საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის პირველ ეტაპზე მე-10 ადგილი დაიკავა და 13-14 ივლისს საფრანგეთში, ქალაქ კოლომიეში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში ითამაშებს.

წელს გრან პრი ორ ეტაპად ტარდება, მათ შორის კი ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი გაიმართება. გრან პრის პირველი, მოსკოვის ეტაპი, პარალელურად სწორედ ამ შესარჩევის შესარჩევი ტურნირი იყო.

ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში მასპინძელ რუსეთთან დიდი ბრძოლა გაიმართა. ტაიმის მიწურულს და მეორის დასაწყისში გაშვებული ლელო-გარდასახვების შემდეგ ჩვენმა 7-კაცამ შეძლო ორი საპასუხო ლელოს გატანა, მაგრამ მხოლოდ ერთი გარდასახა და მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩა - 12:14.

მეორე მატჩში ინგლისმა უშანსოდ დაგვტოვა (5:59), დღის დასკვნით შეხვედრაში კი ჯგუფის ლიდერ ესპანეთს ვებრძოლეთ, სამი ლელო გავუტანეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 17:24.

მეორე დღეს მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში ჩავერთეთ და უმნიშვნელოვანეს, ნახევარფინალურ მატჩში რუმინეთს შევხვდით. დაძაბული ბრძოლის უკანასკნელ წუთზე მეტოქის დაცვა ნიკო აფციაურმა გაარღვია, გიორგი ჭუაძემ ლელო გაიტანა და 24:19 მოგებით ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის საგზური დავიბევეთ. მოსკოვში ბოლო თამაში კვლავ მასპინძლებთან გვქონდა და ის მეტოქის გამარჯვებით დასრულდა - 14:0.

ამრიგად, ჩვენმა 7-კაცამ გრან პრის პირველი ეტაპი მე-10 ადგილზე დაასრულა. გრან პრიდან ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე 9 გუნდი გადის, თუმცა ინგლისი და უელსი ერთიანი, დიდი ბრიტანეთის სახელით თამაშობს და საქართველო კოლომიეში მე-9 გუნდად მიდის. ამ 9 გუნდს „ალაფიდან“ ორი მოწინავე და „კონფერენც დივიზიონის“ გამარჯვებული გუნდები დაემატებიან.

მოსკოვის ეტაპის ფინალში საფრანგეთმა ირლანდიას 31:26 სძლია; ინგლისმა გერმანიას 24:14 მოუგო და მეოთხე ადგილი დაიკავა. ამ ოთხეულისა და საქართველოს გარდა, ოლიმპიადის შესარჩევში გრან პრიდან ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და რუსეთი ითამაშებენ. მათ „ალაფიდან“ ლიეტუვა და უკრაინა, ხოლო „კონფერენც დივიზიონიდან“ უნგრეთი დაემატება.

გრან პრის პირველ ეტაპზე ითამაშეს

ირაკლი სვანიძე (ჯიქი), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენსი), ნიკო აფციაური (ლოკომოტივ-პენზა), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, პალიკო ჯიმშელაძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა