წლების წინ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი გაახარა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია "ბარსელონას" აკადემიაში ჩაირიცხა.

იგი შესაბამის ასაკობრივ გუნდში ვარჯიშობდა, თამაშობდა და პირველი სეზონში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო. გიორგიმ "ბარსელონაში" ერთი წელი დაჰყო და ჰოლანდიურ "ვიტესში" გადაბარგდა, რომლის პრეზიდენტიც მაშინ მერაბ ჟორდანია იყო, შემდეგ იყო ვლადიკავკაზის "ალანია", რუმინული "კლუჟი", გერმანული "დუისბურგი", ერთი პერიოდი სერია A-ს "ვერონაშიც ირიცხებოდა, დღესდღეობით კი ეკატერინბურგის "ურალის" ფეხბურთელია.

გადავწყვიტეთ გავიხსენოთ, ვინ იყვნენ "ბარსელონას" 18-წლამდელთა გუნდში გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელები და სად არიან ისინი დღეს.

"ხუვენილ ბ"-ს გიორგი ჭანტურიასთან ერთად 5 ფეხბურთელი შეუერთდა, ქართველი ერთადერთი იყო, ვინც უცხოური კლუბიდან დაიმატეს, დანარჩენები "ბარსელონას" აკადემიის 17-წლამდელთა გუნდიდან დააწინაურეს.

ესპანელი მარჯვენა მცველი პატრიკი, "ბარსელონას" აკადემიას "ვილიარეალიდან" შეუერთდა, მან ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და 2015 წელს "ბარსა" B-დან რომის "ლაციოში" 500 ათასი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, რომლის რიგებშიც დღესაც ირიცხება, მიმდინარე სეზონში მან სერია A-ში 7 მატჩი ჩაატარა.

ცენტრალური მცველი სერხიო აიალამაც პატრიკის მსგავსად ყველა ასაკობრივი გუნდი გამოიარა და "ალავესში" გადავიდა, სადაც საკუთარი თავი კარგად ვერ წარმოაჩინა, იყო "ვალენსიას" დუბლშემადგენლობაში, ერთი პერიოდი კი ბელგიურ "სინ-ტრუდენში" გამოდიოდა, დღეს ის ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ "კართაგენას" ფეხბურთელია.

სენეგალელი ბაქარი მენდესი "ბარსელონას" 18-წლამდელთა გუნდიდან 2011 წლის 1 ივლისს წავიდა და მას შემდეგ სამი წელი არსად უთამაშია, შემდეგ სერია C-ს "არეზოში" რამდენიმე თვის განმავლობაში ირიცხებოდა, საიდანაც სლოვაკურ "გაბციკოვოში" აღმოჩნდა, 2015 წლის შემდეგ მას არცერთი კლუბის ღირსება აღარ დაუცვია.

კამერუნი შემტევი არმანდ მელა "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში სამუელ ეტო'ოს რეკომენდაციით, მისი აკადემიიდან მოხვდა, 19-წლამდელთა გუნდიდან ლვოვის "კარპატის" მიაშურა, მას შემდეგ რამდენიმე პოლონური, უნგრული და სამხრეთ აფრიკული კლუბი გამოიცვალა და დღეს უკრაინის რანგით მეორე ლიგის "ინჰულეტსში" თამაშობს.

კოტ დივუარელი მეკარე იანიკ ადამუც ეტო'ოს აკადემიის წყალობით მოხვდა "ბარსელონაში", მან კლუბი 2011 წელს დატოვა და მას შემდეგ აღარსად უთამაშია.

გარდა ჩამოთვლილი ფეხბურთელებისა გიორგი ჭანტურიას გუნდში ისეთებიც დახვდნენ, რომლებიც დღეს წარმატებული ფეხბურთელები არიან, ზოგიერთი მათგანი კი "ბარსელონას" პირველი გუნდის წევრიცაა.

სერხი რობერტო "ბარსელონას" აკადემიაში ტარაგონას "ხიმნასტიკიდან" მოხვდა, მან ყველა ასაკობრივი გუნდი გამოიარა და ძირითად გუნდში 2013 წელს დაწინაურდა, მას შემდეგ კი დიდი პროგრესი განიცადა, შეიცვალა პოზიციაც და დღეს "ბარსელონას" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.

დღეს უკვე "ჟირონას" მარცხენა მცველი კარლეს პლანასს "ბარსელონას" ყველა ასაკობრივი გუნდი გამოვლილი აქვს, საიდანაც "სელტაში" გადაბარგდა, 2017 წელს კი ლა ლიგაში დაწინაურებულ "ჟირონაში" გადავიდა, მან მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ესპანელი ცენტრალური მცველი სერხი გომესი "ბარსელონას" აკადემიიდან "სელტაში" 2014 წელს გადავიდა, მიმდინარე სეზონის წინ კი "სევილიას" ფეხბურთელი გახდა 4,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, სადაც ძირითადი შემადგენლობის უცვლელი მოთამაშეა.

გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელი იყო ისააკ კუენკა, რომელსაც "ბარსელონას" რიგებში ლა ლიგაში 16 მატჩი აქვს ჩატარებული. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მისი კარიერა უკან წავიდა და დღეს ლა ლიგა 2-ის "რეუს დეპორტივოში" ირიცხება. "ბარსელონას" შემდეგ კი "აიაქსის", "დეპორტივოს", "ბურსასპორის", "გრანადას" და ებრაული "ჰაპოელის" ღირსებას იცავდა.

ესპანელი ნახევარმცველი ჯონათან როდრიგესი, იგივე ხონი "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდიდან 2010 წლის ზაფხულში დაბალი დივიზიონის "ოვიედოში" გადაბარგდა, წლების განმავლობაში ასევე დაბალი დივიზიონის გუნდები მოიარა, ბოლოს კი ხიხონის "სპორტინგში" აღმოჩნდა, საიდანაც "მალაგაში" წავიდა. ზაფხულიდან კი "ალავესის" რიგებში ასპარეზობს და აბელარდოს გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, გატანილი 2 გოლით და 6 საგოლე გადაცემით მან დიდი წვლილი შეიტანა, "ალავესის" წარმატებაში, რომელიც ამ წუთისთვის ლა ლიგაში მე-5 პოზიციაზეა.

ყველასათვის კარგად ნაცნობი რაფინია ალკანტარაც გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელი იყო 18-წლამდელთა გუნდში, საიდანაც პრაქტიკის მისაღებად "სელტაში" გაუშვეს, რომელსაც ლუის ენრიკე წვრთნიდა, ასტურიელი სპეციალისტის "ბლაუგრანაში" დანიშვნის შემდეგ, რაფინიაც დაბრუნდა "ბარსელონაში", გასულ სეზონში ის მილანის "ინტერში" იყო განათხოვრებული, 25 ნოემბერს კი ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე თამაშს ვერ მოახერხებს.

დაბოლოს, ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ მაურო იკარდი "ბარსელონას" აღზრდილია, მან 2011 წელს დატოვა აკადემია და "სამპდორიას" შეუერთდა, საიდანაც 2013 წელს 13 მილიონის სანაცვლოდ "ინტერში" გადაბარგდა და დღეს მისი გამოკვეთილი ლიდერი და კაპიტანია. ის სწორედ გიორგი ჭანტურიასთან ერთად აგორებდა ბურთს ერთი სეზონის განმავლობაში.

ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეების გარდა, "ბარსელონას" აკადემიაში კიდევ ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა, რომელთა ნაწილმა ან საერთოდ დაასრულა კარიერა, ან დღესაც სხვადასხვა ქვეყნის დაბალ ლიგებში ასპარეზობენ, ამიტომ მათ შესახებ ინფორმაციით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა ფაქტია, ბევრმა მათგანმა დიდი ფეხბურთის თამაშიც მოახერხა.

რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას, მან გასულ სეზონში უმძიმესი ტრავმა მიიღო, წელს კი ეკატერინბურგის "ურალის" რიგებში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, ისიც რუსეთის თასზე და მოედანზე მხოლოდ 15 წუთით გამოჩნდა.

რობენი
რობენმა რამდენი გაიტანა?
ვააა
ნეტა ყოფილიყო მის საახლობლოში ვინმე ისეთი ვინც კვირაში ერთხელ მაინც შემოულაწუნებდა სანამ მოზარდი იყო
kaira
კაირა. ისიც გაიხსენე რომ ბარსელონაში დედიკოს შუამდგომლობით საქართველოს ელჩმა ჩაუწყო. მე მაგის ტალანტი არ მინახია. ერთი იცოდა, მარჯვენა ფრთიდან შემოდიოდა ცენტრისკენ და იქედან გაქონდა. რამდენი უნდა გაიტანო ესეთი გოლი ცხოვრებაში? დავუშვათ ათი. მეტი რა? არაფერი.
გიორგი
ჩანტურიას ყველაზე დიდი პრობლემა იყო და დღესაც არის ის რომ თავისთავისთვის უფრო თამაშობდა ვიდრე გუნდისთვის და მისი ხასიათი რის გამოც ქონდა კომფლიქტები მწვრთნელებთან. თორემ მონაცემები, რომ დიდი ფეხბურთი ეთამაშა დღესაც აქვს ნამდვილად.
c
ჭანტურიას მატარებელი ჩავლილია, წარმატებებს ვუსურვებ კარიერაში, მაგრამ ნაკრებში არაფერი ესაქმება!
Buxrika
ეჰ რა ტალანტი დავკარგეეთ..ამას ქართველობა დაემართა თავში აუვარდა და ყველას ზემოდან უყურებდა და ეხლა იყოს ურალში.
solo
ვის რაში აინტერესებს ?))))
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
"ამ ზაფხულს კვარაცხელიას ეს შესაძლო ტრანსფერი შოკისმომგვრელი იქნება და ევროპას შეარყევს" - El Nacional ხვიჩას შესახებ
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
"ბარსელონაში" თავისი მდგომარეობით 8 ფეხბურთელია უკმაყოფილო
"ბო****ლო ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გადაიხდი" - ნარასა და იკარდის შორის კონფლიქტი გრძელდება
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
კონტრაქტს გაუგრძელებენ - "გალათასარაის" იკარდის შენარჩუნება უნდა
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
რაფინია ალკანტარა პსჟ-ში გადავიდა
ტერ-შტეგენი ბრუნდება - "ბარსელონას" ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"არსენალს" სერხი რობერტოს დამატება სურს
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
AS: "ბარსელონა" ზაფხულში შესაძლოა 10-მა ფეხბურთელმა დატოვოს
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
მესი "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" ფორმას კიდევ ერთხელ მოირგებს? - შესაძლო მატჩზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
სერხი რობერტო "ბარსელონას" დატოვებს
სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
სერხი რობერტო სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს
ცნობილია, ვინ იქნება "ბარსელონას" ახალი კაპიტანი სერხი რობერტოს წასვლის შემდეგ
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
რაფინია ალკანტარა "ინტერმა" იჯარით აიყვანა
[VIDEO] "მაქსი იმდენად გულუხვია, მეგობარი გამაცნო და მასზე გავთხოვდი" - ვანდა ნარას განცხადებას ყოფილი ქმრის თანდასწრებით, დიდი განხილვა მოჰყვა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
რაფინია ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"ბარსელონამ" რაფინია "სელტაში" დააბრუნა