოიქცე არა მარტო ტატამზე, არამედ ცხოვრებაშიც, რადგან შენს ყოველ ნაბიჯს მომავალი თაობა უყურებს და აკვირდება და თუ შენ ცუდი მაგალითი მიეცი ეს მარტო გუნდისათვის კი არ არის ცუდი არამედ მომავალ თაობას გვიზიანებს. ყველა ვინც კი ამ სამარცხვინო გარჩევასა და ჩხუბში მონაწილეობდა დანაშაულის მიხედვით უნდა დაისაჯოს და დისკვალიფიცირდეს! ჯობს ეხლა ამ ეტაპზე შედეგიანობაში დაგვაკლდეს, ვიდრე თაობა დავკარგოთ!
ვახო
ძიუდოისტებს შეეშვით.დამნაშავე თქვენს მმართველობაში ეძებეთ უნამუსოებო
ვახო
ისეთი სტატიები მაინც დაწერეთ რომ ასე გადამეტებით არ იგრძნობოდეს ფულის ტომარა ბიძინას გავლენა.ცირკია რა
euhh
ინტრიგნული სტატიაა:კი ბატონო,გამოძიებამდეის პორტსმენები არუნდა მონაწილეობდნენ,კი ბატონორომ უნდა დაისაჯონ,მაგრამმალავენო და ამას ქართულ მენტალიტეტს უკავშირებ და გარჩევებზე საუბრობ და ამდროს აქ ვითომ ვერ გაარჩევდნენ და ეხლა ჩინეთში იჩხუბებენო,ანუ ფედერაციამეხლა ესენი დატოვა უმცირესობაში და ისინი გალახავენ??დაუფიქრდი სულცოტა მაინც რას წერ,გასარჩევს უკვე გაარჩევდნენ და მოსახვედრს მოხვდებოდა..ასერომ ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე გახდება პასუხისმგებელი იმისა რომ ჩინეთში არაფერი არ მოხდება...არ მიაბლოკოთ,როგორც ხშირად იცით...
shimshila
ობიექტური სტატიაა, ყოჩაღ გალაქტიონ რომ ესე გაბედულად დაწერე.
nana
როგორც მთავრობა ყველა საკითხზე ტყუის რათქმა უნდა მათი ქვეშმდომი ფედერაციაც სიცრუით სულდგმულობს, დღეს საქართველოში სიცრუის ავტომანქანაა გაბატონებული
Soso
Tavshi avardnili da unamusod moasparezeni tushishvili chamkacilet da gayaret suyvelaniii
status quo
მორჩეს ეს ბარდაგი და დრო ნუ გაგყავთ.ყველა ჩამოაშორეთ ძიუდოს,ვინც შეგვარცხვინა.

ჩხვიმიანი არ დაგეკარგოთ არსად, ტურნირი არ გაამაზინოთ. რაც ეგ ჩხუბში ხარჯავს ენერგიას, ტატამზე რომ დახარჯოს, ტურნირს ტურნირზე მოიგებს.
პაატა
სრულად ვეთანხმები კომენტარებს, ფედერაციაში მართლა სრული ბარდაგია და ამის თავის არის ქევხიშვილი! რა ნამუსით დაიტოვა თავი აღმასკომის წევრად?! მაგის საქციელს ერთადერთი სახელი აქვს "გამდის და რასაც მინდა იმას ვაკეთებო"! ჩხუბში მონაწილე ძიუდოისტების საქციელს გამართლება არ აქვს!!! რა მაგალითი მიეცით ახალგარდებს??? საერთოდ თუ ხვდებით რა დიდი დარტყმა მიაყენეთ ჩვენს ძიუდოს მომავალს? რამდენიმე მშობელმა მითხრა, ჯერ ისედაც ამ მწვრთნელების "პატივისცემით" დავიღალეთო და ეხლა კიდე ეს გარჩევებიო...კარგა ხანია გაყავთ შვილები ძიუდოს წრეებიდან და სპორტის სხვა სახეობაში გადაყავთ! ეს არეულობები დაიწყო ქევხიშვილის დროს და აღარც დამთავრდება სანამ ეს ადამიანი აკონტროლებს ფედერაციას!!! მისი კუთხური მიდგომები და შესაბამისად ფულების გასროლებიც ცნობილია, ასე რომ თავში არის ბევრი რამ შესაცვლელი. მარტო ახალი მწვრთნელის დანიშვნა ვერაფერს შეცვლის, ფედერაციის ხელშია ფინანსები. ბოლო უნდა მოეღოს იმ უსამართლობებს რაც წლებია ძიუდოში ხდება!!!
Gio
Lipartelianis tavia kvelaferi samarcxvino kacia kapitani ki ara maskit ucxovria
gagi
ე, ბიჭო ეგრე რა! კარგია, კრიტიკული სტატიები უნდა იწერებოდეს. რად უნდა ამდენი ლაპარაკი ამას? არ აქვს მნიშვნელობა დამსახურებას, ვინც სიტუაციას ამწვავებს, შუღლს თესს, თანამოძმეს ხელით ეხება, უნდა მოიკვეთოს. დააკვირდენენ თვითონ ძიუდოისტები, ხალხის ერთერთი უსაყვარლესი სპორცმენები იყვნენ. დოსტოევსკის არ იყოს, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია. ლიპარტელიანმა და ჭრიკიშვლმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ღირსება არ გააჩნიათ. როგორც ჩანს სხვა კიდევ ბევრმა. ან შეცვალონ რადიკალურად ყველაპერი, ან თვითონ უყურონ და უქომაგონ თავიანთ თავებს.
emigranti
ფედერაციის აღმასკომია სასწრაფოდ გადასარჩევი, ამ მუქთახორების ბრალეულობა მომხდარში უდიდესია. ნაკრების წევრებს კი უნდა სცხვენოდეთ. უშედომო ადამიანი არ არსებობს, ჰოდა თუ ცოტაოდენი ჭკუა შემორჩათ დაპირისპირებულ მხარეებს ერთობლივი განცხადება მაინც გაეკეთებინათ, მოენანიებინათ მომხდარი და ჩახუტებოდნენ ერთმანეთს.ამ ცნობილმა სპორტსმენებმა მაგალითი უნდა მისცეს დაპირისპირებულ საზოგადოებას ერთად დგომისა და შერიგების...და საერთოდ უნდა ამოიძირკვოს ადამიანების კუთხური და ეროვნებითი პრინციპებით დაყოფა ქვეყნის მოსახლეობაში. ერთიანი საქართველო მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა არსებობდეს და სადღეგრძელოში გვახსენდებოდეს. სულ არ მაინტერესებს კონკრეტულად რა მოხდა, ერთად დადექით ბიჭებო, გახსოვდეთ ძმები ხართ და მტერს ნუ გაახარებთ.
გულშემატკივარი
სამარცხვინოა. ქევხიშვილის კისერზეა ეს ცოდვა, დაანგრია, გადაამტერა ერთმანეთს ბიჭები იმ დონეზე, რომ უკვე ერთმანეთზე იწევენ. არ უნდათ და არ იძიებენ ამ ინციდენტს. თავმოყვარე ადამიანი ცხრაჯერ გადადგებოდა პოსტიდან, აშკარაა სერიოზული მფარველები ყავს ზემოთ. ასევე არანაირად ვამართლებ ბიჭების ჩხუბს ერთმანეთში, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, ისე რომ მაგალითი იყოს ეს ყველაფერი სხვებისთვის, მაგრამ როცა დისციპლინა არაა, იქ პროფესიონალიზმი არაა, იქ უკაცრავადდა ბარდაგია...დიახ, ქართულ ძიუდოში ბარდაგია, ხარობს მტერი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ლიპარტელიანი ოქროსთვის, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ბაქოს გრანდ-სლემის პირველი დღე
ძიუდო ჩემპიონთა ლიგა - "გოლდენ გორი" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებით დაკომპლექტებულ პსჟ-სთან დამარცხდა
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილი დასაჯა
ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრან-სლემის ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ტოჩინოშინის რეკომენდაცია ხელის ანაბეჭდით - იაპონელები საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ეწვივნენ
ტაშკენტის გრან-სლემი: ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - ჩხვიმიანი მედლის გარეშე დარჩა
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
6-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ თუშიშვილი ტატამს უბრუნდება - ავსტრიის გრან-პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
თვალებში კვლავ ნაცარს გვაყრიან - საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ თბილისის გრან პრისთვის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
ვაჟა მარგველაშვილი დამატებით დროში დამარცხდა და უმედლოდ დარჩა
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
რევანშის შანსი - სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
დღეს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ჩხუბზე იმსჯელებს
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
ფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
გიორგი ათაბეგაშვილი: შეიქმნება კომისია, რომელიც დაადგენს მოხდა თუ არა ოსაკაში ინციდენტი
თუშიშვილი ვერცხლს დასჯერდა - ჯაბნიაშვილმა და დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს [VIDEO]
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
დღეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაა
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნაკრების მწვრთნელმა ძიუდოისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]